შაბათი, აპრილი 19, 2025

თეა წულუკიანი – სხდომაზე დღეს ჩვენ ვიხილეთ ორი საამაყო ახალგაზრდა, აფრასიძეები, რომლებიც სააკაშვილისთვის არიან განაჩენიც და სასჯელიც, სააკაშვილმა ისინი 7 და 12 წლის ასაკში სასიკვდილოდ გაიმეტა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დღეს ჩვენ ვიხილეთ ორი საამაყო ახალგაზრდა, რომლებიც რეალურად სააკაშვილისთვის არიან განაჩენიც და სასჯელიც. სააკაშვილმა ეს ბავშვები 7 და 12 წლის ასაკში სასიკვდილოდ, ჩასახოცად გაიმეტა, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას 21 წლის წინ, სოფელ ეცერში ჩატარებული ოპერაციის დროს დაკავებული შმაგი აფრასიძის შვილებთან, გიორგი და ლედი აფრასიძეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც დღეს აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იმყოფებოდნენ.

წულუკიანის თქმით, ეს ახალგაზრდები ცოცხლები არიან და უფრო წარმატებული იქნებიან, ვიდრე სააკაშვილს როდესმე დაესიზმრებოდა და „სწორედ ასეთი, იმ რეჟიმს გადარჩენილი მსხვერპლი არიან სააკაშვილისთვის უპირველესი სასჯელი.“

„მე იმ კუთხის შვილი ვარ, სადაც აფრასიძეების ტრაგედია დატრიალდა და უფრო მეტიც, მეზობელი სოფლიდან ვარ წარმოშობით. ამიტომ, ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და არა მხოლოდ ჩემთვის, ნებისმიერი სვანი რომ გააჩეროთ ქუჩაში, იმ კუთხის შვილი, სადაც არ უნდა იყოს თბილისში, ქუთაისში, თუ საზღვარგარეთ, თუ სვანეთში საკუთრივ, ყველა გეტყვით, რომ რეალურად არსებობდა კითხვის ნიშნები ამ ოჯახის ერთ კონკრეტულ წევრთან და ეს იყო ადგილზე მოკლული ომეხი აფრასიძე. კითხვები და კითხვის ნიშნები იყო საკმაოდ სერიოზული. ეს მე შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, კონკრეტული გვარებით და სახელებით, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის პირობებში, იქ, სადაც იყო ბებია, რომელსაც ვერავინ ვერაფერს ვერ დააბრალებს და დააბრალებდა, იქ იყო ამ ბავშვების დედა, რომელსაც ვერავინ ვერაფერს ვერ დააბრალებდა და დააბრალებს, მით უმეტეს ამ ბავშვებს, ასევე, ომეხი აფრასიძის ორი ძმა, რომელთა მიმართებაშიც არც მაშინ ყოფილა რაიმე ხელშესახები მტკიცებულება, არც მერე და თავად ევგენი აფრასიძე, რომელიც იმ მომენტისთვის ძებნილიც კი არ იყო. აი, ეს, ამდენი ადამიანი რეალურად სახელმწიფომ, შს მინისტრის, გიორგი ბარამიძის მეთაურობით, მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც იყო პირდაპირ დაკვეთილი მიხეილ სააკაშვილის მიერ და ეს მან თავად თქვა, როდესაც იყო პრეზიდენტი, რომ მის დაკვეთას ასრულებდა გიორგი ბარამიძე და სპეცდანიშნულების რაზმი, ეს ამდენი ადამიანი 2004 წლის 24 მარტს, დილაუთენია ჩასახოცად გაიმეტეს. ეს დღეს თვითონ თქვეს ახალგაზრდებმა – ბატონმა გიორგიმაც და ქალბატონმა ლედიმაც, რომლებიც ჩვენი მომავალი თაობაა, რომ თუკი მათი ბიძის, ომეხი აფრასიძის მიმართ არსებობდა რაიმე კითხვებიო და მე ვიტყოდი, რომ კითხვები არსებობდა, მაშინ ამისთვის არსებობს კანონი, ამისთვის არსებობს პროცედურა. მე შემიძლია, დავადასტურო და ჩემნაირ ბევრ ადამიანს, ვინც იმ კუთხესთან ცოტა შეხებაში არის, შეუძლია, დაადასტუროს, რომ ეს ადამიანი თავისუფლად დადიოდა მესტიის მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ქუჩაში, ნებისმიერ ორღობეში და ჩამოდიოდა სვანეთიდან ბარშიც. ამიტომ, მისი დაკავება, აყვანას რომ ვეძახით, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა გიორგი ბარამიძისა და მისი ხელქვეითებისათვის, მაგრამ აირჩიეს ის ფორმა, რომ ეს ოჯახი ადგილზე, სამაგალითოდ, ბავშვებიანად უნდა ჩაეხოცათ. საყოველთაოდ ცნობილი და დადგენილი ფაქტია და დღეს ახალგაზრდებმა, რომლებიც იმ დროს 7 და 12 წლის იყვნენ, დაადასტურეს, რომ როდესაც ბავშვები და ქალები კიოდნენ, რადგან ცეცხლის წვიმა მოდიოდა მათ თავზე, საწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც მეტად კიოდნენ, მით მეტი იყო ცეცხლი და ერთ-ერთ მომენტში, ეს ფაქტებით და მტკიცებულებებით არის გამყარებული, რომ ბებიამ რძალს უთხრა და ბავშვებს უთხრა, როგორც გამოცდილმა, ცხოვრებაში ბევრი რამ ჰქონდა ნანახი, რომ ნუ კივითო და დღეს თქვეს, რომ მამამაც იგივე თქვაო – ნუ კივით, რადგან რომ კივით, მით უფრო მეტ ცეცხლს გვიშენენო. ძლივს გააჩუმეს ბავშვები და ქალები, რომ არ ეკივლათ. მაშინვე ცეცხლი შეწყდა. ეს რას ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მოწმე არ უნდა დარჩენილიყო იმისა, რაც მათ ჩაიდინეს. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ეს ბავშვები გადარჩნენ, ეს ბავშვები გაიზარდნენ, ამ ბავშვებმა უამრავი სიდუხჭირის და სირთულის მიუხედავად, როცა ოჯახის ყველა მამაკაცი იყო ციხეში და წამების ქვეშ ჰყავდათ, განათლებაც მიიღეს და დღეს ჩვენ ვიხილეთ ორი საამაყო ახალგაზრდა სხდომაზე წარმოდგენილი, რომლებიც რეალურად სააკაშვილისთვის არიან განაჩენიც და სასჯელიც. სააკაშვილმა ეს ბავშვები 7 და 12 წლის ასაკში სასიკვდილოდ, ჩასახოცად გაიმეტა. ეს ახალგაზრდები ცოცხლები არიან და უფრო დიდხანს იქნებიან რა საკვირველია და უფრო წარმატებული იქნებიან, ვიდრე სააკაშვილს როდესმე დაესიზმრებოდა. ეს არის ჩემი რეპლიკა და რასაც ვფიქრობ კიდეც, რომ სწორედ ასეთი, იმ რეჟიმის გადარჩენილი მსხვერპლი არიან სააკაშვილისთვის უპირველესი სასჯელი“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ჩვენი მიზანია, სააკაშვილი და მისი ეს ბანდა და ასევე, ისეთი რეკეტირები, როგორებიც იყვნენ მაგალითად ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც მარჯვენა ხელი იყვნენ რეალურად, რბილ ძალას რომ ვუწოდებთ დღეს და ბევრი ადამიანის უბედურებაში აქვთ მათაც მონაწილეობა მიღებული, ასეთი ადამიანების ადგილი აღარ იყოს პოლიტიკაში. მიზანია, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ წავა არჩევნების გზით ხელისუფლებიდან, „ქართული ოცნების“ ადგილი დაიკავოს უკეთესმა ძალამ, უფრო ახალგაზრდა ძალამ, სუფთა ძალამ, უფრო ძლიერმა და უფრო მომზადებულმა თანამედროვე ცხოვრებისთვის, რადგან დრო გადის და დრო თავისას მოითხოვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩაასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. წაიკითხეთ სრულად

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე...

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები