პარასკევი, მაისი 9, 2025

თამარ ჩიბურდანიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი რამდენიმე თვეა შეტანილია ევროპარლამენტში და არ იყო გასაჯაროებული, იმიტომ, რომ იგივე კანონპროექტის გამო ლამის ქვეყანა დაგვამხვეს თავზე

დღეს ევროპარლამენტის კომისიებში იწყება ზუსტად იმ კანონპროექტის, (ოღონდ არა ისე მსუბუქს, როგორიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში, არამედ ძალიან მკაცრის) განხილვა, რომელზედაც ლამის მთელი საქართველო ფეხზე დააყენეს რუსთაველზე და ჩვენ დემარში მოგვიწყვეს, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.

ჩიბურდანიძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში „აგენტების შესახებ კანონი“ რამდენი თვეა შეტანილია, მაგრამ განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

„დღეს ევროპარლამენტის კომისიებში იწყება ზუსტად, იმ კანონპროექტის, (ოღონდ არა ისე მსუბუქს, როგორიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში, არამედ ძალიან მკაცრის) განხილვა, რომელზედაც ლამის მთელი საქართველო ფეხზე დააყენეს რუსთაველზე და ჩვენ დემარში მოგვიწყვეს, პოლიციელები დაწვეს და ა.შ. შემდეგ ამ ქმედებას ამართლებდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები (ყველაზე არ ვსაუბრობ), „ნაცმოძრაობის“და დესტრუქციული ოპოზიციის ლობისტები. კანონპროექტი წარდგენილია იგივე სახელით – „აგენტების შესახებ კანონი“. ამ სიტყვაზე ხომ ატყდა აქ ერთი ამბავი, ვინ არის „აგენტი“, როგორ შეიძლება მე ვიყო აგენტი და ა.შ. ჩვენ გვქონდა ამერიკული კანონ FARA-დან გადმოტანილი, ოღონდ ძალიან მსუბუქი სახით. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ეს კანონი მიღებული, ინგლისს, კანადას, ბრაზილიას, ავსტრალიას, ევროპის 7 სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთსაც.

ვისაც აქვს მიღებული, ყველგან უმკაცრესია ეს კანონი და ყველას აქვს თავიანთი ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენ არ გავაკეთეთ ეს. ჩვენ ყველაზე მსუბუქი ვარიანტი შევთავაზეთ საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ხომ ხედავთ რა მოხდა.

ახლა ევროპარლამენტის კომისიებში იწყება იმ კანონის განხილვა, რომელზედაც საქართველოში ჩვენ პირადად – „ხალხის ძალას“ გვეძახეს რუსეთუმეები, პუტინისტები, არ ვიცი, რა არ გვაკადრეს – ენით აღუწერელი ბულინგი იყო. წარმოიდგინეთ პროფესორებს რომ სტუდენტებს აგიმხედრებენ. მაგალითად, ჩემს უნივერსიტეტში რეკავდნენ და პირდაპირ ითხოვდნენ, ჩიბურდანიძე გაუშვით უნივერსიტეტიდან თორემ.. და იყო სერიოზული მუქარა.

სხვათა შორის, მე მაქვს ინფორმაცია ჩემი ევროპელი მეგობრებისგან, რომ ეს კანონპროექტი რამდენიმე თვეა შეტანილია ევროპარლამენტში და არ იყო გასაჯაროებული, რატომ? – იმიტომ, რომ მათ სინდისი აწუხებთ.

იგივე, ოღონდ უფრო მსუბუქ კანონპროექტზე, რომელზეც საქართველოში, თვითონ ევროკავშირმა, ევროკავშირის ელჩმა, ევროპის სახელმწიფოებმა, არ ვიცი საკუთარი ნებით, თუ სხვისი დაძალებით, ლამის რევოლუცია მოგვიწყვეს და ქვეყანა დაგვამხვეს თავზე, უფრო რთული კანონპროექტი განხილვას იწყებენ. ეს გადადეს და გაახანგრძლივეს იმიტომ, რომ არაეთიკურია და არასამართლიანი მათი მხრიდან. მათ ჰგონიათ, რომ ეს თემა წარსულში დარჩება, მაგრამ „ხალხის ძალა“ ამას არ დავტოვებთ ამ თემას წარსულში“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები