შაბათი, აპრილი 19, 2025

თეა წულუკიანი – აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის საკმარისი ინფორმაცია არსებობს

აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის საკმარისი ინფორმაცია არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას, აფრასიძეების საქმეზე კომისიის დასკვნა შესაძლებელია თუ არა გახდეს კონკრეტული სუბიექტების და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საფუძველი და აღნიშნა, რომ ამის დიდი იმედი აქვს.

„დიდი იმედი მაქვს ამის, რადგან გიორგი ბარამიძის და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის, ვფიქრობ, საკმარისი ინფორმაციები არსებობს, რომ ერთმა დაკვეთა გააკეთა, დაკვეთის ავტორია. მას თავად აქვს აღიარებითი ჩვენება მიცემული საჯაროდ პრეზიდენტობის პირობებში, როდესაც ერთ-ერთ სასტუმროს ხსნიდა, იქ თქვა, რომ დიახ, მე დავუკვეთე აფრასიძეების წინააღმდეგ ეს სპეცოპერაცია და ასევე, გიორგი ბარამიძე, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. ის პირადად ხელმძღვანელობდა ჯერ ქუთაისის აეროპორტიდან და შემდეგ უკვე ადგილზე ამ პროცესებს. დღეს გავიხსენეთ ის აბსოლუტურად ცინიკური მიდგომა, რაც ჰქონდა, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება, რაც მოხდა, რეალობა, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ორი სახლი. ერთ სახლში არის დაჭრილი ევგენი აფრასიძე, ჯერ კიდევ ცოცხალი. ამ სახლს უკიდია ცეცხლი და შიგნით იწვის ცოცხალი ადამიანი. შეგროვილ მეზობლებს არ უშვებენ, რომ გამოარიდონ ხანძარს ჯერ კიდევ ცოცხალი დაჭრილი ადამიანი. მისი ორი შვილი გამოყვანილი ჰყავთ ხელბორკილებით და ერთ-ერთი იქვე დახვრიტეს ისე, რომ ის ხელბორკილებით წინააღმდეგობას ვეღარ და აღარ უწევდა. მეორე დასერეს დანებით და გადააფარეს უკვე ზეწარი, რომ გარდაცვლილიაო და როდესაც სხეული შეირხა, მიხვდნენ, რომ ცოცხალია და ამ დროს იმდენი მეზობელი იყო შეკრებილი, რომ ვეღარ მოკლეს. წაიყვანეს ქუთაისში და აბსოლუტურად ნარკოზის გარეშე, დაგვიანებით ჩაუტარეს ოპერაცია და ამ ყველაფრის ფონზე, რაც იქ ხდება, რაც მე ახლა აღვწერე, შს მინისტრი გიორგი ბარამიძე მეზობლებს სთხოვს კუბდარის მომზადებას, რომ სვანეთისთვის დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობა გამოიჩინონ. შესაბამისად, მტკიცება ყველაფრის იმის შესახებ, რომ ის იქ არ იმყოფებოდა, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა და ა.შ, არის ტყუილი მცდელობა და ვფიქრობ, რომ ამ ორი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ, შესაძლებელია, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, განხილვა მაინც სისხლის სამართლებრივი წესით“, – განაცხადა წულუკიანმა.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ვინაიდან ეს დანაშაული მომხდარია 2004 წლის მარტში, შესაბამისად, გარკვეული ვადები მოქმედებს გამოძიების წინააღმდეგ.

„რა საკვირველია, დრო ყველა გამოძიების წინააღმდეგ მუშაობს ხოლმე და ეს ასე არის ამ შემთხვევაშიც. ეს დანაშაული მომხდარია 2004 წლის მარტში, შესაბამისად, გარკვეული ვადები მოქმედებს გამოძიების წინააღმდეგ და ეს უკვე საშური და სასწრაფო საქმეა. თუმცა აქვე დავძენ, რომ პროკურატურას რა გამოძიებაც აქვს ჩატარებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდეც საქმე არის მიყვანილი, ეს გამოძიება მაღალპროფესიულ დონეზეა უკვე ჩატარებული. დაზარალებულებს თავის სტატუსი ცნობილი აქვთ და ბევრი მტკიცებულებაა შეკრებილი. ახლა საჭიროა უკვე მეორე ნაწილისთვის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩაასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. წაიკითხეთ სრულად

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე...

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

უმძიმესი ტრაგედია ხონში – ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები