აშშ-ის პრეზიდენტი ღიაა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სტამბოლში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ღიაა შესახვედრად, თუ ეს საჭირო იქნება, მაგრამ მას სურს, რომ ორივე ლიდერი და ორივე მხარე ერთად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს ვნახეთ, როგორ შეძლო ორივემ მხარემ ამის გაკეთება“, – თქვა ლევიტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს. აღნიშნულზე, მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმაც.