ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

თეა წულუკიანი: სცენარი არის ერთი და იგივე – როდესაც ხელისუფლებაში მოსასვლელად ოპოზიციას ხალხი არ ირჩევს, ისინი დახმარებას ქვეყნის გარეთ ეძებენ

სცენარი არის ერთი და იგივე. როდესაც ოპოზიციას განურჩევლად იმისა, რა ერქვა წარსულში, რა ჰქვია დღეს და როგორი კონფიგურაციით არის, არ ირჩევს ხელისუფლებაში მოსასვლელად ხალხი, ისინი დახმარებას ეძებენ ქვეყნის გარეთ იმ კონკრეტულ ძალებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილნი ქართველი ხალხის და მათი სამშობლოს მიმართ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლებას ჩამოაშორონ ძალა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც გაბედა და პირველმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაძლო ხელისუფლებაში საკმაოდ დიდხანს და ხმამაღლა თქვა, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

თუკი ორგანიზაციას ავიღებთ ევროკავშირის სახით და არა რომელიმე კონკრეტულ ევროპულ ქვეყანას, მას აქვს ძალიან ღრმა კრიზისი, პოლიტიკური და მორალურიც. მორალური იმდენად, რამდენადაც მე და ჩემნაირ ევროპაში სკოლა და უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანებს გვგონია, რომ ეს ის ევროკავშირი არ არის, რისკენაც დამფუძნებელი მამები მიისწრაფოდნენ თავის დროზე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დიდი იდეალების და იმედების გარშემო გააერთიანეს საკუთარი ძალები.

თუ ავიღებთ წამყვან ქვეყნებს, იმ წევრ სახელმწიფოებს, რომელთა გარეშეც არ არსებობს ევროკავშირი, ამ ქვეყნებშიც ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის თვალსაჩინო ნიშნები არის უკვე სახეზე.

როდესაც მე ვესაუბრები ჩემს ყოფილ ჯგუფელებს, რომლებიც დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები არიან დღეს და ვუხსნი, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელი ესა თუ ის ელჩი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ამბობენ, რატომ აქცევთ ყურადღებას ამ კონკრეტულ ადამიანს, რადგან მას საერთოდ არა აქვს ჩვენთან კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტში დიდი წონა და ავტორიტეტი.

სალომე ზურაბიშვილის პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე იმ ოპოზიციის, რომელიც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და ბრაზდება, რომ დამარცხდა. ისინი რეალურად „ქართულ ოცნებაზე“ კი არ ბრაზობენ, ისინი ბრაზობენ საკუთარ ხალხზე. ხალხს არავინ არ უნდა უბრაზდებოდეს, რადგან ხალხი თავისუფალია თავის არჩევანში. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში უფრო მძიმეა, ვინაიდან ის გაზრდილია ნოსტალგიაში, იმ იდეით, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდება და გადაარჩენს საქართველოს. ის ნამდვილად დაბრუნდა და საქართველოს გადარჩენის ნაცვლად მოუტანა ძალიან ბევრი პრობლემა.

ეს არის პრეზიდენტი, რომელმაც თავისი წარმოშობის ქვეყნისთვის სიკეთის მოტანის ნაცვლად გაუკეთა ძალიან დიდი და ბევრი ბოროტება. მე იმედი მაქვს მან იცის, რომ ის ვერ შევა უახლესი ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორც დადებითი ფიგურა და სამწუხაროა ისიც მისთვის, რომ თავის დროზე სასურველ ქვეყანას დატოვებს როგორც დამარცხებული, რომლის შესახებაც ჩვენ გვემახსოვრება მხოლოდ ის, რომ მან თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მობილიზაცია გაუკეთა უცხოურ ძალებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – ირანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს აშშ-თვის, ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას

ირანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის, ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.რუბიოს თქმით, ირანი აქტიურად მუშაობს ისეთი შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების განვითარებაზე, რომლებმაც შესაძლოა, კონტინენტურ ამერიკასაც მიაღწიოს.„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ის ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ მინდა, გაიგოთ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ირანი ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. ისინი ამჟამად არ ამდიდრებენ, მაგრამ ცდილობენ, მიაღწიონ იმ წერტილს, სადაც საბოლოოდ შეძლებენ. ირანს აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები, განსაკუთრებით მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ბაზებს რეგიონში და ჩვენს პარტნიორებს რეგიონში. მათ ასევე აქვთ საზღვაო აქტივები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზღვაო გადაზიდვებს და ცდილობენ, საფრთხე შეუქმნან აშშ-ის საზღვაო ძალებს. ამიტომ, მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ბირთვული პროგრამის გარდა, მათ აქვთ ეს ჩვეულებრივი იარაღი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ამერიკაზე თავდასხმისთვის და ამერიკელებზე თავდასხმისთვის, თუ ისინი ამას გადაწყვეტენ. ეს საკითხები უნდა გადაიჭრას. ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ძირითადად ბირთვულ პროგრამაზე იქნება ორიენტირებული და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ირანი უარს ამბობს ჩვენთან ან ვინმესთან ბალისტიკურ რაკეტებზე საუბარზე. და ეს დიდი პრობლემაა. ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, მაგრამ უკვე ახლა მათ აქვთ რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის ინტერესებს. ჩვენ ამას სერიოზულ საფრთხედ მივიჩნევთ შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა რუბიომ.

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.„ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია. 2007 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირი იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე, ამის ფონზე „იმედს“ არ შეუწყვეტია თავისუფალი სიტყვის, სიმართლის მიწოდება ჩვენი ხალხისათვის და მსგავსი ტიპის გაუფასურებული ინსტრუმენტი, რაც ე.წ. სანქციები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა გაჩერდეს”, - განუცხადა „ქრონიკას“ ლაშხმა.დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და...

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.„იქიდან, რომ დღეს ტელეკომპანია „იმედი“ პირველ რიგში და ტელეკომპანია „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს და რამდენად სჯერა ქართველ ხალხს სიმართლის. ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში. თუმცა, ამ შემთხვევაში ისინი შედეგს ვერ მოაღწევენ იმიტომ, რომ ხალხის ნდობას წინ ვერაფერი დაუდგება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.„დღეს ჟენევაში მივდივარ აშშ-ის გუნდთან ჩვენი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩასატარებლად. ბოლო შეხვედრაზე გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ შევძელით გარკვეული ურთიერთგაგების პოვნა და ვფიქრობ, ამ ურთიერთგაგების საფუძველზე შეგვიძლია, შევქმნათ რაღაც, შეთანხმების სახით. ვფიქრობ, სამართლიანი, დაბალანსებული გარიგების მიღწევა შესაძლებელია. მზად ვართ, ვუპასუხოთ კითხვებს, მაგრამ არ ვართ მზად, უარი ვთქვათ ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების უფლებაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, რასაც ვითხოვთ. მჯერა, რომ ჟენევაში არსებობს შესაძლებლობა, მივაღწიოთ შეთანხმებულ გადაწყვეტას, რომელიც იქნება სამართლიანი და დაბალანსებული“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.ცნობისთვის, დღეს აშშ-ის და ირანის დელეგაციები ჟენევაში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ.

მარკო რუბიო – უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს

უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.„ადმინისტრაცია აგრძელებს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასული წლის ბოლოს დამატებითი სანქციები დააწესა მათ ნავთობკომპანია „როსნეფტზე“. ადმინისტრაცია აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის გაყიდვას. ჩვენ არ ვყიდით რუსეთისთვის იარაღს და არ ვუწესებთ სანქციებს უკრაინას. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ან ერთადერთი სუბიექტი პლანეტაზე, რომელმაც შეძლო რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლების ერთ მაგიდასთან დასხდომა და ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოოდ უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი მოლაპარაკებების გზით მოგვარდება. ახლა ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს. თუ ჩვენ როლს დავკარგავთ, სხვა ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას. ამის მიუხედავად, მჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტის მოთმინება უსაზღვროა? არა. მაგრამ არ ვაპირებ თქვენთვის ვიწინასწარმეტყველო, როდის ამოიწურება. შემიძლია, გითხრათ და ვფიქრობ, თქვენც გსმენიათ, რომ ის იმედგაცრუებულია, რომ ეს არ დასრულებულა, რადგან ის ამას სრულიად სულელურ და უაზრო ომად მიიჩნევს“, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები