ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებში შემჩნეულები არიან და ეს ფაქტებით დასტურდება და მუდმივად ისეთ პოლიტიკას ატარებენ, რომელიც ყველაფერია, გარდა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის სასიკეთო _ ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
“თუ არ შევხედავთ სურათს უფრო ფართოდ შეიძლება გაკვირვებულიც კი დავრჩეთ ხოლმე, როგორ ახერხებს ჩვენს ქვეყანაში არსებული ოპოზიციის გარკვეული სპექტრი, დესტრუქციულ ოპოზიციას ვისაც ვეძახით, მუდმივად იყოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული. ეს ნამდვილად ასეა. ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებში შემჩნეულები არიან და ეს ფაქტებით დასტურდება და მუდმივად ისეთ პოლიტიკას ატარებენ, რომელიც ყველაფერია, გარდა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის სასიკეთო. ეს მინიმუმ გაკვირვებას იწვევს, გარდა იმისა, რომ ეს ზოგადად უსამშობლობის სინდრომია და ნამდვილად ისინი უსამშობლოებად გამოიყურებიან, მაგრამ რა არის მიზეზი ამ ყველაფრს, ალბათ ხშირად გვიფიქრია, გაკვირვება მაშინვე გადაგვივლის, თუ მარტივ დასკვნას გავაკეთებთ და ცოტა ფართოდ შევხედავთ მოვლენებს, რომ მსოფლიოში საშინელი მდგომარეობაა, ყველა ქვეყანაში განსაკუთრებით ევროპის კონტიგენტზე , მითუმეტეს ზამთრის დადგომასთან ერთად უკრაინაში უწყვეტი საომარი მოქმედებები მინმდინარეობს, ოკუპაცია გრძელდება. საქართველო უკვე დიდი ხანია ოკუპირებულია და ჩვენ აქეთ გვასწავლის ვიღაც, თუ რას ნიშნავს ეს, მაშინ როდესაც სხვისთვის შეგვიძლია ჩვენი მწარე გამოცდილების გაზიარება და ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვიღებთ უსაფუძვლო კრიტიკას უკრაინელი პარტნიორებისგან და სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან და ჩვენი ოპოზიცია არის მათი ფლაგმანი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ გაიგო ქართველები არიან, უკრაინელები არიან, გაუკრაინელებული ქართველები არიან თუ ვინ არიან, ჯერ კიდევ იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან და ისინი არიან, საქართველოს წინაღმდეგ მიმდინარე კამპანიის წინა ხაზზე. რეალურად ეს არც კამპანიაა სინამდვილეში და არც ისინი არიან მხოლოდ წინა ხაზზე. ეს არის ომი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, უბრალოდ ეს არ არის ეგრეთწოდებული კონვენციური ომი, როდესაც ტყვიებს ვესვრით ერთმანეთს ორი მხარე. ვინ არიან მხარეები , ეს კიდევ პოლიტიკური და ფილოსოფიური მსჯელობის საგნადაც შეიძლება იქცეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვართ რაღაცა პროცესის მხარე, რომ ჩვენი ქცევა ვიღაცას არ მოსწონს და ითხოვდა ჩვენგან დასასწყისისთვის, ჩავებათ ომში, გავხნათ ეგრეთწოდებული მეორე ფრონტი და ვინაიდან ასე არ ვიქცევით , რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს არის ჩვენი ერის წინააღმდეგ მომაკვდინებელი საქციელი და ამის გაკეთება არ შეიძლება“_ განაცხადა თეა წულუკიანმა.