ხუთშაბათი, იანვარი 2, 2025

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ბრალდებული მეგობრებთან ერთად შეხვდა დაზარალებულს, რომელიც ასევე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა შეხვედრაზე.

შეკრებილ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზარალებულს ორი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულის თანმხლებ სამივე პირს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2024 წლის 21 ოქტომბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სამ ბრალდებულს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით. – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები