ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საიდ ხათიბზადი აღნიშნავს, ისრაელმა შენობაზე იერიში განზრახ მიიტანა.
„თავდასხმის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს მინისტრის მოადგილე.
ის ასევე აცხადებს, რომ შენობა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, ასევე დაზიანდა კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.
„ეს კიდევ ერთი აშკარა ომის დანაშაულია, რომელიც ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე და სისტემატური აგრესიის კამპანიის ნაწილია“, – წერს ხათიბზადი.