ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026

თამარ ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილზე: კარგად მიდის თუ გაიტანს

ივანიშვილი და პატივცემული კობახიძე სულმთლად რუსეთის ნაწარმია – ივანიშვილმა პირად გუბერნიად და პუტინის საწარმოდ აქცია [საქართველო], – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობ, ოპოზიციამ იმედი გამოთქვა, რომ იქნებ როგორმე ერთხელ მაინც იპრეზიდენტოს და რაში გამოიხატება ახლავე გეტყვით. მას [სალომე ზურაბიშვილს] ჰქონდა მართლა ძალიან მკვეთრი და საინტერესო სიტყვა უთუოდ. მე მისთვის კრიტიკა არასდროს მომიკლია, მაგრამ ობიექტურად მინდა შევაფასო. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მკვეთრი “მესიჯებით” დასავლურობის კუთხით, ამ გზაზე. მან ძალიან სერიოზული შენიშვნები მისცა [უმრავლესობას], პრაქტიკულად უთხრა, რომ თქვენ ცუდ გზას დაადექით ამ ვექტორის ცვლის თვალსაზრისით. უბრალოდ, მე დავწერე კიდეც [პლენარული სხდომის] მიმდინარეობისას, კარგად მიდის თუ გაიტანს-მეთქი და რას გულისხმობს ეს. ყოველთვის ეპოტინები ბოლო იმედს. განა ეს ჩემი კაპრიზი, ან მხოლოდ ჩემი სურვილია. ძალიან საინტერესო ფრაზამ გაიჟღერა იქ, რომ „ყველა ბერკეტს გამოვიყენებ“. თუ ყველა ბერკეტს გამოიყენებ, იმ ყველაში ნიკა გვარამია პირდაპირ არის მითითებული და მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულით გადაიყვანეთ. ეს ორივე არის. ეს თუ აღიარება არის, ვიმედოვნებ, რომ ის ამას გააკეთებს,“ – განაცხადა ჩარკვიანმა.

მან ასევე, პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე ისაუბრა და მას კითხვით მიმართა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, 2008 აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებების გამო აირჩიეს თუ არა.

