პარასკევი, იანვარი 23, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას. ხალხს შეუძლია ღიად დაინახოს, სად არის სიმართლე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც პიროვნული და პოლიტიკური კულტურა აქვს და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შეცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და ხალხს ღიად დაანახებს, სად არის სიმართლე.„თანამედროვე გლობალურმა პოლიტიკამ თითქმის დაივიწყა კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა – „პოლიტიკური დებატები“. ამას თავისი მიზეზი აქვს – დებატები ყველაზე რთული ფორმაა და ამის უნარი მცირედს თუ შესწევს. პოლიტიკური დებატები მოითხოვს უპირველესად პიროვნულ და პოლიტიკურ კულტურას, შეურაცხყოფის გარეშე საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, უტყუარ ფაქტებსა და მყარ არგუმენტებს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურ კომუნიკაციებში დებატებს ბრძოლის მთავარ იარაღს უწოდებენ. ვისაც ეს უნარი არა აქვს, ის ძლიერი პოლიტიკოსი ვერ არის. სწორედ ამ გამჭვირვალობას გაურბიან პოლიტიკოსები, როდესაც დებატებზე უარს ამბობენ.

დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური ურთიერთობები თითქმის მთლიანად ამოვარდნილია „პოლიტიკური კომუნიკაციების“ სტანდარტებიდან. ამ ტრანსფორმაციის ავტორი თავად დასავლეთი და კონკრეტულად დონალდ ტრამპია. მისი ახალი ხელწერა „ღიაობის“ და „პირდაპირობის“ პრინციპებზეა დაფუძნებული და თითქოს ავთენტურობის ელფერს სძენს, სინამდვილეში კი პოლიტიკური თამაშების ახალი მეთოდია. ზოგადად, „პოლიტიკური კომუნიკაციები“ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა არის „გაყიდვადი“ იმ დროისთვის ხალხში. როგორც ჩანს, საზოგადოებას მოჰბეზრდა ბრჭყვიალა პიარით კარგად შეფუთული პოლიტიკა და უცხოელი ლიდერებიც თამაშის ახალ წესებზე გადავიდნენ.

„პოლიტიკურ ღიაობას“ ქართველი ხალხი არ განუცვიფრებია, რადგან 2012 წლიდან შეჩვეულნი იყვნენ ღია პოლიტიკას და ხმაურის გარეშე გაკეთებულ სახალხო საქმეს. ისიც კარგად ახსოვთ, როგორ შოკში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა მისი პირდაპირობით მტერიც და მოყვარეც. თავდაპირველად კომუნიკაციის „უხეში“ ფორმა, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, დღეს უკვე ქართული პოლიტიკის სტანდარტად იქცა. სიმართლე უხეშია, მაგრამ საჭირო. ამით მსოფლიოს პოლიტიკური კომუნიკაციების ტრანსფორმატორებს დავასწარით და ახალი წესები დავამკვიდრეთ ქვეყანაში.

დღესაც, პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და საზოგადოებას აძლევს საშუალებას, ღიად დაინახოს სად არის სიმართლე. პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც აქვს პიროვნული და პოლიტიკური კულტურა და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

The Wall Street Journal: ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება

მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება და მზადაა 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ კამპანია დააფინანსოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან სენატორობის კანდიდატს უკვე გამოუყო 10 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მისი დაძაბული ურთიერთობები გამოსწორდა.The Wall Street Journal-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ კვირებში მასკის პოლიტიკურმა გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა პოტენციურ ქვეკონტრაქტორებთან, რომლებიც ციფრული პროექტების განვითარებისა და შეტყობინებების გაგზავნის პროგრამებზე იმუშავებენ.როგორც გამოცემა იუწყება, 2024 წელს მასკმა თითქმის 300 მილიონი დოლარი დახარჯა ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ მხარდასაჭერად, რის გამოც ის აშშ-ის უმსხვილეს პოლიტიკურ დონორად იქცა. ახლანდელი დაახლოება, როგორც გამოცემა წერს, განიხილება, როგორც პრაგმატული ალიანსი, რომელიც მასკს შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნოს გავლენის არხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ხოლო თეთრ სახლს - ჰქონდეს წვდომა მის რესურსებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან მაისამდე მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ტრამპისა და მასკის ურთიერთობები გაფუჭდა.

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების მიზეზი მთავრობის მიერ 2026 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარლამენტის თანხმობის გარეშე გატარება იყო.პირველ ვოტუმს 269 დეპუტატმა დაუჭირა მხარი , თუმცა საჭირო 288 ხმა იყო. მეორე ვოტუმს, რომელიც ულტრამემარჯვენეებმა წარადგინეს, კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა.როგორც მედია წერს, რამდენიმე თვის განმავლობაში ბიუჯეტთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, ამიტომ ქვეყანა ჯერ კიდევ გასული წლის ბიუჯეტით მუშაობს.მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი საბოლოოდ იქნება დამტკიცებული.

კახა კალაძე – მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა

შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.„ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა. აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი-ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ტელეკომპანია „პირველის“ კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს მათ სატელევიზიო დებატებში, განაცხადა, რომ აქამდე აღნიშნული ტელევიზია მხოლოდ სიცრუის გავრცელებით შემოიფარგლებოდა.„ტელეკომპანია „პირველი“ დაკავშირებულია სიცრუესთან, სიყალბესთან. როდესაც დებატებზე ვსაუბრობთ, საუბარია ჯანსაღ საზოგადოებაზე. თქვენი ტელევიზია შემოიფარგლებოდა სიცრუით. ეს ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია ვთქვა. თქვენ სასამართლოც გაქვთ წაგებული სიცრუის გამო. მოგიწევთ, დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღურობაზე, რა გადაცემებსაც აკეთებთ. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.კახი კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – ვინ რა შემთხვევაში დაჯარიმდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, კერძოდ, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს.

მედიის ცნობით, აბუ დაბიში აშშ, უკრაინა, რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკება დაიწყო

აბუ დაბიში აშშ, უკრაინა, რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკება დაიწყო, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.გავრცელებული ინფორმავიით, უცნობია, იმყოფებიან თუ არა ერთ ოთახში უკრაინელი და რუსი მაღალჩინოსნებიშეგახსენებთ, რომ დღეს აბუ დაბიში შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი იგორ კოსტიუკოვი, ასევე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

ბოლო სიახლეები