ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წლის ასაკს მიუღწეველი დის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა – მსჯავრდადებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

“თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე  დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დის შვილს.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის მერე მიმართა, ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება დადასტურდა.

ვინაიდან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის  გაუპატიურება 2013 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)) და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად  ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსჯავრდადებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და საერთაშორისო თანამშრომლობის  ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.” – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები