თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა

Read Time:33 Second

თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას გააკეთა.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა, რომელიც ასეთ შემთხვევებში რელევანტურია. ეს არის მასპინძელი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა და მის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევა. აქ უკვე მცდელობასთან აღარ გვაქვს საქმე. პირდაპირ იფიქრებ ადამიანი, რომ ეს ის ხალხი და იმ ხალხის წარმომადგენლები შეუერთდნენ სტუმრად ჩამოსულნი ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას, რომლებიც მანამდე კულუარებიდან ცდილობდნენ ემართათ რევოლუციური პროცესები საქართველოში და როდესაც ეს არაერთი მცდელობა ჩაიფუშა, შემდეგ უკვე იძულებულები გახდნენ თავიანთ მსახიობებთან ერთად, როგორც რეჟისორები გამოსულიყვნენ სცენაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
Next post მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა