შაბათი, ივლისი 19, 2025

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისმა ოჯახმა ცილისწამებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა – ადვოკატი, პასტა და ფურცელი მოიმარაგოს, აღარ ვაპირებთ, გავატაროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისმა ოჯახმა ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

აღნიშნულის შესახებ წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცეებიანსაც) ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი, პასტა და ფურცელი მოიმარაგოს. მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! ბაცილებს რაც მეტს გაუტარებ, მით მეტად გათავხედდებიან. თან, უკან მოსვლასაც აპირებენ და… მიშასტელეფონიანი თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012-2013 წლებში პირველმა მიაყენა მამაჩემს შეურაცხყოფა. მიშამ დაავალა, უარს ვერ ეტყოდა (აქ, თვალის პაჭუნი). მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი პოლიტიკაში, თორემ ლამაზ თინიკოს ავთანდილ წულუკიანი არასოდეს გაახსენდებოდა. იმავეს აკეთებდა ხოლმე „ვივამედის“ კრიმინალი ბაიყუში, როცა იუსტიციაში ვიყავი და გაბრაზდებოდა ვანოს, ბაჩოს ან პეტრეს დაპატიმრებაზე ან კიდევ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნაზე. თორემ სხვა შეხება მოსამართლე ავთანდილ წულუკიანს და ბნედიანს არ ჰქონიათ. „მეტი საქმე არ მაქვს, მასეთებს ველაპარაკოს“ პრინციპით, ავთანდილ წულუკიანმა 2000 წელს სასამართლო სისტემა დატოვა და პენსიაზე გავიდა. ეს ის დროა, სისხლისმსმელი სააკაშვილი ქართველ ერზე ექსპერიმენტის ჩატარებას რომ იწყებს. ამის შემდეგ იმ ქალებს, რომელთა მძივებზეც მიშას ხელები შეუწმენდია ან კიდევ თავად ბაიყუშს არ უხსენებიათ ავთანდილ წულუკიანი, მგონი, რადგან არ დავკვირვებივარ. მხოლოდ ჭიჭე ვაშაძეს რომ შეუვარდა, იმ თაკო ჩარკვიანმა ახსენა ერთხელ პარლამენტში (იმ დღეს საუზმეში დამამშვიდებლის ჩაყრა ჰქონდა ოჯახს დავიწყებული, მისი რა ბრალია!). ეს ის თაკოა, მამამისი რომ შეუფერებელ ადგილას დაასაფლავა „აქანე კარადას დავდგამ“ პრინციპით და მის სიცოცხლეშიც, მამამისის წინ ძნელად დავარცხნილი კვიცივით რომ დახტოდა. ბოლოს საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელმძღვანელობის პაუსიხსმგებლობა მე დამაკისრა. შევუდექი თუ არა საქმიანობას, ჭაღებით გასვეტებულმა მადამ კოდუამ, რომელიც ქმრის მიერ წართმეული მანქანებით დაჯირითობდა ქალაქში „ნაცების“ დროს, ისევ გაიხსენა მამაჩემი.

გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქმრის მიერ შექმნილი ინდივიდია, სხვა სტატუსი ჯერჯერობით ისევ არ აქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვიძახოთ, რატომ უნდა უჩივლო „მასეთს?“ ჰოდა, დღეს მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმისშვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე.

ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20-პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ასე შემდეგ მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, ერთი პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ასე შემდეგ. ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი? აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე? ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი….“ – წერს თეა წულუკიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მძიმე ავარია კახეთის გზატკეცილზე – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

ცოტა ხნის წინ კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა.ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გიორგი შარაშიძე – ჩვენსა და „ძლიერ საქართველოს“ შორის თანამშრომლობა იმიტომ არ შემდგარა, რომ გახარია გავხადოთ მერობის კანდიდატი, დღეს ჩვენ არ ვართ მზად, კონკრეტულ კანდიდატებზე...

დღეს ჩვენ არ ვართ მზად, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე ვისაუბროთ, ეს ბუნებრივი და ლოგიკურიც არის, რადგან ამ მემორანდუმის გაფორმებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული და ჩვენ ახლა ვართ ნეიტრალური კანდიდატების შერჩევის აქტიურ პროცესში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.გადაცემის წამყვანმა შარაშიძეს ჰკითხა: ვინ შეიძლება იყოს თბილისის მერობის მათი კანდიდატი და რა კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს ის.როგორც შარაშიძემ აღნიშნა, მათი მოდელი ნიშნავს ორი ტიპის კანდიდატის არსებობას.„პირველი, ეს არის პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი, ვისაც ექნება ჩვენი, ორივე პოლიტიკური ძალის სრული მხარდაჭერა. ასევე ექნება საზოგადოების გაცილებით ფართო ფენების მხარდაჭერა, როგორც ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეების, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც, რეალურად, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან, მაგრამ არ მიჰყვებიან მათ გეგმას, რომ ბოიკოტი არის მთავარი, ყველაზე ეფექტური გზა დღეს „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში, აპირებენ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საარჩევნო ყუთთან“, – განაცხადა შარაშიძემ.მისივე თქმით, მეორე ვარიანტია, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში, შეიძლება, შეეხოს როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.„ჩვენ, შეიძლება, შევთანხმდეთ ჩვენს პარტიულ კანდიდატებზეც, მაგრამ აქ მთავარი პირობა გახლავთ ის, რომ, ბუნებრივია, ყველანაირი კონკურენცია ჩვენსა და „კოალიცია – ძლიერ საქართველოს“ შორის გამორიცხულია. ეს ლოგიკა არის შემდეგი, რომ დღეს, არსებული უთანასწორო ბრძოლის პირობებში, ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირებაში და ერთმანეთთან კონკურენციაში კი არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი რესურსები, არამედ ჩვენი რესურსები უნდა გავაერთიანოთ საერთო მიზნისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა შარაშიძემ.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გახარია ან თუნდაც, ხაზარაძე-ჯაფარიძე, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ მათი კანდიდატურები არ განიხილება.„ეს თანამშრომლობა ჩვენ შორის, ჩვენსა და „კოალიცია ძლიერ საქართველოს“ შორის იმიტომ არ შემდგარა, რომ ჩვენ ახლა გიორგი გახარია გავხადოთ თბილისის მერობის კანდიდატი. მას თბილისის მერობა რომ სდომოდა, პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან ხომ არ წამოვიდოდა?“ – განაცხადა შარაშიძემ.შარაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ მათთვის მთავარი არის „ოცნების“ ელექტორატზე მუშაობა.„ჩვენ ვთვლით, რომ დღეს „ოცნებას“, არ ვგულისხმობ გაყალბებულ ციფრებს და ა.შ., მაგრამ, რეალურად და ობიექტურად, ჰყავს გაცილებით მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ის სინამდვილეში იმსახურებს. მაგრამ ამას „ოცნება” ახერხებს, ძირითადად, ორი გზით. პირველი, ეს არის ამ ამომრჩევლის მუდმივი მოტყუება, ანუ, მუდმივად დეზინფორმაციის პირობებში მათზე საინფორმაციო ზეწოლა და ჰიბრიდული ომის წარმოება, ომით და სხვა ბევრი ფაქტორით მათი დაშინება; და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, „ოცნება“, ფაქტობრივად, ყოველდღიურად შიშში აცხოვრებს ამ ამომრჩეველს“, – განაცხადა შარაშიძემ.ამასთან, შარაშიძემ აღნიშნა, რომ რევოლუცია, არეულობა და რადიკალიზმი არის პირდაპირი საჩუქარი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის და ეს არ უნდა დავუშვათ.„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ხელისუფლება შევცვალოთ მშვიდობიანი გზებით. ამ არჩევნებში რომ შევდივართ, იმისთვის კი არ შევდივართ, რომ ჩვენ, მაგალითად, გათვლა გვაქვს, რომ 5 ოქტომბერს „ოცნება“ აღარ იქნება და ხელისუფლებას ვინმეს გადააბარებს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება. არ მოხდება, რადგან დღეს „ოცნება“ არის კონსოლიდირებული ავტოკრატიული რეჟიმი და, ბუნებრივია, ერთი არჩევნებით, მით უმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით მათი დამარცხება ადვილი არ არის“, – განაცხადა შარაშიძემ.შეკითხვაზე, როდის დაბრუნდება საქართველოში გიორგი გახარია, გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ ის ამას თავად გადაწყვეტს.

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა და შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა.როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.კერძოდ, თურქეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა შენგენის ვიზის მიღების ე.წ. კასკადური წესი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოკლევადიანი ვიზა და არ აქვთ დარღვევები, შეუძლიათ, მიიღონ გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზა შემდგომი განაცხადის წარდგენისას. თურქეთის მოქალაქეები ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღების შემდგომ შეძლებენ უკვე სამწლიანი და ხუთწლიანი ვიზების მიღებას.აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით, ევროკომისიამ და თურქულმა ინსტიტუტებმა უნდა გააგრძელონ სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქებისკენ სწრაფვა.თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა მისი გაწევრიანების პროცესი წლების განმავლობაში შეჩერებულია. ასევე შეჩერდა თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი.თურქეთში ევროკავშირის ელჩი თომას ჰანს ოსტროვსკი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის შემსუბუქება თურქეთის მოქალაქეების მოგზაურობის პროცესს გაამარტივებს და დააჩქარებს. დიპლომატის თქმით, ევროკომისია მზადაა, ზაფხულის შემდეგ ანკარასთან განაახლოს ოფიციალური მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ექვსი დარჩენილი პუნქტის შესასრულებლად.„ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატს ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლა, თურქეთის გარდა. მნიშვნელოვანია, განვაახლოთ შენგენის სივრცეში და ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის პროცესი“, – აღნიშნა ელჩმა.

დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს

გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.კერძოდ, ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, 60 დოლარის ნაცვლად, 47,60 დოლარი იქნება.დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს დაარტყამს ნავთობიდან მიღებულ რუსეთის შემოსავალს, რომელიც, მაისის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ისედაც 35%-ით შემცირდა.„ეს შეზღუდავს პუტინის ნავთობის ინდუსტრიას, შეამცირებს რუსული ნედლი ნავთობის საბაზრო ღირებულებას და დააზარალებს უკრაინაში კრემლის უკანონო ომის დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს. რუსეთის ნავთობის შემოსავლებისთვის მიყენებული ყოველი ფინანსური დარტყმა კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ, ასევე, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ დიდ ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიზნესს 2 სექტემბრამდე აძლევენ ვადას რუსული ნავთობის ფასის შემცირებულ ზედა ზღვართან ადაპტირებისთვის.ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში შეამცირა. აღნიშნული პაკეტის დამტკიცება დღეს, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სლოვაკეთმა და მალტამ ვეტო მოხსნეს.

არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს – საქმე, სავარაუდოდ, „ქოლცენტრს“ უკავშირდება

არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, #48-ში მდებარე „სტარ აიტის“ აკადემიაში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.„სტარ აიტი“ აკადემიაში, რომელიც, როგორც ცნობილია, ოფიციალურად IT მიმართულებით მუშაობს, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული.„ბევრჯერ იყვნენ მოსულები, ვერსია თავიდანვე ასე ითქვა, რომ „ქოლ-ცენტრია" ადგილზე განთავსებულიო. სულ ახალგაზრდა რუსი გოგო-ბიჭები დადიან ოფისში, „აიტიშნიკები“, ხან მანქანით მიჰყვათ-მოჰყვათ", - ამბობს ადგილობრივი.

ბოლო სიახლეები