აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმაგანაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლაპარაკებების არსებითი შანსი, რომელიც, შესაძლოა, შედგეს ან არ შედგეს ირანთან უახლოეს მომავალში, მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას, ჩავერთო თუ არა მოქმედებებში მომდევნო ორ კვირაში“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც ლევიტმა წაიკითხა.