თბილისის მერია მოსახლეობას საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარებას სთავაზობს

Read Time:36 Second

კამპანიის „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარებას სთავაზობს.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ნაგვის კონტეინერებში მოხვედრა, რაც თავიდან უნდა იყოს არიდებული.

„ჩვენი, ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში იწყებს აქციას, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ჩაბარება შესაძლებელი იქნება ვაკის პარკში, კიკვიძის ბაღში, რიყის პარკში, ვერის ბაღში ამისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილებზე. ჩაბარების შემდეგ ისინი დამუშავდება და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება.

კახა კალაძის დავალებით მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარების შესახებ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება
Next post “როდესაც შვილებს ასე დალოცავთ, ნახავთ ოჯახში როგორი სიყვარული და სიმშვიდე შემოვა”