თეთრი სახლის პრესმდივანს, კაროლინ ლევიტის პრესკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე საათის წინ შედგა, ჰკითხეს, – „დებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ფსონს კანადის პრემიერ მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ამაღამ, აშშ-კანადის ჰოკეის თამაშზე?“
„ის მოუთმენლად ელის ამ საღამოს მატჩის ყურებას და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ შეერთებული შტატები დაამარცხებს ჩვენს უახლოეს 51-ე შტატს, კანადას“. – უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა. – ვიდეოს FOX NEWS ავრცელებს.