ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

თამარ არღვლიანი: ჩემს შვილს ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, დავით ცინდელიანის დედას, თამარ არღვლიანს უსმენენ.

თამარ არღვლიანმა კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ მოხდა მისი შვილის გატაცება და შემდეგ მკვლელობა.

„მოვყვები მოკლედ, როგორ გააუბედურა სააკაშვილის სადისტურმა მთავრობამ, სისხლისმსმელმა სააკაშვილის მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი იყო პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება. ჩემი შვილი – დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიბარეს ვითომ თათბირზე, ზევიდან დაკვეთით, მთავრობის, პირადად ახალაიას დაკვეთით. ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა დაიბარეს ქუთაისში ვითომ თათბირზე. როგორც კი ჩავიდნენ ქუთაისში, დახვდა ცხრაკაციანი სპეცრაზმი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისგან დავალებული ჰქონდათ, გაეტაცებინათ ჩემი უდანაშაულო შვილი. დახვდნენ და გაიტაცეს, მამას და მის თანმხლებ პირებს წაართვეს ხელიდან. ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე და დახვრიტეს. ნივთმტკიცება რომ არ ყოფილიყო, ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – „უოლ სთრით ჯორნალს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით!

„უოლ სთრით ჯორნალს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.აღნიშნულით ტრამპი მასთან დაკავშირებით „უოლ სთრით ჯორნალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.ცნობისთვის, „უოლ სთრით ჯორნალმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპს ირანზე დარტყმის გეგმა დამტკიცებული აქვს, თუმცა ჯერ განკარგულება არ გაუცია.

გია ვოლსკი – ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის, ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროებდან იღებენ, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში

ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის, ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ეუთო/ოდირის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ, სადაც ამგვარი არაფერი წერია.„ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის. ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში. არაერთი ასეთი რეზოლუციაა მიღებული. კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ – ეუთო/ოდირის, სადაც ამგვარი არაფერი წერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, მთავარია ისიც, რომ ვერ გაყალბდება არჩევნები, რომლებიც ელექტრონულად ტარდება.„გადავხედეთ იმ განცხადებებს, რომელიც ცალკეული რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს ჰქონდათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ადამიანი, რომელიც თავის დროზე, ჩასაფრებული, ანტიქართული პოზიციიდან წერდა, რომ თურმე აქ გაყალბება შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად გაიმარჯვა, მაგრამ მოხდა ძალადობა, ზეწოლა და ადამიანების ბულინგი, რომლებსაც ახდენდნენ ე.წ. ბირჟებზე კონცენტრირებული, ვიღაც საეჭვო გარემოების ახალგაზრდები. ამის მეტი არაფერი თქმულა. მზია ამაღლობელს რაც შეეხება, კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: „სამართლიანობა იდევნება, ხოლო ძალადობის ჩამდენებს წმინდა გიორგის ორდენით აჯილდოებენ…ღმერთი სამართლიან ხალხთანაა – სიმართლის ძიება ქრისტეს მოწაფეობაა“

,,დააკვირდით, ჟურნალისტი, რომელმაც ხელი გაარტყა პოლიციელს, ციხეში ზის და პოლიციელები, რომლებმაც დალეწეს ჟურნალისტები და ხალხი და ახალგაზრდები, დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ორდენით. დააკვირდით, რატომ არ არის ეს ქრისტიანული, დააკვირდით, რატომ არ არის მათი სამართალი ქრისტიანული - წმინდა გიორგი მაწამებელი კი არ იყო, მოწამე იყო. როგორ შეიძლება წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვო ის, ვინც ხალხს აწამებს? სამართლიანობა რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს. რას ეფუძნება ჩვენი სამართალი? ფარაონის სამართალს? ასე უნდა ფარაონს და იმიტომ? ეს ხომ არ არის სახელმწიფოებრივი მმართველობა, რაც ფარაონს უნდა იმას აკეთებენ. რაც ერს სჭირდება, იმას უნდა აკეთებდნენ.დღეს ჩვენთან სამართალი იდევნება, სამართლიანობა იდევნება. სამართლიანი ხალხი იდევნება და მე იმედი მაქვს, რომ დაიბადება  სამართლიანი ხალხი და უზენაესი სამართალი საქართველოში.დადგება სამართალი, დაიბადება სამართლიანობა და სამართლიანი ხალხი საქართველოში. რაც იდევნება, ის უფორ დიდად და დიდად იბადება. ოქროპირი ამბობს, ჭეშმარიტებას რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდნენ და ჯვარს აცმევდნენ, მით უფრო გამოჩნდებოდა მისი სიდიადეო. ჯვარცმით გამოჩნდა, რომ ქრისტე ღმერთია. ჯვარცმით გამოჩნდა, მას როგორ ვუყვარვართ. ამიტომ, მე მიხარია, რომ სიმართლისთვის მებრძოლი ხალხი ბევრნი ხართ და უფრო მეტი იქნებით, უფრო მეტი დაიბადება. შეგეწიოთ უფალი. ჩვენს ნავში ზის ღმერთი, სამართლიანი ხალხის ნავში ზის. ღმერთი ზის მასთან, ვინც სიმართლეს ეძებს, თავის მოწაფეებთან, რადგან ვინც სიმართლეს ეძებს, ისაა ქრისტეს მოწაფე. შეეწიოს ყველა სამართლიანობის მძებნელს და სამართლიან ხალხს"-ამბობს არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას

პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქი ილია მეორე დეკანოზ არჩილ ხაჩიძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.„მიიღეთ ჩვენი გულითადი სამძიმარი დედის, ქ-ნ ირინეს, გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო თქვენ, თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგმადლოთ თვისი წყალობა, მშვიდობა და სულიერი ძალა“, - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

სალმონელა შაურმაში -სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „სთრით ფუდ 125“-ის პროდუქტში სალმონელა აღმოაჩინა და საწარმოო პროცესი შეაჩერა

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1) სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და სალმონელა აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს.უწყების ცნობით, შემოწმებისას ინსპექტორებმა სალმონელაზე კვლევის მიზნით აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა.„შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა. ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება“, – ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები