სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

თამარ ჩიბურდანიძე: წამების პრევენციის საბჭო მწამებელი სააკაშვილის ბედით დაინტერესდა

დიდი ინტერესით ველით წამების პრევენციის საბჭოს დასკვნას. ასევე, ველით შეფასებებს დღევანდელი და მაშინდელი ციხის მდგომარეობის, პატიმართა უფლებების დაცვის შესახებ. განსხვავება სასიკეთოდ იმდენად თვალშისაცემია, რომ გაუჭირდებათ ამის დამალვა, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

როგორც ის აღნიშნავს, საბჭოსგან ერთადერთი ობიექტური დასკვნა შეიძლება არსებობდეს – მწამებლები არ შეიძლება იყვნენ ლუქს პალატაში და მათი ადგილი ციხეშია, თუმცა, ჩიბურდანიძე ეჭვობს, რომ წამების პრევენციის საბჭო საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიგზავნა.

„რამდენჯერ ინატრა ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამ საბჭოს საქართველოში ჩამოსვლა. რამდენმა მისწერა მაშინ წერილი ევროსაბჭოს, რომ შეესწავლათ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები ადამიანების, განსაკუთრებით კი პატიმრების ბედი, მაგრამ ამაოდ.

დღეს კი ევროპის წამების პრევენციის საბჭო საქართველოში მწამებელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდა. დიდი ინტერესით ველით მათ დასკვნას. ასევე, ველით შეფასებებს დღევანდელი და მაშინდელი ციხის მდგომარეობის, პატიმართა უფლებების დაცვის შესახებ. განსხვავება სასიკეთოდ იმდენად თვალშისაცემია, რომ გაუჭირდებათ ამის დამალვა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლას, წამების პრევენციის საბჭო მხოლოდ ერთ დასკვნას თუ დადებს – მწამებლები არ შეიძლება იყვნენ ლუქს პალატაში, მათი ადგილი მხოლოდ ციხეშია.

ვეჭვობ, წამების პრევენციის საბჭო მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოგზავნილი საქართველოში, რათა კიდევ ერთი განცხადება გააკეთონ სააკაშვილის ეგრეთ წოდებული „წამებისა და არაადამიანური“ მოპყრობის შესახებ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეყოფათ გამბედაობა და კიდევ ერთ შეურაცხყოფას არ მოგვაყენებენ ქართველ ხალხს“, – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ - ერთი წლის შემდეგ, როცა პარტიამ აღიარა დაშვებული შეცდომები, მათ შორის მანდატებზე უარის თქმაც.ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ ახსნა მოუძებნონ საკუთარ განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის არალეგიტიმურობას ეხებოდა.პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, პარტია რუსუდან თევზაძემ დატოვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა საფუძველი მსგავსი ბრალდებებისთვის.როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პარლამენტში ყოფნით, გახარიას პარტიას ახლა მაინც შეეძლება საკუთარი მხარდამჭერების ხმა რეალურად გამოხატოს და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

ბოლო სიახლეები