ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

თეა წულუკიანი PACE-ზე: რაკი ჩვენს უფლებამოსილებებს აღიარებდნენ, რაღაცა უნდა გადაეგდოთ იმ მყეფარე ძაღლებისთვის, რომლებიც დერეფნებში დაძრწოდნენ

იქნებოდა ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ მათი მოკავშირე უცხო ქვეყნის დეპუტატები, ვინც ხმაურობდა, მათ ყველას სურდა და გადაწყვეტილიც ჰქონდათ, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობასა და იქ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„თქვენ ევროსაბჭოს ძირითადი შენობის დერეფნებში, სავარძლებზე, კაფეტერიაში და სხვა ამგვარ ადგილებში მრავლად ნახავდით ჩვენს ე.წ. არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც რომ მიეღოთ ქართული მანდატები საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ექნებოდათ, რომ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსულიყვნენ.

მრავლად იყვნენ ისინიც, ვინც საქართველოს პარლამენტში წევრად არ არის არჩეული, მაგალითად თქვენ იქ ნახავდით ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელიც დერეფნებში იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, ასევე ბატონ უჩა ნანუაშვილს, რომელიც თავის ქვეყანას ებრძოდა დერეფნებში და სხვადასხვა სამუშაო ოთახებში შეხვედრებს აწყობდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა უკრაინისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დელეგაციების წევრებრების აგრესიულ ქცევებსა და ჩარევაზეც.

„უკრაინელებს და ბალტიისპირელებს განსაკუთრებით აგრესიული რიტორიკა ჰქონდათ არჩეული და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ხოლმე მაშინ, როდესაც ესა თუ ის სხდომა გახლდათ დახურული. ეს იყო საკომიტეტო მოსმენების დროს, როდესაც ისინი არ ერიდებოდნენ პირად შეურაცხყოფას, იმის ძახილს, რომ ჩვენ ვიყავით რუსეთის მიერ მოგზავნილი და ბევრ მსგავს აბსურდულს ეპითეტს“, – განახადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა აქვე განმარტა, თუ რა დათქმები დაუწესეს ევროსაბჭოში და რა იყო საქართველოს დელეგაციისთვის წითელი ხაზები.

„ჩვენთვის წითელი ხაზი იყო განსაკუთრებით პირველი დათქმა, რომელიც გულისხმობს ახალი არჩევნების ჩატარებას იმიტომ, რომ ჩვენი თავებით უნდოდათ საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობა, რომ თუ გინდათ, რომ ეს დელეგაცია კარგად იყოს და გააგრძელოს აქ მუშაობა, მაშინ ჩაატარეთ ახალი არჩევნებიო, რისი დაშვებაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს ხმები ჩვენ გვეკუთვნის, ეს ხმები ყველგან დასაცავია და უნდა დაგვეცვა, ამიტომაც ჩვენ უარი ვთქვით მძევლობაზე.

სხვა გზა არც ჰქონდათ [საპარლამენტო ასამბლეას] იმიტომ, რომ რაკი ჩვენს უფლებამოსილებებს აღიარებდნენ, რაღაცა უნდა გადაეგდოთ იმ მყეფარე ძაღლებისთვის, რომლებიც დერეფნებში დაძრწოდნენ. ეს რეალურად მათ გადაუგდეს, მაგრამ ეს გადაგდებულიც დარჩა ხმელ პურად იმიტომ, რომ ჩვენ წამოვედით. ოპოზიციამ ალბათ, უნდა გადაწყვიტოს, სად წაიღოს ახლა ეს დათქმები და პასუხი ალბათ, გასაგებიც არის, თუ სად“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პროკურატურა, სააკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი - თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.„ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის:კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის “IPhone”-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის - ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის - სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების - გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის - ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად - 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 000 ლარამდე და სხვ.თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორ სისხლის სამართლის საქმეზე - სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული საქმეები განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის და „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

“სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის” საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.“მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს 9 წლის თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი”, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა.ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, თემურ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა – მას 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.

„როიტერის“ ინფორმაციით, USAID-ის თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.სასამართლოში შეტანილი განაცხადის თანახმად, რომელიც სამთავრობო თანამშრომელთა პროფკავშირებმა წარადგინეს, USAID-ის ოფიციალურმა პირმა თანამშრომლებს დოკუმენტების დიდი რაოდენობის განადგურება უბრძანა.ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში პროფკავშირები მიუთითებენ USAID-ის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, ერიკა კარის ელექტრონულ წერილზე, რომელშიც თანამშრომლებს სააგენტოს ოფისში მისვლის ინსტრუქციას აძლევს „დოკუმენტების გასანადგურებლად“.წერილში არ იყო მოცემული დეტალები, რომელი დოკუმენტები უნდა განადგურებულიყო.პროფკავშირების თქმით, ბრძანება „მიუთითებს სააგენტოს ჩანაწერების სწრაფ განადგურებაზე დიდი მასშტაბით“, რაც არღვევს ფედერალურ კანონს ჩანაწერების შენახვის შესახებ.თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანნა კელიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ცნობები დოკუმენტების განადგურების შესახებ არის „ყალბი ამბების ისტერია“ და აღნიშნა, რომ დოკუმენტები იყო „ძველი, უმეტესად სხვა უწყებებიდან მიღებული, რომლის ორიგინალი ვერსიებიც კვლავ არსებობს კომპიუტერულ სისტემებში“.კელიმ ასევე დაწერა, რომ USAID-ის შენობას მალე აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური დაიკავებს.

ემანუელ მაკრონმა 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში შეკრებილი 30-მდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებს მოუწოდა, შეიმუშაონ გეგმა, რომელიც განსაზღვრავს უკრაინისთვის „უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“.აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია წერს.მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებასთან დაკავშირებით“ აუცილებელია „კონცეფციიდან გეგმაზე გადასვლა“, რათა განისაზღვროს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, რაც უკრაინაში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შესაძლებელს გახდის.როგორც ფრანგული მედია წერს, უკრაინაში მშვიდობის გარანტიის მიცემის მსურველი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მეთაურების შეხვედრა მაკრონის ინიციატივით გაიმართა.

რობერტა მეცოლა – აშშ-სა და უკრაინის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის...

საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.მისი შეფასებით, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.„საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, რისთვისაც ჩვენ, ყველანი ვმუშაობდით. პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროპა გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა დასრულდეს ეს ომი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეალური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს რობერტა მეცოლა.

ბოლო სიახლეები