თბილისში 420 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. წყნეთის გზატკეცილზე მდებარე მე-4 და მე-5 კორპუსებში მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნენ.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან, 420 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების მიზნით, 200 000-მდე ლარი გამოიყო. სამუშაოებს კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისი” ახორციელებს.