თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება.
ინიციატივა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები ქუჩებს ოფიციალურად ხვალიდან, 9 აგვისტოდან მიენიჭება.