ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
“დიახ ასეა, სიმშვიდისკენ მიდის საქმე , 20 წევრი დაემატა ენმ პოლიტსაბჭოს, ზოგიერთი მიბრუნდა ( ძალიან კარგია). ენმ იშლებაო გაჰყვიროდნენ “ზოგიერთები” და საათობით მიდიოდა განხილვა (მედიით ) ამ მსხვილი დასავლური ოპო პარტიისა, აქაოდა მორჩა სუსტდებაო და საათობით უძღვნიდნენ ტვ ეთერს გახარიას -ხალხისთვის თვალებისდათხრის გამო პრემიერად დაწინაურებულ შინაგან საქმეთა მინისტრს და ხაზარაძეს -ყველა სისტემასთან შერწყმულ მევახშეს ,სამომავლოდ მევახშეური გეგმების განხორციელებას რომ გვთავაზობს ქვეყნის “აშენებას” “მაღალპროცენტად” ალბათ.
ჰოდა აგერ ბატონო არაფერიც არ დაიშალა “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა” დასრულდა ესე ამბავი….?
მე მიხარია, რადგან კარგია მთავარია რუსეთთან დაპირისპირების დროს ყველაზე მსხვილი დასავლური ოპო პარტია არ სუსტდება და ძლიერია, თუ “რამდენიმე “ სხვაგვარად ხედავს პროცესს თავად ჰქნან რაიმე მითუფრო, არც ნიკანორ მელია და არც ბაჩო დოლიძე არიან ნაც მოძრაობის ძირძველი “სტაბილური” წევრები ხომ ასეა, სულ “მიდი-მოდიოდნენ” ?! ფაქტია ცოტა ისტერიაც შეწყდება ტვ მედიით ……… რა დროს “ტურა და მელიაა” “ამათ” მოეწონათ სააკაშვილის ხმები და მისი დაფუძნებული პარტია ……ჰოდა
კომპასის ისრები მტრისკენ -რუსეთისკენ მიმართეთ ბატონებო!”- წერს თამარ ჩარკვიანი.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპების დაცვით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს დაემატა 20 წევრი.“