ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაილარსმა თბილისში გასამართი საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმის საკითხები განიხილეს.
ფორუმი სექტემბერში გაიმართება და მასში მონაწილეობას ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის(CAREC) წევრი ქვეყნები, სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაგეგმილ ერთობლივ სამომავლო პროექტებს. მათ შორის, ენერგეტიკაში მზის მოტივტივე სისტემების განვითარებისა და სხვა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების დანერგვის საკითხებს.