შაბათი, აპრილი 19, 2025

თეა წულუკიანი -ეს ყველამ უნდა იცოდეს… გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან ისინი, ვინც 2008 წელს მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი, კი, საქართველომ დაიწყო ომიო

გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან ის ხალხი, ვინც სტრასბურგში 2008 წლის შემოდგომაზე მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი, კი, საქართველომ დაიწყო ომიო, უფრო მეტიც, იმ რეზოლუციაში წერია, რომ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„აგვისტოს ომთან დაკავშირებით, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვაწარმოებდით დავას დავა ნიშნავს წმინდა სამართლებრივ პროცესს და ძალიან ბევრი პოლიტიკოსისთვის გაჭირდა იმის ახსნა, რომ ვიდრე სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს ჰააგასა და სტრასბურგში, ყველას თავი შეეკავებინა ველის დაბინძურებისგან, რასაც იურისტები ვეძახით, რადგან იურისტი არის ჯარისკაცივით. იურისტი როდესაც მიდის და იცავს პროცესს სასამართლოში, მას ზურგში არავინ არ უნდა შეუქმნას პრობლემა, რადგან შემდეგ შენ სუსტდები. ეს დავა როდესაც მიმდინარეობდა მაგალითად სტრასბურგში, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთი პრეტენზიად გვიყენებდა და გვასუსტებდა. ეს ხომ არგუმენტების ომია სამართლებრივ დავაში ფიზიკურად და იარაღით არავინ ერთმანეთს არ ებრძვის, ეს არის არგუმენტების ომი, მოსამართლე გაკვირდება და ვისი არგუმენტიც გადაძალავს, ის არის მართალი. მთელი დავა ეს არის. ძალიან მარტივია. ვინც აჯობებს არგუმენტებით და მტკიცებულებებით, ის რჩება გამარჯვებული. რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუციას ჩვენ გვიყენებდა პრეტენზიად და გვეუბნებოდა, თქვენ თვითონვე, ანუ ქართველებმა დააბრალეთ ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენა და ახლა რომ მოდიხართ და იძახით, რომ ეს ასე არ არის, სულ მცირე, სასაცილოაო. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვინ მართავს, სასამართლო დავისას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო არის სახელმწიფო და 2008 წელს სახელმწიფოს წარმომადგენლებს, დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მაშინდელი ვითომ ოპოზიციიდან, ბატონ გიორგი თარგამაძეს, „ქრისტიან დემოკრატს“, რომელიც ახლა დიდ ჟურნალისტად გვევლინება, ხელი ჰქონდათ მოწერილი, ანუ კენჭისყრაში დადებითად მწვანე ღილაკზე ხელი დაჭერილი რეზოლუციაზე 16/33. ეს ხდება 2008 წლის შემოდგომაზე, სადაც ისინი მხარს უჭერენ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ომი დაიწყო საქართველომ. გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, ე.წ გოკა, გაბაშვილი, ასევე ბატონი დარჩიაშვილი დავითი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან ის ხალხი, ვინც 2008 წლის შემოდგომაზე მწვანე ღილაკს დააჭირა სტრასბურგში იქაურ პარლამენტში ხელი, რომელ საპარლამენტო ორგანოსაც ასამბლეა ჰქვია, კი, საქართველომ დაიწყო ომიო. უფრო მეტიც, იქ წერია, ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულიო და ამაზეც მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი იმ გვარებმა და სახელებმა, ვინც მე ჩამოვთვალე. როდესმე ეს მათმა ტელევიზიებმა იმ დროს გააშუქეს? რა თქმა უნდა, არა და ვერც გააშუქებდნენ, რადგან ისინი „მოდელირებული ქრონიკებით“ იყვნენ დაკავებული და ხალხს უმღეროდნენ ზღაპრებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ ზოგიერთი ამ პირის დაბარება უკვე დაიწყო.

„მე მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვკითხო ბატონ გიორგი კანდელაკს, რატომ იმალება, ვკითხო ბატონ გიორგი თარგამაძეს, რატომ იმალება და რატომ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში. იმიტომ, რომ სახლშიც ქალების კალთას ეფარება, სახლში არ არისო და სამსახურში როდესაც მივიდა საქართველოს ფოსტის წარმომადგენელი, გადაცემის, ე.წ საპროდიუსეროს კარი ჩარაზა. მართლები თუ არიან, არ დაუბრალებიათ საქართველოსთვის ომის დაწყება და ახალგაზრდები თუ გვისმენენ, ჩვენზე მაგრები არიან ინტერნეტით მანიპულირებაში და ასამბლეის ვებგვერდზე დღესაც არის გამოფენილი ამათი „კარგი საქმეები“. იქ არის კენჭისყრის შედეგები, დღესაც საჯარო, სადაც წერია გვარები და სახელები, ვინ მისცა ხმა. მოვიდნენ და აგვიხსნან, რატომ მისცეს ამას ხმა, რატომ დაადანაშაულეს ქართული ჯარი. ამ მტკიცებულებას შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ და ძლივს მოახერხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ამას წინათ ერთ-ერთმა დეპუტატმა იკითხა, კი მაგრამ, ახლაც მიკვირს, ეს როგორ შევძელითო. იყო განადგურებული მტკიცებულებები და ის მტკიცებულებები, რაც დაგვიტოვეს, საწინააღმდეგო ქართული საქმის. შესაბამისად, ეს იყო პრობლემური“, – განაცხადა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩაასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. წაიკითხეთ სრულად

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე...

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები