ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025

თეა წულუკიანი – საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ფაქტებით ნათქვამია, რომ „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში შესწავლილია და ფაქტებით, ინფორმაციებით ნათქვამია, რომ „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, „2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ“.

„დასკვნაში წერია, რომ ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება და ის არც არავის არ გადაუყენებია, თუ არ ჩავთვლით აქ მდგარ ჩაის სმას. ასევე, დასკვნაში ნათქვამია, რომ ახლად არჩეული პარლამენტი შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოიჭრნენ ე.წ. რევოლუციონერები ამ დარბაზში და მაინც ძველი პარლამენტით იქნა საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელებული. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ანუ, საკითხები არის დაყენებული, რაც არ არის უბრალო საქმე ისტორიისთვის და შემდეგ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად იკვლიოს, ძალიან კარგი იქნებოდა. აქაც მეცნიერების და ისტორიკოსების როლი იქნებოდა გადამწყვეტი, რადგან თქვენ იცით და ასევე დასკვნაში წერია, რომ 2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ და ძალაუფლება მან ხელში ჩაიგდო უკვე კანონის საფუძველზე. ეს ყველაფერი დასკვნაში არის და, მათ შორის, უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ახსნილია, რატომ ჩავთვალეთ, რომ „ვარდების რევოლუცია“ რეალურად სახელმწიფო გადატრიალება იყო. ასევე, ფაქტებზე დაფუძნებით ნათქვამია, მათ შორის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაა მოყვანილი, რომ „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ცესკო-მ, რომელსაც მაშინ ბატონი ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა, ისე შეაჯამა არჩევნების შედეგები, რომ 2 კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებული არ იყო. თქვენ ალბათ არც კი გინდათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა, დღეს რომ ეს რომელიმე ჩვენგანს გაებედა ქართველი ხალხისთვის. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ასევე წერია, რომ ცესკო-ს ასეთი თავმჯდომარე ჭიაბერაშვილი მანამდე „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილე პირი იყო, ვინაიდან „ისფედს“ ხელმძღვანელობდა და სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგად დაიწყო რევოლუციური და გადატრიალების პროცესები.

ასევე, ჩვენ მოვუსმინეთ – მინდა, მის ხსოვნას პატივი მივაგო – ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელმაც ისაუბრა სწორედ 2008 წლის გაყალბებულ არჩევნებზე. არის საკითხები დაყენებული, მოხსენიებულია, მაგრამ ბოლომდე ნაკვლევი ვერ იქნებოდა, რადგან სცილდებოდა ჩვენი უფლებამოსილების და ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებს, თუმცა გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.„მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი კვდება. ამერიკელები არ კვდებიან, ისინი რუსები და უკრაინელები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ პრეზიდენტ პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ყველაფერს გააკეთებს, რათა ადამიანებს დაეხმაროს, რომ იცოცხლონ“.„მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხალხს დავეხმარო, რომ იცოცხლონ. საქმე უკრაინაში არ არის, ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებმა იცოცხლონ. ყოველკვირეულად 7 000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. ვფიქრობ, ამის შეჩერება შემიძლია და ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“, – განაცხადა ტრამპმა. 

გია ვოლსკი – დანაშაულთა ჩამონათვალის გრძელი სიაა, სტრასბურგიც გვეუბნება, რომ საქართველოში არსებობდა ისტორიის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც სადისტური მართვის მექანიზმს სისტემური ხასიათი ჰქონდა

დანაშაულებების ჩამონათვალის გრძელი სიაა. ზოგს დამატებით შესწავლა და სამართლებრივი შეფასებები სჭირდება. სტრასბურგის სასამართლოც გვეუბნება, რომ საქართველოში ისტორიის გარკვეული მონაკვეთი არსებობდა, როდესაც სადისტური მართვის მექანიზმს სისტემური ხასიათი ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, „ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვა და საერთაშორისო დონეზე მიღებულ რეზოლუციას ხელი მოაწერა“.„ჩვენი მიდგომა სხვანაირია. სტრასბურგის სასამართლო მოვიგეთ და დავამტკიცეთ, რომ რუსეთი დღემდე ოკუპაციას ეწევა. კიდევ კარგი ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, თორემ ჩვენს სამხედროებსაც ემუქრებოდათ პასუხისმგებლობა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა? – ამას სააკაშვილმა პასუხი უკვე გასცა და თქვა, რომ სააკაშვილმა კი არა, საქართველომ დაიწყო ომიო. ჩვენ საკითხს სხვანაირად ვუდგებით, წლები დაგვჭირდა, რომ ჰააგის სასამართლო მოგვეგო რუსეთთან, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გააკეთა. არსებობს იმის პერსპექტივა, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს, მათ შორის, ამ დანაშაულზე. რეალურია, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილი ამბობდა, რუსეთი არაფერ შუაშიაო. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილმა თქვა, რუსეთის საქართველოში შემოჭრა ჩვენი სამხედროების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განაპირობაო. რეალურია ისიც, რომ წლების განმავლობაში რუსეთის უპირატესობის განმტკიცებას ახდენდნენ სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეს სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ საკუთარი თავი დაეცვათ მათი შესაძლო აგრესიისგან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რეზო კიკნაძე – ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ...

ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საპატიმროდან ავრცელებს.კიკნაძე ვრცელ წერილში წერს, რომ სასამართლოსთან ერთი თხოვნა აქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებს, კონკრეტულად თქვას, ვინ რა დააშავა, „ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე“.კიკნაძე საქმის პროკურორებს „ეშმაკის პროკურორად“ მოიხსენიებს და მიმართავს: „ოდესღაც, როცა გამოვალთ ციხიდან — მზად ხართ ამისთვის, პროკურორებო?“„ანტონის რვა წელმა დამცა, ჩვენს ორ წელზე გრძნობაც არ მქონია. ორი წელი კი არა, ორი დღეც არ გვეკუთვნოდა, ამიტომ გამოდით ყველანი გარეთ. მე ოცი წელიც გავძლებ ქვეყანას თუ დასჭირდა, მაგრამ ამდენი თვითნებობის ნორმალურად აღქმა არ შეიძლება. ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე. რაც ხვალ უნდა მეთქვა, ბარემ აქ დავწერ.ერთი თხოვნა მაქვს: სასჯელს რომ გამოაცხადებთ, კონკრეტულად გვითხარით ვინ რა დავაშავეთ. ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე. ზოგადად, ვიღაცამ შენობა დააზიანა, მაღაზია ჩალეწა თუ ვინმეს რაღაც გაარტყა თავში, ეგ მე არ მეხება და სხვის დანაშაულს ჩემთან ნუ ახსენებთ. თუმცა პროტესტის უფლება ყველას აქვს და დანაშაული მხოლოდ მათ კისერზეა, ვინც ამ პროტესტს ახშობს. შესაბამისად, ჩემთვის არც ეგ ჩალეწილი შუშა და დამწვარი ნაგვის ურნაა დანაშაული, მაგრამ მე ეგეც არ ჩამიდენია - ფაქტია.სანამ დამიჭერდნენ, რამდენიმე ხნით ადრე ვუყურებდი ფილმს „ეშმაკის ადვოკატი“. ადვოკატთან ერთად განვიხილავდი ზოგად საკაცობრიო საკითხებს. დილემა მდგომარეობდა შემდეგში: კარგი ადვოკატობა და პროფესიონალიზმი გაძლევს უფლებას ბოროტმოქმედი, მკვლელი და თუნდაც ეშმაკი დაიცვა? ერთი მხრივ, შენ საკუთარ პროფესიას ემსახურები და ვალდებული ხარ პირნათლად შეასრულო შენი მოვალეობები. და როცა ერთი საქმეც არ გაქვს წაგებული და საუკეთესო ხარ, წესით კარგის მეტი ამაში არაფერი უნდა იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ შენი უმაღლესი პროფესიონალიზმის წყალობით მკვლელს გამოუშვებენ და გაამართლებენ, განა შენს სინდისზე არ იქნება ეს მკვლელობები, რასაც იმის გამო ჩაიდენს, რომ შენ მკვლელი გაამართლე?და რა შუაშია ეს ყველაფერი ჩვენთან? ჩვენი ადვოკატები, პირიქით - ეშმაკისგან დევნილებს იცავენ. აქ ადვოკატის ნაცვლად პროკურორი უნდა ჩავსვათ. ჩვენ გვყავს ეშმაკის ადვოკატები. ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო კაცმა - თუნდაც შენი სამსახური გავალებდეს? მოღალატე, სამშობლოს გამყიდველთა ინტერესებსაც უნდა წარმოადგენდე? ფილმს რომ აწი იღებდნენ, ეშმაკის პროკურორის როლს შეასრულებდა კიანუ რივზი, ჩვენი პროკურორის მაგალითზე.ახლა, როცა შენი მთავრობის ბრძანებით უდანაშაულო ხალხის დასაჭერად ყველაფერს აკეთებ და შუაზე იხევი, მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო იმ მკვლელობებზე, რომელიც ამას მოჰყვება შენ გამო? იმ ოჯახის წევრებზე, ჩვენზე ნერვიულობას რომ გადაყვებიან? მომავალში კვლავ იმ უსამართლოდ დაჭერილ ხალხზე, რომელთაც იმიტომ დაიჭერენ, რომ ასე გაუვიდათ ჩვენი დაჭერა? სამართალი არ აღსრულდა და ვიღაცამ რომ თითი დაატკაცუნოს, სასამართლოც კი ამ თითის დატკაცუნებაზე ამუშავდა. პატიოსანი და ცხოვრებაში კანონდარღვევა რომ არ ჰქონია, ასეთი ადამიანების გაბოროტებას რა შედეგი მოჰყვება? ოდესღაც, როცა გამოვალთ ციხიდან — მზად ხართ ამისთვის, პროკურორებო?რის ფასად გიღირთ ეშმაკს ემსახუროთ? ერთი კარგად დაიმახსოვრეთ: ციხეს ორი კარი აქვს და იქიდან ისეთი აღარ გამოდის ადამიანი, როგორიც შევიდა, მაგრამ გამოდის.ვაჟა, რომ გიყურებ, დოსტოევსკის ერთ-ერთ ნაწარმოებს მაგონებ, შინაარსით არა, უფრო სათაურით. აწი რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენ მთელი ცხოვრება დარჩებით ეშმაკის პროკურორებად. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, უბრალოდ იფიქრეთ ჩვენს მშობლებზე და ოჯახის წევრებზე. ბოლოს მინდოდა დამესრულებინა იმით, რომ აფხაზეთი საქართველოა და სამაჩაბლოც საქართველო.ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჯგუფურობა წერია ჩვენს ბრალში, თუნდაც გადაკვალიფიცირებულში. განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ. როგორ შეხვდა ჯავახა თავის განაჩენს? საკანში რომ შემოვიდა, ოლე ოლა ვიმღერეთ”, - წერს რეზო კიკნაძე.

ზურიკო დავითაშვილი – მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგება და ვეცდებით, იმედები არ გავუცრუოთ

ზურიკო დავითაშვილმა თურქეთსა და ბულგარეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადებასა და მოლოდინებზე ისაუბრა.„ყოველთვის ველოდებით სანაკრებო პაუზას. ერთმანეთის ნახვა და საქართველოში თამაში ძალიან გვიხარია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მაქსიმალურად მომზადებული ვართ. მაღალი დონის მეტოქეები გვყავს და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. მაყურებელთან ერთად, თავს არ დავზოგავთ. მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგება და ვეცდებით, ქომაგებს იმედი არ გავუცრუოთ.თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან რთული თამაში გველის. მოლოდინი გაზრდილია. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ვარჯიშებზე, მოედანზე უნდა გადავიტანოთ და სასურველ შედეგს მივიღებთ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ტყიბულქალაქობა და მეშახტის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ქალაქი სადღესასწაულოდ მოირთო, მოეწყო ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილებისა და ხილის კუთხეები, საბავშვო, გასართობი და სპორტული აქტივობები. ინტელექტუალური სპორტის მოყვარულთათვის გაიხსნა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ტყიბული-2025“. მოგვიანებით, ცენტრელური ხელისუფლების, მხარისა და ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლებმა ახალი ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის შენობა და მუნიციპალური ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის რეაბილიტაციის პროცესს.ტყიბულქალაქობის ღონისძიებები ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტთა ანსამბლი ,,სულიკო“ წარდგა. გაიმართა ტყიბულის საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოების ცერემონია. საღამო კი, პოპულარული და ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი „ურსას“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.

ბოლო სიახლეები