პარასკევი, აპრილი 3, 2026

თეა წულუკიანი: სიტუაცია დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ. მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა, ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა

ვინაიდან ეს იყო პირველი და შემდგომ იგეგმება დიალოგის გაგრძელება, მთავარი მაინც ამ შემთხვევაში არის ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, იდეა წარმოადგინა ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, რომ ეს სიტუაცია დამშვიდებისკენ წავიდეს. მართლაც დამშვიდების დროა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, საჭიროა საგნობრივი დისკუსია ახალგაზრდებთან.

„მუდმივად ასეთ ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში ნებისმიერი ადამიანისთვის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იქნება თუ ჩვენი ამომრჩეველი, რთულია. ოჯახებშიც არის განსხვავებული აზრები, ერთმანეთს უპირისპირდებიან ოჯახის წევრები, მეგობრები გაუუცხოვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ჩვენ დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ სიტუაცია. მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა. ქართული ოცნების ხელისუფლების უკანონო, ქუჩით ჩამოშორების ეს მცდელობა არ გულისხმობდა მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ჩართულობას. აქ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები, რომლებსაც კავშირი არ აქვთ პარტიებთან, ზოგს აქვს, მაგრამ არიან ბევრი, ვისაც არ აქვთ კავშირი პარტიებთან და ასეთ ახალგაზრდებთან, მე მჯერა, რომ საგნობრივი დისკუსია საჭიროა, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალია. საინტერესო იქნებოდა გაგვეგო რა იციან მათ იმის შესახებ თუ რის ფასად და როგორ იყო მიღწეული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. საინტერესო იქნებოდა დისკუსიის ფარგლებში გამოგვერკვია, რაც იციან ახლა მოქმედი ხელისუფლების შესახებ. მათ აქვთ ჩვენს მიმართ ბრაზი და ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი. ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ ქართულმა ოცნებამ ჯერჯერობით ვერ შევძელით განათლების სისტემაში ფუნდამენტური საფუძველი ღირებულებებისა გაჯდეს და დავამკვიდროთ. ამიტომ ამ ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა. იმის თქმა, რომ შენ რადგან ქუჩაში ხარ, ნაცი ხარ, არ მგონია სწორი, უბრალოდ არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ გაიგეს რაღაცები, ან არ ახსოვთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი ირანის ხიდზე აფეთქების ვიდეოს აქვეყნებს – დროა ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის, სანამ არაფერი დარჩება იმისგან, რაც ჯერ კიდევ...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ირანში ხიდზე აფეთქებები ჩანს და განაცხადა, რომ „კიდევ უფრო მეტი მოჰყვება“.მან დასძინა, რომ ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, სანამ ძალიან გვიანი არ არის.“ირანის ყველაზე დიდი ხიდი ჩამოინგრა და ვეღარასდროს გამოიყენებენ - კიდევ უფრო მეტი მოჰყვება! დროა ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის და სანამ არაფერი დარჩება იმისგან, რაც ჯერ კიდევ შეიძლება იქცეს დიად ქვეყნად!” - წერს ტრამპი.ირანული მედიის ცნობით, თეირანის მახლობლად მდებარე მთავარ ხიდზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.როგორც დასავლური მედია წერს, გაურკვეველია, დარტყმა ისრაელმა დაიწყო თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელს ძალაუფლების ცენტრალიზაცია სურს, ჩვენ უფრო ძლიერი ერები გვინდა, ევროპა სუვერენული სახელმწიფოების ერთად მუშაობით აშენდა, პატრიოტები, ამას აღვადგენთ

ბრიუსელს სჯერა, რომ რაც მეტი ძალაუფლება ექნებათ, მით უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, თუ რა გააკეთონ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს.მისი თქმით, ბრიუსელის ხედვა არასწორია, რადგან ევროპა სუვერენული სახელმწიფოების ერთად მუშაობით აშენდა და არა იმპერიების მშენებლობაზე.ორბანი ასევე აცხადებს, რომ ევროპელი პატრიოტები სახელმწიფოს სუვერენიტეტს აღადგენენ.„ისინი ფიქრობენ, რომ ევროპა გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მეტი და მეტი ძალა ექნება, თუ კონკურენტუნარიანობასა და ავტორიტეტს წაართმევენ მის წევრ ქვეყნებს და ის ბრიუსელის ცენტრში გადავა. ეს მოიცავს ეკონომიკას, ახლა განათლებასაც და ჯანდაცვასაც. ბრიუსელს სჯერა, რომ რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნებათ, მით უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, თუ რა გააკეთონ. ბრიუსელს ძალაუფლების ცენტრალიზაცია სურს. ჩვენ უფრო ძლიერი ერები გვინდა. ევროპა სუვერენული სახელმწიფოების ერთად მუშაობით აშენდა და არა იმპერიების მშენებლობაზე. ჩვენ, პატრიოტები, ამას აღვადგენთ”,- აცხადებს ორბანი. 

რა მოსდის პროდუქტებს, როცა მაცივარში ცელოფნის პარკით ინახავთ – კვლევა

ხშირად ადამიანები ყიდულობენ საკვების მარაგს, მაგრამ საბოლოოდ ყრიან, რადგანაც უფუჭდებათ.მაცივრის გარეთ უნდა შეინახოთ:კარტოფილი, ზეითუნის ზეთი, ბანანი, პური, ვაშლი, ციტრუსი, ავოკადო, ეგზოტიკური ხილი, ნიორი და ხახვი, პომიდორი, გოგრა, შოკოლადი, თაფლი, გაუხსნელი კონსერვი. გარდა ამისა, აუცილებელია საკვების ან მზა კერძების სწორად შეფუთვა.შენახვის ყველაზე მავნე მეთოდი ცელოფანის პარკებია. მის ქვეშ კონდენსანტი ძალიან სწრაფად წარმოიქმნება, ამიტომ ბოსტნეული იწყებს ლპობას, ყველი სველდება და ხორცპროდუქტებზე იქმნება ლორწოვანი აპკი.ცელოფანი მხოლოდ დროებით დააფარეთ კონტეინერებს მზა კერძებით, რომელთა ჭამას აპირებთ შემდეგ კვებაზე.ბოსტნეული პარკის გარეშე შეინახეთ პლასტმასის სათავსოში ანტიბაქტერიული ხალიჩით,მოათავსეთ მწვანილი წყალთან ერთად კონტეინერში,ძეხვეული ან ყველი შეფუთეთ პერგამენტის ქაღალდში,თევზი ან ხორცი შეფუთეთ ფოლგაში.მზა კერძები ან გახსნილი კონსერვები მოათავსეთ მინის ჭურჭელში, რძე კი შუშის ქილებში ან ბოთლებში.მძაფრი სუნის პროდუქტები, ან ისეთი საკვები, რომელიც შთანთქავს სუნს, არ უნდა განთავსდეს ერთმანეთთან ახლოს. გარდა ამისა, ნაწლავური ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უმი თევზი, ხორცი და უკვე მოხარშული კერძები ახლოს არ უნდა ინახებოდეს.

თეთრი სახლი – აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.მათივე ცნობით, ექვსი უკრაინელი არასრულწლოვანი, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, უკრაინაში, მალე დაბრუნდებიან.„მსოფლიოს ამ რეგიონში ბავშვების საყვარელ ადამიანებთან გაერთიანება დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ საკითხად რჩება. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ერთგული რჩება მუდმივი თანამშრომლობისაკენ“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.თეთრი სახლის ცნობით, პირველი ლედი მელანია ტრამპი და მისი წარმომადგენელი კვლავ ჩართულნი არიან რუსეთთან და უკრაინასთან ერთად მუშაობაში, რათა აღმოაჩინონ და გააერთიანონ ის პირები, რომლებიც მიმდინარე ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული გახდნენ.ამასთან, 2025 წლის აგვისტოში მელანია ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „მშვიდობის წერილი“ მისწერა, რომელშიც მას გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. დონალდ ტრამპმა წერილი კრემლის ლიდერს ალასკის სამიტამდე გადასცა.

კალათბურთის მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ტომარაძის გარდაცვალების გამო.ზურაბ ტომარაძე გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წამყვანი ქართული გუნდების მწვრთნელი. მისი ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული კალათბურთთან და მოპოვებულ ტიტულებთან და პრიზებთან ერთად ზურაბ ტომარაძის დამსახურება დამოუკიდებელი საქართველოსთვის თაობების აღზრდაა.

ბოლო სიახლეები