საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილს პანაშვიდი გაუდახადეს – ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოს დატოვებისას განაცხადა.
მისივე თქმით პატრიარქმა ოჯახს წესის აგების უფლება მისცა. შეხვედრას პატრიარქი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ ესწრებოდა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.