შაბათი, მარტი 29, 2025

თეა წულუკიანი – ვვარაუდობ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეეშინდათ კომისიაზე მოსვლა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ არ დაენახა მათი რეალური სახე, რომელიც ძალიან მახინჯია

ვვარაუდობ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეეშინდათ კომისიაზე მოსვლა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ არ დაენახა მათი რეალური სახე, რომელიც ძალიან მახინჯია, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურას გადაეგზავნოს, მამუკა ხაზარაძეს კი უფლება აქვს თავი ან გამოძიებას დააკითხინოს, ან მაგისტრატ მოსამართლეს.

„სხდომის დასრულების შემდეგ გადაიგზავნება ბატონი ბადრის საქმეც. ჩვენ დღეს დილით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადაგვეცა საქმე, შესაბამისად, დოკუმენტების შეკრება და გადაგზავნა რამდენიმე საათს მოითხოვს. რაც შეეხება ბატონი მამუკას შემთხვევას, მისი უფლებაა, ნებავს, გამოძიების წინაშე დააკითხინებს თავს, ან მოითხოვს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვას. ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ მას მოუწევს დაკითხვაზე მისვლა და მოუწევს, გასცეს პასუხი შეკითხვას, რატომ არ გამოცხადდა კომისიის წინაშე, რადგან ამაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული.

პირიქით შევუბრუნებდი მათ შეფასებას და რიტორიკულად ვეტყოდი, თუ ის ყველაფერი მართალია, რასაც ჩვენ გვწერენ არაერთი ბიზნესმენი, მესაკუთრე, თუ მართალია, რასაც ბატონი ჯემალ ლეონიძე ჰყვება, ეს წერილები, სადაც „თიბისი ბანკი“, ბატონი მამუკა, ბატონი ბადრი ფიგურირებენ ბევრ საქმეში, მაშინ გამოდის, რომ სწორედ მათ არ ჰქონდათ ამის ლეგიტიმაცია და კანონიერი საფუძველი. ისინი ყოფილან წინა რეჟიმის ინსტრუმენტები და, რეალურად, რეკეტის განმახორციელებლები კეზერაშვილის და სხვათა ხელში.

ყველა საქმეზე, სადაც ისინი ფიგურირებენ, ერთი და იგივე სქემაა. ხელისუფლება ინტერესდება საკუთრებით, შემდეგ სცენაზე შემოდის „თიბისი“. „თიბისი“ უფორმებს ბიზნესმენს მემორანდუმს და შემდეგ ხდება დაშლა საკუთრების, ქონების, ბიზნესის, რომელიც დროებით გადაეცემა „თიბისის“. შემდეგ აღმოჩნდება რომელიმე ხელისუფლის ხელში და რეალურად ხდება მონოპოლიზაცია. ამაში მონაწილე არალეგიტიმური, მაგრამ მონაწილე პირები იყვნენ. მე მხოლოდ შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ მათ შეეშინდათ კომისიაზე მოსვლის, რადგან შეეშინდათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ დაენახა მათი რეალური სახე. მათი რეალური სახე არის ძალიან მახინჯი“, – განაცხადა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საზოგადოებას აფრთხილებს

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია” საზოგადოებას აფრთხილებს:"გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა” – ნათქვამია “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციაში.

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარიას ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ყოველთვის თან ბევრი წამალი აქვს

წინასწარი დაკავების იზოლატორში ელენე ხოშტარია როდესაც მოიყვანეს, მას წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და თან ბევრი წამალი აქვს ხოლმე.„ამბავი, რომელიც წამალთან დაკავშირებით მოიგონეს, არის იმისთვის, რომ გაამართლონ ელენეს გაშიშვლება და რაღაცის ძებნა, ვითომ ნარკოტიკი გვეგონაო, ნარკოტიკს ვეძებდით და ასე შემდეგ. ბოლო წლების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობა, საზოგადოებამაც იცის ალბათ, არ არის სრულყოფილი, მას ყოველთვის თან ბევრი წამალი აქვს. ეს წამლებიც არ მისცეს, ახლაც ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე. როცა მოიყვანეს, მაშინაც ჰქონდა წნევის კრიზი და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება, უთხრეს, საპირფარეშოში არა, პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო, ზუსტად ამ სიტყვებით, რაც ნაცნობი პრაქტიკაა ამ ქაჯეთის ციხის. ამის მერე მან ითხოვა, ჩემი წამლებიდან დამარეგულირებელი დამალევინეთო, არ მიუციათ, დღემდე არ დაულევია, ახლაც აქვს მაღალი წნევა. ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის. ღებინების მერე, ადამიანს, რომელსაც წნევის კრიზი აქვს, აშიშვლებენ და მეტალოდეტექტორი გამოიყენეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.

სანდრო ბაზაძემ რეიტინგის პირველი ნომერი დაამარცხა და მსოფლიო თასის ნახევარფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს –  ქართველმა მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკი 15:12 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად გერმანელ მატიას სზაბოს შეხვდება.შეჯიბრის კიდევ ერთი მონაწილე, ბექა ბაზაძე ტურნირს მეთექვსმეტედფინალში გამოეთიშა.30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.

ნანა კაკაბაძე: მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა ქვეყანას, ვინ გასწირა და რა ინტერესების გამო მოხდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რა თქმა უნდა, ეს...

ჰააგის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ომი იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ და არა საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. ეს დადასტურებული ფაქტია.პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია ამ საკითხს სხვა კუთხით იხილავს, რომ რამ გამოიწვია ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ აგვისტოს ომზე საუბრისას.მისივე თქმით, დასადგენია, ომში ჩაბმა იყო საქართველოს ინტერესებში, რათა კონსტიტუციური წესრიგი აღმდგარიყო, თუ იყო კიდევ სხვა, მერკანტილური ინტერესებიც. კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ სხვა ინტერესებიც იყო.„ეს აინტერესებს ქართულ საზოგადოებას, ეს აინტერესებს საქართველოს ისტორიას სამომავლოდ და ამას აკეთებს დღევანდელი პარლამენტი ამ კომისიით, ამ თემის გამოძიებით, რომ მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა ქვეყანას, ვინ გასწირა ქვეყანა და რა ინტერესების გამო მოხდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რა თქმა უნდა, ეს ჰააგაში არ განხილულა და ვერც გაიხილებოდა. აქედან გამომდინარე, ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ და უპირველეს ყოვლისა, პარლამენტმა თავისი ჩარევით შეძლოს და შექმნას ის ისტორია, ნამდვილი ისტორია, რომელიც ამ ფაქტს თან ახლდა. აქედან გამომდინარე, არის უმნიშვნელოვანესი. შეიძლება ითქვას, ეს არის ის ისტორიული პროცესი, რომელიც ჩემი არსებობის განმავლობაში, მე არც მახსოვს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებეთან დაკავშირებით.„გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 - ით რეგულირდება.პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები. აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე" - წერია განცხადებაში

ბოლო სიახლეები