ორშაბათი, მარტი 17, 2025

თბილისში 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში მოკლული 21 წლის ახალგაზრდის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.“ – წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ორ ლოკაციაზე ხანძარია

ხანძრებია მარტვილის მუნიციპალიტეტში. წაჩხურუს მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე ლოკაციაზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.მათივე ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, ლეშამუგეს უბანში ხანძარს ებრძვიან. ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული, რომელმაც საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ლეშამუგეს უბანში ხანძარმა დააზიანა ელექტროსადენები და ცეცხლი ძალიან ახლოს არის საკომუნიკაციო ანძებთან. თუმცა, მისივე თქმით, ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებს ზუგდიდის ბრიგადებიც შეუერთდნენ.რაც შეეხება დასახლებულ პუნქტს, როგორც ვანო ბურდული ამბობს, მოსახლეობამდე ერთ კმ-ზე მეტია.მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზება ლეშამუგეში უკვე მოხერხდა, მაგრამ ამ წუთისთვის უკვე ჯგალის თემშია ხანძრის ახალი კერა.

სახალხო დამცველი – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია და მიუთითებს საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამობაზე

სახალხო დამცველი ეუთო/ოდირის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაზე ინფორმაციას ავრცელებს.ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.მათივე ინფორმაციით, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია და მიუთითებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან.„როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებს, ასახული უნდა იყოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკებში. შეზღუდვების განხილვისას, აღნიშნული უფლების სხვა უფლებებსა და ფართო საზოგადოებრივ ინტერესებთან შეპირისპირებისას, სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მის ხელშეწყობას არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით.ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილება, როგორებიცაა სპონტანურ აქციებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შემოღება, აქციების დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, ნიღბით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები უნდა იყოს გაუქმებული ან მთლიანად გადახედილი. ეუთო/ოდირი ასევე მიუთითებს, რომ არაპროპორციული სანქციები, შესაძლოა, თავისთავად იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დადგინდეს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა.დასკვნის მიხედვით, შეკრებების აკრძალვის სხვა საფუძვლები უნდა იყოს გადასინჯული ან, სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ ფორმულირებული, რომ გარანტირებული იყოს მათი ცხადად განსაზღვრა, იყოს მკაცრად აუცილებელი, პროპორციული და შეუსაბამო გავლენა არ იქონიოს მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე.როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სანქციის დაკისრება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისათვის უნდა იყოს გაუქმებული, ჯარიმების ოდენობა კი არსებითად უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით მცირე დარღვევებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი პროპორციულობა დამდგარ ზიანთან მიმართებაში“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

მომღერალმა, გიორგი გილიგაშვილმა, სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ ის გადაცემაში "ნოესთან" საუბრობს:„პატარა სნეულება მჭირდა, რომელიც ერთხელ ამოვიკვეთე, შემდეგ მეორედ მოხდა მეტასტაზების გასვლა. ავთვისებიანი კარცენომა ფარისებრის, შემდეგ შემთხვევაში ლოკალურად მოხდა ამოჭრა, თუმცა კვლავ გავიდა მეტასტაზი და მოხდა კვლავ მისი ამოკვეთა. უფალი მივლის და მიფრთხილდება, ესეიგი რაღაცისთვის ვარ საჭირო“,- ამბობს გიორგი.ნოეს კითხვას, შეიძლება ითქვას, რომ დაამარცხე სიმსივნე, გიორგი პასუხობს, რომ კი.„შეიძლება ითქვას, დიდება ქრისტეს“,- ამბობს გიორგი.

მარიამ ქვრივიშვილი – „ბრიტიშ ეარვეისისა“ და „იზიჯეტის“ შემოსვლით მიმდინარე წელს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზრდება

2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას ავიაკომპანიები „ბრიტიშ ეარვეისი“ (British Airways) და „იზიჯეტი (easyJet) იწყებენ.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიებს უკვე მიანიჭა.„ძალიან დიდი მიღწევაა, რომ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბრიტიშ ეარვეისსა“ და „იზიჯეტთან“ – ასეთი ძლიერი, გლობალური ორი ავიაკომპანიის შემოსვლით საქართველოს სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე უჩნდება წვდომა, რადგან ავიაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში. დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყებით და ასეთი მაღალი დონის ავიაკომპანიების დაინტერესებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სწორია ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ბაზრების დივერსიფიცირებას, მდგრად განვითარებას და, საერთო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება და სამომავლოდ მეტი წარმატებული პროექტების განხორციელების საფუძველს ქმნის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.ქვრივიშვილის ინფორმაციით, ავიარეისები ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში ექვსი სიხშირით შესრულდება.„დიდ ბრიტანეთთან ორი ავიაკომპანიის სერვისებით ვაბალანსებთ მაღალბიუჯეტიანი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლას, რაც უზრუნველყოფს ტურისტული ნაკადების გაზრდას. პარალელურად, ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად. ლონდონთან პირდაპირი ფრენების გარდა, ასევე ხაზგასასმელია „იზიჯეტის“ ახალი მიმართულება თბილისსა და ჟენევას შორის, რაც შვეიცარიასთან პირდაპირი ფრენების პირველი შესაძლებლობაა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით და განრიგით შესრულდება: British Airways-ი ფრენებს შეასრულებს 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას; easyJet UK რეგულარულ რეისებს განახორციელებს 1-ლი აპრილიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; easyJet Switzerland-ი ავიარეისებს შეასრულებს 31 მარტიდან ჟენევა-თბილისი-ჟენევას საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს; easyJet Europe Airline GmbH-ი ფრენებს შეასრულებს 1-ლი აპრილიდან მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს.

ბოლო სიახლეები