უკვე მესამედ, გარკვეული ჯგუფები აწყობენ ისტერიკას, რომ რუსები შემოგვესივნენ. არის მუდმივი მცდელობა იმის, რომ ჩვენი საზოგადოება შეშინდეს, დაიზაფროს და ა.შ. თუ გვაქვს იმის შიში, რომ კრიმინალი გაიზრდება. წინა შემთხვევებში, როდესაც გაიზარდა შემომსვლელთა რიცხვი, არავითარი კრიმინალის ზრდა ჩვენ არ გვინახავს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-შ განაცხადა.
„თუ საქმე იმაშია, რომ რუსი არ უნდა გაჭაჭანდეს აქ, უნდა გავიხსენოთ მაგალითად აშშ, ევროკავშირი, რომელთა პოლიტიკის მიმდევრებად მოიაზრებენ საკუთარ თავს ისინი, ვინც დღეს ისტერიკას თესავს. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 40%-იანი ზრდა წინა პერიოდთან შედარებით, თუმცა არავითარი საფუძველი პანიკისთვის და მითუმეტეს პანიკისთვის არ არსებობს. ეს ადამიანები შემოდიან, მაგრამ მათი უმრავლესობა გადის და მათი მზიანი სულაც არ არის აქ ცხოვრება. ჩვენ ვართ გარკვეული დერეფანი. დარჩენილთაგან დიდი ნაწილი არის ეთნიკურად ქართველი. პანიკა ყველას შეიძლება დაემართოს მაგრამ როდესაც ამას ვიღაც მუდმივად კვებავს, ეს არის ისტერიკა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.