კვირა, აპრილი 27, 2025

თბილისში 4 თვით გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება – დეტალები

თბილისის მერია გზის რეაბილიტაციის გამო მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდებაკრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარებილიტაციო სამუშაოებს იწყებს.პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – წერია მერიის ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„არავითარ შემთხვევაში პური არ უნდა იყოს ჩაფხვნილი საკვებში“ – პედიატრის გაფრთხილება

​პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვების შესახებ საუბრისას ის საკვები პროდუქტები დაასახელა, რომელიც ბავშვს მყარ კვებაზე გადასვლისას უნდა მივცეთ.„როდესაც ვიწყებთ დამატებით კვებას, ბავშვს უნდა დავუწყოთ ქარხნული წესით დამზადებული ფაფებით კვება. ის ძირითადი ინგრედიენტები, რომელიც დანამატის სახით შედის ბავშვთა კვებაში, გათვლილია პატარას სწორ ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე. აუცილებლად საკვები უნდა იყოს ისეთი კონსისტენციის, რომ ბავშვი მიეჩვიოს ღეჭვითი რეფლექსების შესრულებას. პირველი ღეჭვითი რეფლექსი ბავშვს 4 თვის ასაკიდან უმუშავდება. ბრუნვითი ღეჭვითი რეფლექსები უვითარდება 12 თვის ასაკიდან. ფაფები უნდა იყოს ისეთი კონსისტენციის, რომ ბავშვმა შეძლოს ის შემოაბრუნოს პირში, დაღეჭოს. ეს აუცილებელია შემდგომში უკვე ბავშვის პირის აპარატის, მისი არტიკულაციის, ღეჭვითი რეფლექსების გამომუშავებისთვის. იმისთვის, რომ  3-4 წლის ასაკამდე ბავშვი არ იყოს მიბმული დაბლენდერებულ საკვებზე. კვება დავუწყოთ კოვზით უსათუოდ და ბავშვი არ იყოს მიჩვეული ბოთლით კვებაზე. ზოგიერთი 3 წლის ასაკამდე ბოთლით კვებავს ბავშვს, იმიტომ, რომ მიაჩვიეს ასე. ბავშვს უბლენდერებენ, უთხელებენ ფაფებს, ოღონდ როგორღაც შეჭამონ. ამას მე ვეძახი ქცევით დევიაციას, რომელსაც მშობლებიც ჩავდივართ, რომ გავიმარტივოთ ცხოვრება. ქართველებს გვაქვს ასეთი პრობლემა, რომ ბავშვმა ოღონდ ჭამოს და რა სახითაც უნდა იმ სახით მიიღოს, ნებისმიერი სახით.თავდაპირველად ვიწყებთ ბურღულის ფაფით. ყოველთვის დავიცვათ ექიმის რეკომენდაცია, რომელ თვეზე რომელი ახალი საკვები შევიტანოთ ბავშვთა კვებაში. 7 თვის ასაკიდან ჩავრთოთ ხორცი, ხორცის ბულიონი - არავითარ შემთხვევაში! ბავშვს არ აქვს ბულიონის გადამუშავების უნარი და ის ამოღებულია 2 წლის ასაკამდე. პირველ რიგში, ჩავრთოთ ფრინველის ხორცი, ქათმის ხორცი, ხბოს ხორცი. თევზი 8 თვის ასაკიდან შედის ბავშვის რაციონში. კვერცხის შეტანა ხდება 8-9 თვის ასაკიდან. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მწყერის კვერცხს, რომელიც მარტივად მოსანელებელია და ჰიპოალერგიულია. ძროხის ცილა, რომელიც ძალიან ტოქსიურია, ბავშვისთვის ძალიან რთული მოსანელებელია. ძროხის რძე დავიწყოთ ერთი წლის ასაკიდან. 8 თვის ასაკიდან შეიძლება დავიწყოთ პურის გამოყენება. არავითარ შემთხვევაში პური არ უნდა იყოს ჩაფხვნილი საკვებში. პურის გამოყენებას ვიწყებთ იმიტომ, რომ ბავშვმა ღეჭვა ისწავლოს. ბებიები თვლიდნენ, რომ ჩაფხვნილი პურით უკეთ ნაყრდება ბავშვი, მაგრამ დანაყრებაში არ არის საქმე, საქმე სარგებლიანობაშია. რას ვაჩვევთ ბავშვს და რატომ ვაჩვევთ,“- თქვა პედიატრმა.

ირაკლი კობახიძე – დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.პრემიერის თქმით, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი.„ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. ამას, ბუნებრივია, დრო დასჭირდა. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ბოლომდე დავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. წლიდან წლამე მივდიოდით ჩვენ აქამდე. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. 9 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა უცხოური აგენტურა. დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება მალე უნდა დაიდოს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ დროისა და რესურსების დათმობას ამ ძალისხმევისთვის, თუ ის ნაყოფს არ გამოიღებს

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება მალე უნდა დაიდოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში შეეცდება, განსაზღვროს, გააგრძელებს თუ არა შუამავლის როლს.„ეს მალე უნდა მოხდეს. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ დროისა და რესურსების დათმობას ამ ძალისხმევისთვის, თუ ის ნაყოფს არ გამოიღებს. ეს კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გადავწყვეტთ, არის თუ არა ეს ისეთი საქმე, რომელშიც აღარ გვინდა ჩართულობა, ან ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანის დროა“, – განაცხადა რუბიომ.რუბიოს თქმით, ვაშინგტონი თავს იკავებს რუსეთზე სანქციების დაწესებისგან, რათა დიპლომატიას შესაძლებლობა მისცეს, იმუშაოს, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპს აქვს ვარიანტები ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებას წინააღმდეგობას გაუწევს.„თუ ეს არ მოხდება, არ გამოიღებს ნაყოფს, მაშინ, როგორც სახელმწიფოს, გვაქვს ვარიანტები იმათთვის, ვისაც პასუხისმგებლად მივიჩნევთ იმაში, რომ არ სურს მშვიდობა, მაგრამ ჯერჯერობით გვირჩევნია, ამ ეტაპამდე არ მივიდეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს დიპლომატიის კარს დახურავს. არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს რეალისტურობის საფუძველიც. ახლოს ვართ, მაგრამ საკმარისად ახლოს არ ვართ“, – აღნიშნა რუბიომ.

ირაკლი კობახიძე – ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.პრემიერის თქმით, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად.„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საკმაოდ რეალური იქნება ამაზე ფიქრი, კერძოდ, 2030 წლისთვის  ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება, როგორც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, ასევე – ეკონომიკას და ზოგად მზაობას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს ყველა კუთხით“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს განაგრძობენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს განაგრძობენ. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დაწერა.„მრავალ მიმართულებაზე სიტუაცია კვლავ რთული რჩება. მხოლოდ ამ დღის ნახევარში ჩვენს პოზიციებზე რუსული ჯარების თითქმის 70 შეტევა განხორციელდა. ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტი აგრძელებს შეტევის მცდელობას“, – აღნიშნავს ზელენსკი.უკრაინის ლიდერის ცნობით, შეტაკებების უმეტესობა პოკროვსკის, კრამატორსკის, ლიმანსკისა და კურსკის მიმართულებით მიმდინარეობდა.„ჩვენი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქების გარკვეულ რაიონებში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.მისი თქმით, ფრონტზე არსებული სიტუაცია და რუსეთის არმიის რეალური აქტიურობა ადასტურებს, რომ ომის დასასრულებლად მსოფლიოს ამჟამინდელი ზეწოლა რუსეთზე საკმარისი არ არის.„საჭიროა უფრო საგრძნობი ზეწოლა რუსეთზე, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს რეალურ დიპლომატიას. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც უკრაინის გვერდითაა“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქზე რუსეთის არმიის მიერ კონტროლის სრულად აღდგენის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის გენშტაბმა უარყო.

ბოლო სიახლეები