თელავში, მრავალბინიან საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
ხანძარი მრავალბინიანი საცხოვრებლის პირველ სართულზე გავრცელდა და ბინა სრულად გაანადგურა, რომელშიც მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა. ხანდაზმულმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა დროულად შეძლო. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაზიანდა ტექნიკა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ შეშის ღუმელი გახდა.
ადგილზე რჩებიან მეხანძრე – მაშველები და პოლიცია.