თბილისში 21-23 მარტს ძიუდოში დიდი სლემის ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 37 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.
ტურნირამდე წილისყრა ჩატარდა და შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენებმა მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს. შეჯიბრების ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს სამივე დღეს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
-60 კგ
ნიკა ხუზაურაშვილი აზერბაიჯანელ ჰუსეინ ალაჰიაროვს შეხვდება, ამირან დარბაისელი – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით გამომსვლელ აჩიტი დომბუუს, ჯაბა პაპინაშვილი – მურად მურადლის ასევე აზერბაიჯანიდან, თორნიკე მაზიაშვილი კი – კამოლიდინ ბახტიოროვს (უზბეკეთი).
– 66 კგ
თემურ ნოზაძის მეტოქე კონრად შოკა (ძიუდოს საერთაშირისო ფედერაცია) იქნება, ლაშა ნადირაძე აზერბაიჯანელ ნაზირ თალიბოვს დაუპირისპირდება, ლუკა საგანელიძე ასევე აზერბაიჯანელ რაშად იელკიევს, ხოლო ხვიჩა გაფრინდაშვილი – უნგრელ ბენჩე პონგრაცის.
– 73 კგ
ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობას სომეხ არტაკ ტოროსიანთან შეხვედრით დაიწყებს, მიხეილ ბახბახიშვილი კვიპროსელ ხრისტოს დიმიტრიადისს დაუპირისპირდება. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ლუსიან ბორს დუმიტრესკუსა (რუმინეთი) და ედოარდო მელას (იტალიას) შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო გიორგი ჩიხელიძე – ან კაზბეკ ნაგუჩევს (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ან საიხან შაბიხანოვს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია).
– 81 კგ
ზაურ დვალაშვილის მეტოქე მაგერამ იმამვერდიევსა (აზერბაიჯანი) და იანივ აგრონოვს (ისრაელის) შორის გამარჯვებული იქნება, ვლადიმერ ახალკაცი ურთიერთობას ჰლებ ხატკუსკისთან (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) გაარკვევს, კოტე კაპანაძე კენიელ ბრაიან ჩელიმოს შეხვდება, ხოლო ირაკლი ბეროშვილი – შვეიცარიელ ორელინ ბონფერონისს.
– 90 კგ
ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ლუკა მაისურაძე მერვედფინალში ნიდერლანდელ მარ ვან დაიკსა და მონღოლ გან-ერდენე ცერენბატს შორის გამარჯვებულს შეხვდება, სოსო ებილაშვილი – ბოსნიელ ტონი მილეტიჩს. გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ წრეში ტაჯიკ შოდმონ რიზოევს დაუპირისპირდება, ხოლო თავის შეხვედრას ნიკა ხარაზიშვილი ფრანგ ალექს მატიუს წინააღმდეგ ჩაატარებს.
– 100 კგ
ილია სულამანიძის მეტოქე გერმანიის სახელით გამომსვლელი გიორგი უძილაური იქნება. ნიკოლოზ ზაალიშვილი კვიპროსის წარმომადგენელ გეორგიოს კრუსანიოტაკისს შეხვდება, იმედა გოგოლაძე – აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს, ხოლო ისლამ წინწალაშვილი – ყირგიზ არტურ სანსიზბეკოვს.
+ 100 კგ
წონის მთავარი ფავორიტი გურამ თუშიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით გამომსვლელ იბრაგიმ მარგიევს შეხვდება, საბა ინანეიშვილის მეტოქე გონჩიგსურენ ბატხუიაგს (მონღოლეთი) იქნება, გაბო მუკბანიანი ნიდერლანდელ იურ სპიიკერსს შეხვდება, ირაკლი დემეტრაშვილიც ნიდერლანდელ მეტოქეს დაუპირისპირდება – იელე სნიპესს.
– 48 კგ
ქალთა შორის უმსუბუქეს წონაში ჯულიეტა როდონაიას მოწინააღმდეგ ბრაზილიელი კლარის რიბეირო იქნება.
– 52 კგ
ანანო მორგოშია კენიელ შარონ ნდუნჯეს ბარიერის დაძლევას შეეცდება.
– 57 კგ
ამ წონაში ოთხი ქართველი გოგონა გამოვა. ნინო წიკლაური ავსტრიელ ვერენა ჰიდენს შეხვდება, ნინო ლოლაძე – ქსენია დანილოვიჩს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია), სოფიო ბედოშვილი – ქსენია გალიცკაიას (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ბრაზილიელ ბიანკა რეისსა და აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადას შორის გამარჯვებულს.
– 63 კგ
გვანცა მჭედლიშვილი პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე წრეში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს, ოლიმპიურ ჩემპიონ კლარის აგბენენუს შეხვდება.
– 70 კგ
მარიამ ჭანტურიას მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კელი პეტერსენ პოლარდი იქნება.
+ 78 კგ
სოფიო სომხიშვილი საფრანგეთის ნაკრების წევრს რომან დიკოს შეხვდება.