ეს ხელისუფლება უნდა გამოვცვალოთ ჩვენი კუთვნილი ჯანყის უფლებით, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული _ ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.
“ივანიშვილი “აჩმორებს” ყველას, ფსკერზე დაჰყავს საქართველო, ანადგურებს ინსტიტუციურად, ყველაფერი მოიშალა. სათავეში არის არაფორმალი ივანიშვილი, ეს ხელისუფლება უნდა გამოვცვალოთ, ჩვენი კუთვნილი ჯანყის უფლებით, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული”_ აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.