სამშაბათი, ივნისი 3, 2025

თბილისში მიმდინარე აქციაზე დღეს დილიდან 16 პირია დაკავებული, აქედან 3 გათავისუფლებულია ხელწერილით

თბილისში მიმდინარე აქციაზე დღეს დილიდან 16 პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. აქედან 3 გათავისუფლებულია ხელწერილით. – ამის შესახებ “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

დღეს დილიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.

მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაიყვანეს.

პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. იმყოფებიან.

პოლიცია ცდილობდა აქციის მონაწილეები გადაეყვანა  გზის სავალი ნაწილიდან, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დრომდე გადაკეტილია საავტომობილო გზა.

აქციაზე დღეს დილიდან 16 პირია დაკავებული, აქედან 3 გათავისუფლებულია ხელწერილით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

200 დაღუპული, 500 უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაავადებების გავრცელების საფრთხე – ნიგერიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგები.

ოფიციალური პირების თქმით, ხუთშაბათს ნიგერიის ქალაქ მოკვაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.კიდევ 500 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა კიმბოკუმ BBC-ს განუცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები შეჩერდა, რადგან ხელისუფლებას აღარ სჯეროდა, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვის.მედიის ცნობით, წყალდიდობა, რომელიც 60 წლის განმავლობაში ნიგერიის ამ მხარეში ყველაზე მასშტაბური იყო, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.ხელისუფლება მალე დაიწყებს მიწისქვეშ დამარხული გვამების გათხრას, რათა თავიდან აიცილონ დაავადება ამ მხარეში.მოკვას რაიონის ხელმძღვანელის, მუჰამადუ ალიუმის განცხადებით, დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება მიწაში ჩამარხული გვამების სამძებრო სამუშაოებს მალე დაიწყებს.

ქობულეთში, გზაზე მიმავალი ავტომობილი დაიწვა – რა დეტალებია ცნობილი

ქობულეთში, გზაზე მიმავალი ავტომობილი დაიწვა, – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.ცეცხლის შედეგად ავტომობილის შიდა ნაწილი მთლიანად განადგურდა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

20 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაქოლა

20 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაქოლა - პროკურატურის ცნობით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული  მიშა სუხიშვილი დამნაშავედ ცნო.უწყების  ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი დაბომბა, რასაც 27 ადამიანი ემსხვერპლა

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი დაბომბა, რასაც 27 ადამიანი ემსხვერპლა.გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში მოხდა.ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელ ეჭვმიტანილებს, რომლებმაც წინასწარ შექმნილი მარშრუტიდან გადაუხვიეს და ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილიდან 500 მეტრში მიუახლოვდნენ ისრაელის სამხედროებს.პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად, ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ორი დაშავდა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება, ამ მიმართულებით სწრაფი ტემპით მივდივართ, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია, აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში

ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ ოთხ პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქსტატმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.„11,8 პროცენტი იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს და ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2,4 პროცენტული პუნქტით, ანუ პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. წინსვლა აშკარაა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ ოთხ პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ესეც არის აბსოლუტურად რეალური, შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია, რეალურად აღმოვფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები