სამშაბათი, ივლისი 1, 2025

თამარ ხულორდავა – რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დაგვიანებული არ არის. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამგანუცხადა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისადმი სრულიად სოლიდარულია.

“ეს ნაბიჯი დაგვიანებული არ არის. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს იმ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება ახლა მიიღეს. საქართველომ ამ აქტით მხარდაჭერა და თანადგომა ცივილური და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ გამოხატა”, – განაცხადა ხულორდავამ.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია

ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოისვლისას განაცხადა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.„დღეს ჩვენ მეზღვაურის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღის აღნიშვნით ჩვენ პატივს მივაგებთ მეზღვაურთა თავდაუზოგავ შრომას და მათ უნიკალურ წვლილს საერთაშორისო ნაოსნობაში, მსოფლიო ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარებაში. დღეს ასევე ვიხსენებთ ყველა იმ მეზღვაურს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე საზღვაო საქმეს მიუძღვნეს. მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის საზღვაო ისტორიის საამაყო ნაწილია. თითოეული ქართველი მეზღვაური ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ. ეს არის ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და სანდოობის აღიარება საერთაშორისო დონეზე. ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წუთებშიც ათასობით ქართველი მეზღვაური საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ამის დასტურია საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციასთან მიერთება, რომელიც თებერვლიდან შევიდა ძალაში და მეზღვაურთა უფლებების მთავარ გარანტიას წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის...

სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაერთი რეფორმა გატარდა მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში, დაინერგა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები და ამ მიმართულებით რეფორმების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.„საქართველო 1993 წლიდან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრია და აქტიურად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ამის დასტურია წელს წარმატებით გავლილი საერთაშორისო აუდიტი და ორგანიზაციის „თეთრ სიაში“ სტაბილური, მრავალწლიანი ადგილი.ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დარგის შემდგომ განვითარებაზე. მნიშვნელოვანი პროექტია საზღვაო სექტორის გაციფრულება. გასული წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ეროვნული საზღვაო „ერთი ფანჯრის სისტემა“, რომელმაც უკვე გაამარტივა ნავსადგურებში გემების შესვლა-გამოსვლის პროცედურები. გარდა ამისა, ნავსადგურში ლოგისტიკური პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ახალ ელექტრონულ პლატფორმას ვნერგავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით.„ჩვენ სულ უფრო მეტად ვხდებით ევროპასა და აზიას შორის საიმედო დამაკავშირებელი რგოლი „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მეზღვაურების როლსა და მნიშვნელობას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ მეზღვაურს. თქვენი გმირული შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს წინსვლა. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურის დღეს. გისურვებთ მშვიდ ზღვას, უსაფრთხო ნაოსნობას და ყოველთვის მშვიდობით დაბრუნებას სამშობლოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკა გვარამია – ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს, ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით, ოლიგარქია უნდა დაემხოს

ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს. ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.როგორც გვარამია აღნიშნავს, არაფერს არც სივრცე, არც დრო და არც აზრი აღარ რჩება, როცა მეორე მხარეს სამშობლოს გადარჩენა დგას.„ჰეი, ჯალათო ჯვებევ, ყური დაადე მიწას და კარგად მოუსმინე: „მოდის, რევოლუცია მოდის“.ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით.არაფერს არც სივრცე, არც დრო და არც აზრი აღარ რჩება, როცა მეორე მხარეს სამშობლოს გადარჩენა დგას.Amicus Plato…ოლიგარქია უნდა დაემხოს“, – აღნიშნულია ნიკა გვარამიას პოსტში.

მიხეილ ყაველაშვილი – თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს უფრო დაფასებულია, სწორი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა

თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.მიხეილ ყაველაშილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.„გილოცავთ შორეულ ნაოსნობასა და ჩვენს გვერდით მყოფ მეზღვაურებს, ამ სფეროს ვეტერანებსა და მათი ტრადიციების გამგრძელებელ მომავალ თაობას! მომავალო მეზღვაურებო, გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში,“- განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს უნიკალურ გეორგაფიულ მდებარეობასა და მსოფლიო ნაოსნობაში ქვეყნის გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება.„საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებაში საზღვაო სექტორის როლი განსაკუთრებულია. სახელმწიფო მრავალი მიმართულებით მუშაობს, რათა არსებული პოტენციალის სრულად ათვისება განხორციელდეს. მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ფონზე, საქართველომ მოახერხა უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ჩვენს ქვეყანას სანდო და საიმედო პარტნიორად აქცევს. ხელისუფლების ფრთხილი და გონივრული პოლიტიკით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროპისა და აზიის ყველაზე მოკლე და უსაფრთხო დამაკავშირებელი გზის ნაწილი. დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული როლი, რომელიც თითოეული ქართველისთვის „აბრეშუმის გზის“ სახელით არის ცნობილი,“- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული, საზღვაო-საგანმანათლებლო სისტემის მაღალი დონე, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადების შესაძლებლობას იძლევა. ამას კი ქვეყანაში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნის ყოველწლიური ზრდაც მოწმობს – ამჟამად საქართველოში 19000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.„მეზღვაურობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც ნებისყოფას, დისციპლინას და სიმტკიცეს მოითხოვს. საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული ზღვაოსნების სამშობლო, რასაც ქართული ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია უდევს საფუძვლად,“- განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მეზღვაურის პროფესია ბევრ გამოწვევასთან და რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგო.მიმართვის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიის ერთგულებისათვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

“ყველა კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ მათი 7 ნომერი…” – მაკალისტერი პსჟზე

არგენტინის ნაკრებისა და "ლივერპულის" ნახევარმცველმა, ალექსის მაკალისტერმა, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, "პარი სენ-ჟერმენის" მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გამოხატა. მაკალისტერმა ფრანგულ გრანდს „მსოფლიოს საუკეთესო გუნდი“ უწოდა და ხაზი გაუსვა კლუბის თამაშის სტილს, დისციპლინას და შემადგენლობას.მაკალისტერმა გამორჩეულად აღნიშნა "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე, 7-ნომრიანი შემტევი — ხვიჩა კვარაცხელია. არგენტინელის თქმით, ეს ფეხბურთელი ნამდვილი ვარსკვლავია და დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი თამაშით.„მათ თამაშს რომ უყურებ, გრძნობ, როგორ სწრაფად და ორგანიზებულად მოქმედებენ. ყველა ფეხბურთელი მოძრაობაშია, ბურთთან საოცრად თავდაჯერებულები არიან. ნამდვილად ტოპ-დონის გუნდია“, — განაცხადა მაკალისტერმა YouTube-შოუში La Casa del Kun, რომელსაც ყოფილი ფეხბურთელი სერხიო აგუერო უძღვება.

ბოლო სიახლეები