„მდინარაძე გამოვიდა და მას უთხრა, თქვენ ის არ ხართ, რომელიც ამბობდა, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბაო? ყველამ ვიცით, რომ მართლაც მისი [ზურაბიშვილის] ამონარიდია. მე სულ ვაძახებდი და ზუსტად ეს პრეტენზია მქონდა სალომე ზურაბიშვილთანაც და უმრავლესობასთანაც, რომ რატომ აირჩიეთ ამ განცხადების ქალბატონი-მეთქი [პრეზიდენტად]. ახლა მინდა მდინარაძეს შემოვუტრიალო კითხვა – ე.ი. იმიტომ აირჩიეს მაშინ, რომ ამ ტიპის განცხადებები ჰქონდა გაკეთებული, რომ საქართველომ ომი დაიწყო, მძინარე ცხინვალი დაბომბა და გორი საქართველომ დაბომბა? ამიტომ აურჩევიათ სალომე ზურაბიშვილი? მე გამოვდივარ მდინარაძის ლოგიკით“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გარემოებას, რომ 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეროვნული თვითშეგნება და მზადყოფნა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ ქვეყნის თავისუფლების იდეა, რჩება უმაღლესი სამოქალაქო ღირსების მაგალითად. 9 აპრილი არის ისტორიული ერთობის დღე, სადაც ტრაგედია და გამარჯვება, მსხვერპლი და თავისუფლება ეროვნულ მეხსიერებაში ილექება. სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ ერთ დღეში გაერთიანებული საქართველოს ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის კვლევა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, როგორც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფენომენი“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე აღნიშნეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.სტუ-ის რექტორის თქმით, 9 აპრილი აერთიანებს ეროვნული ტრაგედიის სიმძიმესა და სახელმწიფოებრივი აღორძინების იდეალს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, ერთ თარიღში კონცენტრირებულია სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა და გამარჯვება, უდიდესი ტკივილი და იმედი. 9 აპრილი წარსულის შეფასების შესაძლებლობა და ვალდებულებაა, რომ ისტორიული გამოცდილება განვითარების საფუძვლად გარდაიქმნას.„9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში უნიკალური თარიღია, რომელიც ერთდროულად მოიცავს როგორც ეროვნული ტრაგედიის უმძიმეს გამოცდილებას, ისე სახელმწიფოებრივი აღორძინების უმნიშვნელოვანეს აქტს. 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი განხორციელდა, წარმოადგენს იმ მორალურ ზღვარს, რომლის გადალახვამაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ერი გააერთიანა. 9 აპრილს დაღუპულთა თავგანწირვამ შექმნა საფუძველი, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარების ვექტორი.უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, აგრეთვე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება, რომლის სამართლებრივი და პოლიტიკური ფორმალიზება განხორციელდა ზვიად გამსახურდიას ლიდერობით. აღნიშნული აქტი წარმოადგენდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის გაგრძელებას თანამედროვე ეპოქაში.დღევანდელ რეალობაში, როდესაც საქართველო - ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით - აგრძელებს დემოკრატიული განვითარების, ევროპული ინტეგრაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების გზას, 9 აპრილი შეგვახსენებს იმ საზღაურს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის გადაიხადა; ამავდროულად, გვაკისრებს პასუხისმგებლობას გავუფრთხილდეთ დამოუკიდებლობას, განვავითაროთ სახელმწიფო და შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც აღდგა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი“, - აცხადებს დავით გურგენიძე.ინფორმაციისთვის: საქართველო 9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს. 9 აპრილს დაღუპულთაგან ხუთი გმირი: აზა ადამია, ნატო გიორგაძე, ნინო თოიძე, მანანა მელქაძე და გია ქარსელაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის - სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებითა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აქტიური ჩართულობით წარიმართა, მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები და კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, ხოლო საქართველოს ბანკის მხრიდან - მასობრივი და საოპერაციო პოზიციების მიმართულებით შერჩევის სამსახურის უფროსი ეთო ქობალია და კომუნიკაციების სწავლებისა და განვითარების სამსახურის უფროსი თამარ ჭანტურიშვილი.სტუდენტებს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ წარუდგინა და ახალგაზრდებს კარიერული განვითარებისა და სამომავლო დასაქმების შესახებ საუნივერსიტეტო ინიციატივებზე ესაუბრა; ასევე, გააცნო საქართველოს ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობებსა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა ნატო ქათამაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისა და სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობასა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რაც ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე დადებითად აისახება.„ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტებს მივცეთ საშუალება მარტივად მოახერხონ მათთვის სასურველი ვაკანსიების მოძიება, რაშიც ხელს ვუწყობთ სხვადასხვა კავალიფიციურ დამსაქმებელთან შეხვედრის პროცესში. გარდა ამისა, ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით ვცდილობთ ახალგაზრდებს განვუვითაროთ ის უნარები, რომლებიც აუცილებელია დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა საბანკო ინდუსტრიაში - მათთან არაერთი წელია პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, რასაც თანამშრომლობის მემორანდუმიც ამყარებს. ერთობლივი ძალებით მრავალ აქტივობას ვახორციელებთ და ყველა მათგანი სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. სწორედ ეს არის ჩვენი სამსახურის მიზანიც და მისიაც. მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამჟამადაც ცდილობს ჩვენს სტუდენტებს ხელსაყრელი სამუშაო პირობებით აქტიური ვაკასიები შესთავაზოს" - განაცხადა ნატო ქათამაძემ.საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საქართველოს ბანკში არსებული აქტიური ვაკასიები გააცნეს, ისაუბრეს სტაჟირების პროგრამებსა და იმ ბენეფიტებზე, რომელსაც ბანკი დაინტერესებულ პირებს ჰპირდება, გაუზიარეს ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობებისა და იმ პროფესიული განვითარების გზების შესახებ, რასაც საქართველოს ბანკი პოტენციურ თანამშრომლებს სთავაზობს.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციურ რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს და მათ პროფესიული შესაძლებლობების ზრდის შესახებ პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პიტ ჰეგსეტი – ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია

ირანთან ცეცხლის შეწყვეტა ვაშინგტონის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვების შედეგია, ცეცხლის შეწყვეტას გვევედრებოდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.მისი თქმით, ირანი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-სა და თავისუფალი სამყაროსთვის, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.აშშ-ის ომის მდივანმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილი მშვიდობისა და რეალური შეთანხმების შანსს იძლევა.„ირანი 47 წლის განმავლობაში საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და თავისუფალი მსოფლიოსთვის. ლოზუნგები „სიკვდილი ამერიკას“, ჩვენი ხალხის მიზანში ამოღება, ამერიკელების მკვლელობა, ტყუილი და შანტაჟი ბირთვული იარაღის მისაღწევად. ეს აღარ მოხდება. ჩვენი მმართველობის დროს არა. სხვა პრეზიდენტები დროს კარგავდნენ და პრობლემას მომავალისთვის დებდნენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს არ გამოუჩენია ისეთი სიმამაცე და მტკიცე ნება, როგორიც ამ მთავარსარდალმა გამოიჩინა. პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა ეს მომენტი. ირანი თავად გვევედრებოდა ამ ზავს და ეს ყველამ ვიცით. როგორც პრეზიდენტმა დღეს თქვა, ეს დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის. ირანს ეს სურს. მათ უკვე საკმარისი ნახეს. ოპერაცია იყო ისტორიული და მასშტაბური გამარჯვება ბრძოლის ველზე – სამხედრო გამარჯვება. ნებისმიერი შეფასებით, ოპერაციამ გაანადგურა ირანის სამხედრო შესაძლებლობები. ჩვენი ძალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვიყენეთ, ხოლო ირანმა დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადა. ახალი რეჟიმი არჩევანისა და დროის გარეშე დარჩა, ამიტომ შეთანხმებაზე წავიდა. მათ იციან, ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ მათ არასოდეს, არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი. შეთანხმების პირობების მიხედვით, ნებისმიერი ბირთვული მასალა, რომელიც არ უნდა ჰქონდეთ, ამოღებული იქნება. პრეზიდენტმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. წერტილი. სხვა პრეზიდენტები ამას ამბობდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა კი გააკეთა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.ამასთან, ჰეგსეტის თქმით, აშშ-ის ჯარები ადგილზე დარჩებიან და დარწმუნდებიან, რომ ირანი შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.„ჯარები ადგილზე დარჩებიან, ფხიზლად იქნებიან, მზად იქნებიან ნებისმიერ მომენტში განაახლონ მოქმედება“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.აშშ-ის ომის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჰქონდა დაგეგმილი ირანში რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმა, თუ სამშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული.„ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი, რომელიც გულისხმობდა ინფრასტრუქტურას, ხიდებსა და ელექტროსადგურებს. ზუსტად იცოდნენ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.მისივე თქმით, ტრამპის გაფრთხილება იყო ის, რამაც ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან და საბოლოოდ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მიიყვანა.

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის  სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.აღნიშნულ თარიღებში არ იმუშავებენ, საქართველოს მასშტაბით, გაფორმების ეკონომიკური ზონები (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონების საქონლის გაფორმების და ლოჯისტიკის   სამმართველოების, გეზი „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ შესაბამისი ჯგუფების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, შევსებული დეკლარაციებით გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელება) და გაფორმების განყოფილებები.ზემოაღნიშნულ თარიღებში, საბაჟო ორგანოს მიერ, იმ  მომსახურების გაწევა, რომლებისთვისაც მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.აქვე გაცნობებთ, რომ 2026 წლის, 9 აპილიდან 13 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და  საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299 გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული) სარგებლობისას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, საშუალება თუ მიეცემათ, ეცდებიან, ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, მაღალ პოლიტიკურ თუ სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ნიშნავს, ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უკრაინას საშუალება თუ მიეცემა, ეცდება, ეს პირები ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს.„ეს ერთგვარი საერთაშორისო ქსელის ქმედებების ნაწილია –  ინახავენ პოლიტიკოსებს, რომელთა უგუნურმა პოლიტიკამ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებო გამოიწვია, ინახავენ. ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.ადეიშვილს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.ზურაბ ადეიშვილი არაერთ საქმეზეა როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული. მათ შორის ქართულმა სასამართლომ მას ექვსი წელი კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მიუსაჯა. ამასთან, 2015 წლამდე ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო.

ბოლო სიახლეები