თბილისში მოზარდი, მეოთხე კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თამაშის დროს სარდაფში შუშის ნამსხვრევზე დაეცა, რის შემდეგაც დაიღუპა.
ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, N142 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა – დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს. ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, რომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს. მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის. სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას“, – ნათქვამია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.