ორშაბათი, აპრილი 28, 2025

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ცეცხლი 8 მაისიდან 11 მაისამდე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად შეწყდება.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ლევიტის თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა როგორც პუტინით, ისე ზელენსკით და მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – პრეზიდენტობის პირველი ვადისას მე მქონდა ორი საქმე, ქვეყნის მართვა და გადარჩენა, მეორედ კი, მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის თავის ქვეყანას და მსოფლიოს მართავს. ამის შესახებ მან the atlantic-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.ამერიკის პრეზიდენტმა ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება მისი პრეზიდენტობის ორი ვადა ერთმანეთისგან​.„პირველად მქონდა ორი საქმე – ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ყველა არაკეთილსინდისიერი იყო. მეორედ კი, მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს“, – აღნიშნა ტრამპმა.რაც შეეხება მესამე ვადით კენჭისყრას, ტრამპი ამბობს, რომ არ აპირებს.„ეს არ არის ის, რასაც ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული საქმე იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

მეწყერს მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა – ტრაგედია თურქეთში

თურქეთში, ქალაქ სამსუნში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 35 წლის მამაკაცი და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დაიღუპნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე სამსუნ-ორდუს გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრთან მდებარე ავტოსამრეცხაოზე მოხდა. შემთხვევის დროს ავტოსამრეცხაოზე ერთი მანქანა იმყოფებოდა, რომელშიც ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.მაშველებმა მხოლოდ 31 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი. დაღუპულები არიან 35 წლის მამაკაცი და მისი 5 და 7 წლის ქალიშვილები.მედიის ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ უკვე დააკავა ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი და ძებნაშია მეპატრონე.

„გახარია-საქართველოსთვის“ – უკვე განათლების სისტემაშიც მიმდინარეობს პროფესიონალთა „წმენდა” – კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში

პარტია “გახარია - საქართველოსთვის” საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.პარტია ამჯერად განათლების სისტემიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული სექტორიდან პროფესიონალთა “წმენდა” სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაიწყო."ოცნება" აგრძელებს მიზანმიმართულ დევნას განათლების სისტემაში, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. იუსტიციასთან, მერიასთან და სხვა უწყებებთან ერთად, ახლა უკვე განათლების სისტემაშიც მიმდინარეობს პროფესიონალთა „წმენდა" მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური არჩევანი აქვთ.მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების გეგმა, განათლების სისტემის ათასზე მეტმა თანამშრომელმა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაფუძნებულ პეტიციას მოაწერა ხელი, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შესანარჩუნებლად.მიუხედავად ამისა, განათლების სისტემა — რომელიც უნდა იყოს თავისუფლების, დემოკრატიის და ეროვნული ღირებულებების სივრცე — ექცევა რეჟიმის ხელში და მასობრივად ტარდება რეორგანიზაცია. კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, როგორც სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.დღეს, როცა განათლების ყველა საფეხური საჭიროებს რეალურ ავტონომიას და თავისუფალ გარემოს მომავალი თაობის ჩამოსაყალიბებლად, რეჟიმი, პირიქით — ანადგურებს ამ სისტემას.ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულ მხარდაჭერას უცხადებს განათლების სისტემის, მერიისა და სხვა საჯარო უწყებების პოლიტიკურად დევნილ თანამშრომლებს.ვთავაზობთ მათ სამართლებრივ და პრაქტიკულ თანადგომას სამართლიანობის აღდგენის გზაზე", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დონალდ ტრამპი – მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ

მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.კითხვაზე, განსხვავდება თუ არა მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა პირველისგან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.„პირველად ორი რამის გაკეთება მიწევდა - ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ბევრი თაღლითი მყავდა. მეორე ჯერზე მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.დონალდ ტრამპმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და პრეზიდენტობის თანამდებობაზე მესამედ კენჭისყრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.„ეს არ არის ის რისი გაკეთებაც მსურს. ვფიქრობ, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტუ-ის კურსდამთავრებული – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული და კვლევითი შესაძლებლობები, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აყალიბებს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და გლობალური აღიარების საშუალებით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტმა ფუნდამენტური როლი შეასრულა ჩემი კარიერის ფორმირებაში. მან მომცა მყარი აკადემიური საფუძველი მევენახეობა-მეღვინეობაში და გამიხსნა გზა ფასდაუდებელი საერთაშორისო გამოცდილებებისკენ“,- ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ კირვალიძე განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ კირვალიძემ 2024 წელს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და ენოლოგიის ინგლისურენოვანი მაგისტრატურა დაამთავრა.როგორც ნიკოლოზ კირვალიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია, მევენახეობისა და ენოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის უნიკალურობის გარდა, იყო უდიდესი სურვილი, მიეღო საერთაშორისო გამოცდილება, იმ უამრავი შესაძლებლობებისა და პროგრამების საშუალებით, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტს სთავაზობს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, პროფესიული მიმართულებით ვიმყოფებოდი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ კი საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო Vinifera EuroMaster-ის ორდიპლომიან პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მეორე კურსის პირველი სემესტრი გავიარე გერმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში, სადაც კიდევ უფრო გავიღრმავე ცოდნა, ჩემი მიმართულებით და მივიღე მყარი ფუნდამენტი მეორე, დამამთავრებელი სემესტრისთვის, რომელიც საფრანგეთში, ბორდოს ვაზისა და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტში გავატარე სამაგისტრო ნაშრომზე სამუშაოდ.გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო თანამედროვე კვლევებში და ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის კლიმატის ცვლილებას ეხება. ასევე, შესაძლებლობა მქონდა მემუშავა მევენახეობა-მეღვინეობის წამყვანი რეგიონების ექსპერტებთან, რაც უდიდესი პროფესიული გამოცდილება იყო ჩემთვის.გავიღრმავე ცოდნა ვაზის ფიზიოლოგიაში, ვენახის მართვაში, მეღვინეობის განსხვავებულ ტექნიკებში, ღვინის სენსორულ შეფასებასა და ვაზის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებში. ასევე, საშუალება მომეცა გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის ინოვაციურ მიდგომებსა და გლობალურ პრაქტიკებს მევენახეობა-მეღვინეობაში.ვფიქრობ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც მევენახეობა-მეღვინეობაში მაღალი დონის განათლებას ეძებს, ამასთან ერთად, სურს მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და შექმნას მტკიცე პროფესიული კავშირები მსოფლიოში აღიარებულ სპეციალისტებთან.უნივერსიტეტში სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული და კვლევითი შესაძლებლობები, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აყალიბებს”, - განაცხადა ნიკოლოზ კირვალიძემ.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო სიახლეები