პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სუს-ის 2024 წლის ანგარიშს მედიასთან ეხმიანება. ”
სუს-მა ანგარიშში გამოიტანა ის, რასაც თავად ამბობდნენ [ოპოზიციონერი ლიდერები], ოღონდ ფაქტობრივი, დოკუმენტური დასაბუთება გააკეთა”- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ უწყების 2024 წლის ანგარიშში გამოტანილია ის ფაქტები, რასაც თავად აცხადებდნენ ოპოზიციური ლიდერები.
ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა იზოლირებულია და ამას ადასტურებს დონალდ ტრამპის მრჩევლის განცხადებებიც, სადაც მან განაცხადა, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებისთვის თანხებს ვეღარ გაიღებდა. „სუს-ის ანგარიშში ეჭვს ვერ შეიტანს ვერავინ იმიტომ, რომ თვითონ ოპოზიციური ლიდერები ამას ღიად აცხადებდნენ- უნდა გადავკეტოთ გზები, მოვაწყოთ ამბოხიო. იარაღზეც საუბრობდნენ – შიშველი ხელებით რევოლუციას ვერ მოვაწყობთო. აქედან გამომდინარე, სუს-მა ანგარიშში გამოიტანა ის, რასაც თავად ამბობდნენ [ოპოზიციონერი ლიდერები], ოღონდ ფაქტობრივი, დოკუმენტური დასაბუთება გააკეთა. რა თქმა უნდა, მათი [ოპოზიციის] მიზანი არის ქვეყანაში არეულობა. სანამ ევროპას, ჯერ კიდევ, ხელმძღვანელობს და ევროპაში მძლავრობს ჩრდილოვანი მმართველობა, საქართველოში ყოველთვის იქნება არეულობის მცდელობა ამ ოპოზიციის ხელში, რადგან ეს ოპოზიცია არის მათი [ევროპის ჩრდილოვანი მმართველების] დაკვეთების შემსრულებელი. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ევროპაში აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია.
დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დღეს გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება. მან თქვა, რომ ამერიკას 33 მლრდ დოლარი ვალი აქვს და ამ პირობებში, აშშ ფულს ვეღარ გაიღებს ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროპამ თავად უნდა მიხედოს თავის უსაფრთხოებას, თვითონ უნდა გააკეთოს დონაცია. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ უნდა გაემიჯნოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, როგორიც არის პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და ა.შ. რატომ გააკეთა ასეთი განცხადება ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში? რასაც ჩვენ ვსაუბრობდით – ევროპას აქვს საფრთხე, რომ დაიშალოს, გაიყოს რამდენიმე ნაწილად და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპად დანაწილდეს,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.