0 0
Read Time:1 Minute, 12 Second

მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მინისტრმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დღევანდელ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„იმედგაცრუებას იწვევს ეს [ევროკავშირის] რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ვკითხულობთ და განცხადებებსაც ვისმენთ, მაგრამ ასევე ვამბობთ ხმამაღლა, მთელი სერიოზულობით, რომ ეს რეზოლუცია ნაწილობრივ მცდარია, სრულად მიუღებელია და სამარცხვინო. არ შეიძლება შენს პარტნიორს, რაც არ უნდა ის თვალში გეპატარავებოდეს, პირდაპირი მნიშვნელობით თავისი ფართობით, მოსახლეობის ოდენობით, თითის ქნევით ელაპარაკო და მიუთითო, მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით თუ როგორ უნდა მოიქცეს ის.

მაგალითად მცდარია რეალობა, რაც მათთვის ჭეშმარიტებად ჩანს, რომ ვთქვათ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე. მცდარია რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ, ამ ქვეყნისთვის არა შველა, არამედ პრობლემაა. მსგავსი მცდარი რეალობები უნდათ ჭეშმარიტებად გაასაღონ და ამაზე დაყრდნობით მორიგი სადამსჯელო ტექსტი გამოაცხონ საქართველოს წინააღმდეგ.

ეს არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ტექსტი. მგონია, რომ ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ტექსტია. ჩვენ მას რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით და გვაქვს ამის სრული უფლება. როდესაც ამას ვამბობ, კარგად ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ჩაიცინებს, თუ დაგვცინებს და იტყვის, რომ თქვენ ვინ ხართ, რომ ევროპარლამენტარების მიერ კენჭნაყარ ტექსტს არ იღებდეთ და სამარცხვინოს ეძახდეთო. დიახ, როგორც ერთ ქართველს, მე მგონია, რომ მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, – აღნიშნა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები