სამშაბათი, მაისი 13, 2025

თეა წულუკიანი – როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ, შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი ცოტა არ იყოს უხერხულია

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 10 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მაშინდელი მთავარსარდლის ამ ბრძანების დედანი არ შეინახეს, ამიტომ მოიპოვეს დოკუმენტის ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. „10 აგვისტოს დილით ჯარი რა თქმა უნდა დაემორჩილა მთავარსარდალს. მთავარსარდლის ეს ბრძანება, დედანი არ შეინახეს, ალბათ ასე მოაწერა ხელი, თან არ ვიცი რაზე ფიქრობდა და მერე სადღაც გაიბნა თუ დაიკარგა. ეს ხომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა – რატომ? იმიტომ რომ ისინი ზედაპირულები იყვნენ და არა ის კორიფეები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, ამიტომ ჩვენ მოგვიწია, იმიტომ რომ სააკაშვილის ეს ბრძანება იყო ძალიან დიდი მტკიცებულება ჩემთვის, იმისათვის რომ რუსეთი რომელიც ამტკიცებდა, რომ შენ 10-ში კი არ შეწყვიტე ომი, არამედ შენ ომობდი 11-შიც, 12-შიც, ისკანდერი კი არ ჩამოვაგდე, მაგრამ გორში იმიტომ ვიყავი რომ შენ შენივე მოსახლეობას ებრძოდი და მე ვიცავდი, ამ დონის ცინიზმამდე ვიყავით, რომ რუსეთი გვიმტკიცებდა, რომ თქვენს მოსახლეობას მე ვიცავდი თქვენგანო. სტრასბურგშიც იმეორებდა და ეს გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი აცხადებს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ ქართველ სამოქალაქო პირებს მე ვიცავდიო, კი არ ვაწამებდიო. ამიტომ გვჭირდებოდა მთავარსარდლის ეს ბრძანება, რომ დოკუმენტურად დაგვემტკიცებინა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ. დედანს რომ ვეძებდით, ვწვალობდით, ამას სხვა სიტყვა არ ქვია სააკაშვილს კი არ ვიცავდით, ჩვენ ვიცავდით ჩვენი ჯარის სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მაგრამ მათ რაკი თვითონ არ აქვთ არანაირი ღირსება, თორემ როგორ შეიძლება, აღმაშენებლის ქვეყანაში, იმ ქალების და კაცების ქვეყანაში, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ მტერი რომ შემოდიოდა, თვითმფრინავის ხმაზე ძირს ფორთხვა დაიწყო. ჩვენ ეს სირცხვილი მან ხომ გვაჭამა და მართლა გვაჭამა ეს სირცხვილი. როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ და შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი ელემენტარულად ეს ცოტა არ იყოს უხერხულია, ამიტომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს დოკუმენტი ოღონდ ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ასლი თქვენ იცით არ არის მტკიცებულება და ჩვენ ასე ვთქვათ გამოვიყენეთ, საქმეს რომ აწარმოებ ყველა ხერხს მიმართავ, ამას ქვია საქმის დაცვის სტრატეგია და ტაქტიკა და ეს ასლი და პლიუს თვითონ სააკაშვილის ბრძანება, ალასანია იყენებდა ჩურკინთან პაექრობაში გაეროში და ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დავდეთ და ვთქვით, რომ ეს ასლი კი არის, მაგრამ ნამდვილად არსებობდა და ელჩი ალასანიას ვიდეო წარვადგინეთ, რომელიც ჩურკინს ამ ბრძანებას საყვედურობს და ეუბნება, რომ ჩვენ აღარ ვომობთ და რატომ აგრძლებ თავდასხმას, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მტკიცებულების ისტორია, ასე იყო თითოეულ მტკიცებულებაზე“ – იხსენებს თეა წულუკიანი. რაც შეეხება ისკანდერის თემას, მისი თქმით, ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან. „თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ბრჭყალებში კორიფეები – დიდი ბურჯალიანები, დიდი გვარამიები და ასე შემდეგ, აგვისტოს ომი დასრულდა და ეს ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან. არც მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, არც ის გაფორმდა, რომ ერთი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან და დანარჩენი რაც დარჩა აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევები სად შეინახეს. როცა კორიფე იურისტი ხარ, ელემენტარული თემაა, რომ ეს ნამსხვრევები ამოიღო, დაალაგო და შეინახო, ეს არაფერი გაკეთებული არ იყო. პროკურატურასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყვნენ ადამიანები, ვისაც ქონდა ინსტიტუციური მეხსიერება ჩვენ მივმართავდით ყოფილ თანამშრომლებსაც, იმიტომ რომ ყოფილი თანამშრომლები იყვნენ სამშობლოს საჯარო მოხელეები, უბრალოდ ეხლა სხვაგან არიან, ისინიც კი გვეხმარებოდნენ და როგორღაც ერთ მშვენიერ დღეს გათენდა ბედნიერი დღე და გვითხრეს, რომ მე მგონი ისკანდერის ნამსხვრევები, რაც საქართველოში შემორჩა, რომელიღაც ანგარში დაყარეს ესე უპატრონოდ. აი, იმ კორიფეებმა რომელიც სააკაშვილი კიევიდან ენაწყლიანობდა და გუშინ გვარამია ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაში. მათ სწორედ ეს ისკანდერები ასე დაყარეს, მაგრამ გარბოდნენ და დაყრიდნენ აბა რას იზამდნენ? მართლაც აღმოჩნდა, რომ ეს ისკანდერის ის ნამტვრევებია და ამით დავიწყეთ ჩვენ რუსეთის ცინიზმის გაბათილება სტრასბურგში, რომელიც ჩვენს მხარეს, იუსტიციის სამინისტროს, ასე ვიტყვი ნუ ეწყინებათ გოგო-ბიჭებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ამ საქმეს იქ იცავდნენ ეუბნებოდნენ, რომ ეს რაც თქვენ გაქვთ ეს ფოტოშოფია, ჩვენ ჰოლანდიელი ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზეც ვაპელირებდით და გვქონდა ჰოლანდიური დოკუმენტებიც, ისინი ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი თქვენ შეთანხმდით და ფოტოშოფია, დამონტაჟებულია – ამას სჭირდებოდა გაბათილება, რა არ უნდა აბსურდულადაც ჟღერდეს, მაგრამ სჭირდებოდა გაბათილება“ – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, საომარი მოქმედებები დასრულებული იყო, ამიტომ იყო სააკაშვილი ბრძანება 10 აგვისტოს გამომყავს ჯარი და შემდეგ ეს ისკანდერი, ეს იყო ჩვეულებრივი გამოცდა. „ამის შემდეგ ვეძებთ უკვე ისკანდერის იმ ნაწილს, რომელზეც სერია უნდა იყოს. დავით ბაქრაძეს ჩვენ ელჩს ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებში და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი მადლობა ასევე, რომლებიც დაგვეხმარნენ მოლაპარაკების წარმოებაში და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხელშეწყობით მოვიძიეთ და დავაბრუნეთ ეს 800 კგ ტვირთი საქართველოში. ამით დაინგრა მთლიანად რუსეთის ეს ნარატივი, რომ ისკანდერი გორში არ ჩამოვარდნილა და იმ ნოტაში, რომელიც მოყვა ამ ჭურვს თან იმიტომ, რომ უკან დაბრუნებისას რა თქმა უნდა, ჩვენ მიღება-ჩაბარება გავაფორმეთ, იქ წერია, რომ ეს არის ტვირთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, ამიტომ იმას ვერ იტყვიან, რომ გვქონდა და ვმალავდით. შესაბამისად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის იყო სამარცხვინოდ ნაწარმოები. ჩვენი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის სიმართლის და ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცება სტრასბურგში და ეს ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან, ოფიცრებმა ყველამ, რაც არ უნდა იყოს მათი ჩინი, რომ ჩვენ ვიბრძოდით მათი სიმართლის სამტკიცებლად და იმის საჩვენებლად, რომ დიახ სოფრომაძე აწამეს და მოკლეს, ანწუხელიძე აწამეს და მოკლეს სწორედ რუსებმა და არა ასე ვთქვათ ვიღაც წარმონაქმნებმა თვითაღიარებულმა და ხუბულური, რომელსაც უძახეს მოღალატე ხარო, სამაგალითოდ დასაჯეს და წაართვეს სიცოცხლე და არაერთი სამხედრო ტყვე, რომელიც აწამეს იმ 33 მოწმეს შორის იყო რომელიც ჩავიდა და სტრასბურგში მოსამართლეებს აძლევდა ჩვენებას“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს

სამშაბათს, 13 მაისს, პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ ფრანგ მსახიობს, 2021 წელს ფილმის გადაღების დროს, ორი ქალის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. 76 წლის ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. დაცვის მხარემ უკვე განაცხადა, რომ მსახიობი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.პარიზის სასამართლომ მსახიობი ჯერარ დეპარდიე ორი ქალის, ამელიეს (ამჟამად - 54 წლის) და 34 წლის სარას (ფიქტიური სახელი) სექსუალურ შევიწროებაში ცნო დამნაშავედ. ისინი ჟან ბეკერის ფილმის, „მწვანე ჟალუზების“ გადასაღებ მოედანზე, შესაბამისად, დეკორატორად და რეჟისორის ასისტენტად მუშაობდნენ. ფილმი 2021 წელს გადაიღეს. ამელიემ სასამართლოს განუცხადა, რომ მსახიობი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ეხებოდა, ფეხებზე ხელს უსვამდა და სექსუალური სიტყვებით მიმართავდა. „ის ყველგან მეხებოდა, მათ შორის მკერდზეც (...), მე შეშინებული ვიყავი, ის კი იცინოდა“, - თქვა მან. ეს არის მოძრაობა #MeToo ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე საფრანგეთში, რაც დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ სკანდელი ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ფიგურას ეხება. დეპარდიემ სასამართლო პროცესზე თავი უდანაშაულოდ მიიჩნია, მაგრამ მოსამართლე ტიერი დონარმა ჩათვალა, რომ ფრანგი მსახიობის მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელი იყო. 18-თვიან პირობით პატიმრობასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპარდიე შეიყვანეს სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში, პროკურატურის მოთხოვნით კი, მსახიობს ორი წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. თუმცა, დაცვის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ ჟერარ დეპარდიე ყველა ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორ ავარჩიოთ ყველაზე გემრიელი და მწიფე მარწყვი

მარწყვის სეზონი ძალაში შედის. ადგილობრივი კენკრა, როგორც წესი, გემოთი იმპორტირებულზე უკეთესია, რადგან მას მწიფე მდგომარეობაში კრეფენ, უცხოური მარწყვისგან განსხვავებით, რომელსაც უკეთესად ტრანსპორტირებისთვის უმწიფარი სახით კრეფენ. საბოლოო ჯამში, ეს უარყოფითად მოქმედებს გემოზე. თუმცა, შეძენისას ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი ფერი, ფორმა, სუნი და გარეგნობა.როგორი უნდა იყოს გემრიელი და მწიფე მარწყვი მარწყვის არჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის „კუდს“. კენკრის ძირში ფოთლების მწვანე როზეტი მისი სიახლის მაჩვენებელია. დიდი ხნის განმავლობაში და არასწორად შენახვის შემთხვევაში, ის ჭკნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის დაბერებული კენკრაა.იდეალური მარწყვი არის მშრალი, გლუვი ზედაპირის მქონე კენკრა, დაზიანების ან ლაქების ნიშნების გარეშე. არ უნდა იყიდოთ მარწყვი, რომელიც სველია ან, პირიქით, ძალიან მშრალად გამოიყურება, ასევე კენკრა ჩაღრმავებებით, ან ობის მქონე. მწიფე მარწყვს აქვს მდიდარი და ერთგვაროვანი ფერი. თუ კენკრას თეთრი ან მომწვანო უბნები აქვს, განსაკუთრებით წვერთან, სავარაუდოდ, ის ჯერ არ არის მწიფე და მჟავე იქნება.„ასევე, ყიდვამდე ღირს ხილის ფორმისა და ზომის დათვალიერება - დახლზე ყველა კენკრა დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველა ერთი და იგივე კლასისაა და გაყიდვამდე რამდენჯერმე არ გადაურჩევიათ.

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის მაშინვე ყველაფერს წააგებს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთში სანქციების არ უნდა ეშინოდეთ, თუმცა საჭიროა ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„არ უნდა გვეშინოდეს. ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის ეგრევე ყველაფერს წააგებს. თუმცა აუცილებლად საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება და საჭიროა, იყო მზად ჩვენი შესაძლო მომავალი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებებისთვის. ისინი საკუთარი თავის საზიანოდვე ბევრ რამეს აკეთებენ. გგონია, რომ ამას და ამას ნამდვილად არ გააკეთებენ, რადგან ეს მათ აზიანებთ. თუმცა მაინც აკეთებენ, იდიოტები… ამიტომ, რა თქმა უნდა, სულ მცირე მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენთვის ნეგატიური შედეგები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას.

გიორგი ხოჭავა: შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და 3 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ...

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა და სამმართველოში, შემდგომ კი ე.წ. კაპეზეზე წამების ფაქტები გაიხსენა.როგორც მან აღნიშნა, მეგის ქარდავამ დაადო თავზე იარაღი და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი  მშობლების და 14 წლის ძმის მოკვლით ემუქრებოდა. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მიმდინარეობდა მისი სხვადასხვა სახით წამება.„გადამიყვანეს სამმართველოში  და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო.ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია და მე მას ვუთხარი ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და მე მას ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი, შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა.ორი დღით ადრე დამიჭირეს ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება-მიხეილ ჯანელიძე

„სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება. კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ ქართული ოცნება სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება“ — ასე აფასებს ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 13 მაისს გავრცელებულ ღია წერილს. ჯანელიძის შეფასებით, კობახიძის ტექსტი არა მხოლოდ მმართველი პარტიის თავდაცვით პოზიციას აჩვენებს, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სიღრმეზეც მიუთითებს. „კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“, - წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.

ბოლო სიახლეები