თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა რომ არჩევნები წააგოს, მეწყერი უნდა გამოვიწვიოთ

Read Time:41 Second

ბიძინა ივანიშვილმა რომ არჩევნები წააგოს, მეწყერი უნდა გამოვიწვიოთ. იმიტომ მომწონს iს პროცესი, რაც ქუჩაშია რომ საარჩევნო მეწყერის გამოწვევის პოტენციალს ატარებს,-  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილმა რომ არჩევნები წააგოს, ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, 2, 5 და 7 %-ით ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს არ წააგებს, მეწყერი უნდა გამოვიწვიოთ და იმიტომ მომწონს ეს პროცესი, რაც ქუჩაშია რომ საარჩევნო მეწყერის გამოწვევის პოტენციალს ატარებს და ეს მიხარია ამ ყველაფერში. ანუ ბიძინა ივანიშვილი სადღაც მესამედზე უნდა ჩამოვარდეს სულ მცირე 30%-ზე. ნაცებზე კიდევ ნაკლები უნდა აიღონ, იმიტომ რომ ისინი დასავლეთს უფრო მეტად ეყრდნობოდნენ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, როგორც ვხედავთ. დანარჩენ 70%-ს რომელიც წინააღმდეგობის ხმები უნდა იყოს და რომელზედაც ჩვენ სამუშაო გვაქვს, ამაში დაგვეხმარება ზუსტად სალომეს პროცესი, გაცილებით უფრო იოლად აკრეფს რამდენიმე ცენტი, პოლონეთის მაგალითი გამოგადგება ამ შემთხვევაში, ვიდრე ერთი სია”,- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: ადამიანის ბუნება – ეს არ არის რაღაც სიცარიელე ან არარაობა, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ღმერთის შვილობას, როგორც საფუძველს
Next post ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, ასეთი უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის გაუგებარი და მიუღებელი