ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიების – „ახლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანა ყურაშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„4000-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. თავს დამნაშავედ მაინც არ ვთვლი, რა ფაქტსაც მედავებიან, ის ფაქტი არ ჩამიდენია. ფიზიკურად არ ვყოფილვარ იმ წამს იქ. რეჟიმი ისე იქცევა, რომ აქტიური ადამიანების დასჯა უნდა, მაგრამ დაშინებულზე მეტად, გაბრაზებული ვარ და ასმაგად ვიბრძოლებ“, – განაცხადა ანა ყურაშვილმა.

მირანდა ბაღათურიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო.

„პირდაპირ ცრუ მოწმის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო ეს. აი, აქ დგას, პროცესის მიმდინარეობისას ეზოში მანქანაში. მოიყვანა თავისი მონა მომწეები და აკონტროლებდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვერცერთმა ვერ დამადო ხელი. ძალიან უნდოდათ პატიმრობა, მაგრამ მიხვდნენ, რაც ხდებოდა გარეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო პროცესზე და არ ქნეს, თუმცა შსს-ს ძალიან უნდოდა მე და ანა ყურაშვილი გავეშვი პატიმრობაში“, – განაცხადა მირანდა ბაღათურიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გოგა ხაინდრავა: EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!გადაწყვეტილება კონცლაგერების აღდგენის შესახებ რეზოლუციებში ჯერ არ ჩანს თუმცა შერჩევა სავარაუდო ტუსაღების!პორნოლიბერალების მტრების დაიწყო! Heil!“, - წერს გოგა ხაინდრავა.  

CBS – მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS-ი რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და მისი მოადგილე, ალექს ვონგი თანამდებობებს 1 მაისს დატოვებენ.ცნობისთვის, მარტში მაიკ უოლცი სკანდალში გაეხვა, როდესაც Signal-ის ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები “ჰუსიტების” წინააღმდეგ დარტყმებს განიხილავდნენ, მაიკ უოლცმა შეცდომით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.

რუსეთი არასდროს დაუშვებს უკრაინის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას – რუსეთის საგარეო უწყება

კიევი და მისი მხარდამჭერი დასავლეთის ქვეყნები ხელმძღვანელობენ „კანიბალური ინსტინქტით“, როდესაც სურთ უკრაინის აღდგენა 1991 წლის საზღვრებში, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთ სცენარს.„აშკარაა, რომ კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების უშედეგო, უსაფუძვლო პრეტენზიების უკან, რომ უკრაინა 1991 წლის საზღვრებში აღდგეს, ყველაფერი რუსულის განადგურების კანიბალური ინსტინქტია. რა თქმა უნდა, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთი სცენარის განხორციელებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამერიკელმა სპეციალისტებმა ABET აკრედიტაციის მაძიებელი რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის მზაობის შესახებ დასკვნა წარმოადგინეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შემაჯამებელ შეხვედრამდე ABET ჯგუფს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შეხვდა და, ამერიკელ ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად, ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან შესრულებული სამუშაო განიხილა და მოსალოდნელ პერსპექტივებზე იმსჯელა.საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთდროულად ხუთ ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას ამზადებს: ენერგეტიკის ფაკულტეტის „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, სამშენებლო ფაკულტეტის „სამოქალაქო ინჟინერია“, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული ინჟინერია“, „კომპიუტერული მეცნიერებები“ და „ბიოსამედიცინო ინჟინერია“.შემაჯამებელ შეხვედრაში სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, კლემსონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჯო ტერნერი, სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების (აშშ) პროფესორი ფრენსის ედვარდ ნოელი, მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი უილიამ ჰენრი ჰაითერი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ABET აკრედიტაციის მაძიებელი პროგრამების ხელმძღვანელები და ხარისხის მართვის მენეჯერები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის სამუშაო ვიზიტის მისია საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და ABET საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისთვის უნივერსიტეტის საინჟინრო პროგრამების მზადების პროცესის კონსულტირება, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების ABET სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვა და ამ მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა იყო.ვიზიტის ფარგლებში ABET ჯგუფმა საკონსულტაციო შეხვედრები ჩაატარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე საერთაშორისო აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ABET მოსამზადებელ ჯგუფებთან და აკადემიურ პერსონალთან. განიხილეს საბაკალავრო პროგრამების თვითშეფასების ანგარიშები, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტური მასალები და დეტალურად გაეცნენ სასწავლო ინფრასტრუქტურასა და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას. ABET ექსპერტ-კონსულტანტების შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები უდავოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს.როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე ABET ჯგუფის ხელმძღვანელმა, კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯო ტერნერმა აღნიშნა, წინასწარი დასკვნის საფუძველზე, სავსებით შესაძლებელია 2026-2027 ABET შეფასებების ციკლისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე წარდგენა.„დასაფასებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური კორპუსის ძალისხმევა და მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ხუთმა საგანმანათლებლო პროგრამამ, ახლო მომავალში, ABET აკრედიტაცია მოიპოვოს. ჩვენ უკვე, სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩატარდა მოცულობითი სამუშაოები, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები და დიდი იმედი მაქვს, 2026-2027 წლებში ხუთივე პროგრამა ABET აკრედიტაციას მოიპოვებს. მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი ჩაერთვებიან ამ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამაში“, - განაცხადა ჯო ტერნერმა.სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, იმს ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.„ABET ექსპერტ-კონსულტანტებთან სამუშაო შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული პროგრამისთვის და მათი განმახორციელებელი პერსონალისთვის, ასევე, ზოგადად, უნივერსიტეტისთვის, რადგან ეს საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტების მხრიდან გაცემული აკადემიური პროგრესის შემაჯამებელი შეფასებაა. საგულისხმოა, რომ 2023 წელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, პირველად ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში, მოიპოვა ABET აკრედიტაცია, რაც დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგი იყო. ამ რთულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვართ, 2026 წელს უნივერსიტეტი სრულად იქნება მზად საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად და შესაბამისად, ხუთივე პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამების კომისიებში“, - ამბობს ირინე გოცირიძე.ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ ახალგაზრდობის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გახსნისთვის. ვიცე-რექტორის თქმით, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გაიღო, კეთილშობილურ მიზანს ემსახურება.„ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მიღებით, გზას ვუხსნით ჩვენს ახალგაზრდებს, რათა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების განათლება და პრაქტიკული უნარები, რაც მათ მსოფლიო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან პირობებში დააყენებს და ღირსეულად დასაქმებაში დაეხმარება. საგულისხმოა, რომ ABET ჯგუფთან შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიული ბაზა არ ჩამოუვარდება ამერიკის შეერთებული შტატების ტოპ ათეულში შესული უნივერსიტეტების ლაბორატორიებს. ეს ჩვენი უნივერსიტეტის უდიდესი მიღწევაა. ამ მიმართულებით დასაფასებელია ყველა იმ ადამიანის წვლილი, ვინც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამართული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება უზრუნველყო. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, გვინდა მადლობა ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - მათი მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვართ, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ და ვიმედოვნებთ, ხუთივე პროგრამა - რექტორის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროგრამის ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით - საერთაშორისო აკრედიტაციას ღირსეულად მოიპოვებს. შედეგი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოზიციებს გააძლიერებს, ჩვენი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლებისა და საერთაშორისო დიპლომის მიღების შესაძლებლობებს გაზრდის, რითაც ჩვენი ახალგაზრდების მომავალი გარანტირებულად უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვართ, ორ წელიწადში შევძლებთ თამამად განვაცხადოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სტუდენტებს, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებს, ერთდროულად ამდენ საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლას შესთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ ლომინაძე.ცნობისათვის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ინჟინერიის, საინჟინრო ტექნოლოგიების, გამოყენებითი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების განათლების ხარისხის მონიტორინგზე, შეფასებასა და სერტიფიცირებაზე. ABET-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამებს, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 180 000-ზე მეტი სტუდენტი ამთავრებს, მათ შორის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) და სხვ.

დავით კაჭარავა – პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი დავით კაჭარავა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.სხვა საკითხებთან ერთად მან საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:„სპორტსმენები მაქსიმალისტები ვართ. ყველა თამაშში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება, ეს ისტორიული შედეგი უნდა იყოს. პლეი ოფში იმ დონის გუნდები გადიან, თუ პლეი ოფის პირველ ეტაპსაც წარმატებით გაივლი, მაშინ ბოლომდე შეგიძლია გახვიდე.თან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თან რეალისტები – მომავალ მსოფლიოს თასზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება. დავით კაჭარავამ ახალ პროექტ შავ ლომზეც ისაუბრა:„შავი ლომი“ ქართული რაგბის გარდამტეხი პროექტია. მოგეხსენებათ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყოველწლიურად დიდ გუნდებთან გვქონდეს ხშირი მატჩები. „შავ ლომში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების მორეგბეები, რომლებსაც აქვთ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისახება.„შავი ლომი“ კიდევ სამი წლის განმავლობაში ითამაშებს ჩელენჯ თასზე. გარდა ამისა, ლაპარაკია URC-ზე რომელიც კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირია“, – დასძენს დავით კაჭარავა.

ბოლო სიახლეები