შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეკრებილები ბანერით “ტირანიის წინააღმდეგ” პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “სოლიდარობა სტუდენტებს!”, “გამარჯვება სტუდენტებს!”, “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “ჩანიშნეთ არჩევნები!”.
პარლამენტთან შეკრებილები მსვლელობის მონაწილეებს ანთებული ფანრებით და ოვაციებით შეხვდნენ.
პარლამენტთან აქცია 103-დღეა მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით: ახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.