თეა წულუკიანი: არ მგონია, ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები

Read Time:46 Second

ვინცობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია, რომ ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები, – განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე საპასუხო რეაქციაზე საუბრისას.

თეა წულუკიანის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სახეზეა ტოტალური შეტევა.

„ვინცობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილება და ტოტალური შეტევა სახეზეა, რომ ეს კანონი როგორმე არ შევიდეს ძალაში და ვეტო არ გადაილახოს. მაგრამ ჩვენთვის უფრო დიდი სიკეთე ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და როგორმე ისეთი საშინელებების აცილებაა თავიდან, როგორიც არის საომარი დესტაბილიზაცია, როცა ასეთი არჩევანის წინასე დგახარ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, რომ მივიღოთ ის ქართული კანონი, რომელიც სხვათა შორის, იმ ქვეყანაში, სადაც ახლა ვარ მე – საფრანგეთში ეს კანონი რელობად იქცა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა მუხლი კიდევ მეტად დაიხვეწოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი – ვარჰეიმ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ კანონს არ გაიწვევთო
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა