აშშ არ იზიარებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ განიხილავს მომავალ ნაბიჯებს თავის პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან.
„ჩვენ უარვყოფთ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ძალიან შეშფოთებულნი ვართ პროკურორის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის დროს დაშვებული შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. პარტნიორებთან, მათ შორის, ისრაელთან კოორდინაციით, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.