პარასკევი, მარტი 21, 2025

თეთრი სახლის პრესმდივანი – დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.

ლივიტის თქმით, ტრამპი „სრულად უჭერს მხარს ისრაელსა და „ცაჰალს“, ასევე ქმედებებს, რომლებიც მათ ბოლო დღეებში განახორციელეს“.

„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განუმარტა „ჰამასს“, რომ თუ ისინი არ გაათავისუფლებდნენ ყველა მძევალს, ამისთვის მოუწევდათ საფასურის გადახდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ არსებული ვითარება არის „ჰამასის“ ბრალი 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის გამო.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ისრაელმა ღაზაზე დარტყმები განაახლა, რითაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმეა დაირღვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრაგედია ფილიპ კირკოროვის ოჯახში

ცოტა ხნის წინ ცნობილმა რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა განაცხადა, რომ მამამისი ბედროს კირკოროვი გარდაიცვალა. მამაკაცი 92 წლის იყო, გარდაცვალების მიზეზი კი გულ-სისხლძარღვთა დაავადება გახდა.უკვე ცნობილია, რა მემკვიდრეობას მიიღებს კირკოროვი მამისგან. როგორც რუსული მედია წერს, გარდაცვლილ ბედროსს ანდერძი არ დაუტოვებია, რადგან მას „ფაქტობრივად არანაირი ქონება არ გააჩნდა“."ბედროსს ვიცნობდი. ის საერთოდ არ იყო მდიდარი კაცი. მას ჰქონდა რაღაც ბინა, რომელიც, ჩემი აზრით, მოსკოვში კი არა, სადღაც პროვინციებში იყო. არც თუ ისე ძვირი, მოსკოვის სტანდარტებით. დასატოვებელი არაფერი იყო", - აღნიშნა ადვოკატმა.მან ასევე დაამატა, რომ ფილიპ კირკოროვი ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრეა. ცნობილია, რომ 2002 წელს ბედროსს შეეძინა ქალიშვილი, მაგრამ მან მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.რა არის ცნობილი ბედროს კირკოროვის შესახებბედროს კირკოროვი რუსი პოპ მომღერალი იყო. 2012 წელს იგი რუსეთის სახალხო არტისტად აღიარეს.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ) . ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად 2024 წელს მოიგო.ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

🇬🇪 თემურ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 🥋

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა უკვე იჭიდავა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ თემურ ნოზაძემ (66 კგ) შეძლო.ქართველი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ლაშა ნადირაძემ (66კგ) და თორნიკე მაზიაშვილმა, მაგრამ ორივე მათგანი უმედოდ დარჩა.შეგახსენებთ, რომ ფინალშია ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). იმავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ნინო ლოლაძე.შეჯიბრების ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გურამ მაჭარაშვილი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი იყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ...

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეზე, წილის იძულებით გადაფორმების დროს, მინდობილობის გამფორმებელი ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე იკითხებოდა, კომისიის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, კვაჭანტირაძის, როგორც მოქალაქის შეფასებით 2003-2012 წლებში ციხეებში არსებული მდგომარეობაზე.„მაინტერესებს თქვენი აზრი არა, როგორც ადვოკატის, არამედ, როგორც მოქალაქის 2003-2012 წლამდე ციხეებში არსებული სიტუაციის შესახებ, მით უმეტეს, რომ ხართ სისხლის სამართლის ადვოკატი და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა გქონოდათ. როგორი იყო ციხეებში მდგომარეობა 2003-2012 წლამდე და 20012 წლიდან დღემდე?კვაჭანტირაძემ დეპუტატს უპასუხა, რომ 2003-2012 წლებში საპატიმროებში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა კი მდგომარეობა გამოსწორებულია.მაჭარაშვილი ადვოკატისგან ასევე დაინტერესდა თუ რა რეაქცია ექნებოდა და რაიმე ეჭვი ხომ არ გაუჩნდებოდა მას თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმართან სხვა ადვოკატს შეუშვებდნენ.„იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი Iყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოგეკიდათ?ადვოკატი ირწმუნება, რომ მინდობილობის გაფორმების დროს ის მხოლოდ კლიენტის ინტერესებიდან გამოდიოდა. რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმის სიმძიმის შესახებ, მხოლოდ მოგვიანებით გაიგო.

“მე ის მიკვირს ამდენი ხანი როგორ შეიძლებოდა ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ” – იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - კიდევ ერთი თემა, რაც ოპოზიციისთვის უთანხმოების საგნად რჩება. თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვეტილად არ მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა", ბარიერგადალახულ პარტიებში ეს ერთადერთია, ვინც ცალსახად ამბობს, რომ ამომრჩეველს ბიულეტენზე მისი ნომერი არ დახვდება. დანარჩენ სამ პარტიაში კონკრეტულ პასუხს კითხვას არ სცემენ. ამბობენ, რომ ახლა ეს თემა აქტუალური არ არის და უნდა შესრულდეს როგორც ახალი არჩევნების, ასევე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა.არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე პასუხის თქმა სულ არ არის ნაადრევი "გირჩისთვის", სადაც აცხადებენ, რომ მარათონისთვის სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ:"მე ის მიკვირს ამდენი ხანი როგორ შეიძლებოდა ერთმანეთს არ დაჰპირისპირებოდნენ. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, რადგან კარს მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შენ უნდა წარმოიდგინო ზოგადად აპირებ თუ არა მოგებას არჩევნების გზით, თუ რამე უკეთესი გეგმა გაქვს და მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ეს არ გამოჩენილა. მაშინ როგორ შეიძლება საკუთარ თავს ურტყამდე და ამბობდე, რომ იცი რა, მე არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ბოლო სიახლეები