ორშაბათი, იანვარი 12, 2026

“თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი ” – ოჯახი, რომელიც ტერორისტების თავდასხმას შეეწირა

ჰამასის თავდასხმების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 2 506 ადამიანი, მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ს კი სერიოზული დაზიანებები აქვს. გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

დაღუპულთა შორის არის ოჯახი – თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი.

„ჰამასის ტერორისტებმა გაანადგურეს მთელი ოჯახი. სიტყვები არ მყოფნის, კურთხეული იყოს მათი ხსოვნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის  საზღვაო ნავსადგურში  შემოვიდა ლიბერიის  დროშის ქვეშ მცურავი გემი ,,NOSTOS“   (რეგისტრაციის ნომრით 9258014), რომელზეც დატვირთული იყო  რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ,  ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი  40 143 ტონა ნედლი ნავთობით.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად,  მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა.

რობერტ ფიცო – ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია, სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო, ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას, ყველა მხოლოდ აშშ-სკენ იყურება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკავშირს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც გაერთიანებას იდეალურად გამოსდის, რუსების სიძულვილია.როგორც რობერტ ფიცომ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირი ახლა განიცდის საშინელ კრიზისს, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს განუცდია.მისი განცხადებით, აღნიშნულ კრიზისში გადარჩენას მხოლოდ „ძლიერები“ შეძლებენ.სლოვაკეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბლოკს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია.„ერთადერთი, რაც ევროკავშირმა იცის, რუსების სიძულვილია. ეს არის თვისება, რომელიც იდეალურად გამოსდით. სამწუხაროდ, ევროკავშირმა ვერაფრის გაკეთება შეძლო. კონკურენტუნარიანობა მცირდება. ჩვენ ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას და ვერ ვთანხმდებით ერთობლივ თავდაცვაზე. ყველა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იყურება“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებით, ევროკავშირის წარმომადგენლები „კიდევ უფრო უმწეოები გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ“.ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ „ძლიერი სლოვაკეთი“ ევროკავშირისთვის იბრძოლებს და ქვეყანა ბლოკს არ დატოვებს.ამასთან, ფიცოს თქმით, აშშ-ის მიერ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციამ მსოფლიო წესრიგი დაანგრია. აღნიშნულის გამო რობერტ ფიცომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.„მსოფლიო წესრიგი უკვე ჩამოინგრა, ეს აშკარაა. ისინი საერთაშორისო სამართლის რაიმე მექანიზმის არსებობას ყურადღებას აღარ აქცევენ. ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ სამხედრო ძალის გამოყენებას საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატი სჭირდება. დონალდ ტრამპი ამას პირდაპირ აკეთებს, ამას არ მალავს. ის არ იტყვის, რომ ვენესუელაში მიდის, რადგან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების აღდგენა სურს. ის იტყვის: „მე იქ ნავთობისთვის მივდივარ. ჩვენ ამ ნავთობს გავყიდით და ყველაფერი, რასაც ვენესუელელები იყიდიან, შეერთებულ შტატებში უნდა იყიდონ““, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.რობერტ ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელასა და უკრაინაზე „ბევრი საუბარია შესაძლებელი“, მაგრამ მას აინტერესებს, რა რეაგირება ექნება ევროკავშირს ამ ყველაფერზე და რა მოხდება შემდეგ.

თამარ ჩიბურდანიძე: „მიგრაციული პაქტი“ გახდება ევროკავშირში განხეთქილების გადამწყვეტი საკითხი. საქართველო ამჯერადაც გადარჩა

„სირიასა და ირანში განვითარებული მოვლენების შედეგად, ევროპას კვლავ მილიონობით მიგრანტი მიაწყდება და სწორედ ეს გახდება ევროპულ სახელმწიფოებს შორის ახალი განხეთქილების საბაბი,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.მისი თქმით, ახალი მიგრაციული ტალღა მომაკვდინებელი იქნება ისედაც დემოგრაფიულად მილევადი ევროპული გენოფონდისთვის.„სირიასა და ირანში განვითარებული მოვლენების შედეგად, ევროპას კვლავ მილიონობით მიგრანტი მიაწყდება და სწორედ ეს გახდება ევროპულ სახელმწიფოებს შორის ახალი განხეთქილების საბაბი. გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა „მიგრაციულმა პაქტმა“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ პაქტის თანახმად, მიგრანტებისგან მნიშვნელოვნად დაცული იქნება დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის სახელმწიფოები , მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ უკვე აკისრიათ ვალდებულება მიგრანტების მიღების და შემდეგ გადანაწილების. სხვა საკითხია, მიიღებენ თუ არა ევროპის განვითარებული ქვეყნები მიგრანტებს? ორბანმა ამაზე უკვე უარი განაცხადა.თუ გასული ათწლეულების მიგრაციულ პროცესებს გავითვალისწინებთ, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპული პოლიტიკა ჭარბი ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში მონაწილეობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი მიგრაციული ტალღა მომაკვდინებელი იქნება ისედაც დემოგრაფიულად მილევადი ევროპული გენოფონდისთვის. სწორედ ამიტომ “მიგრაციული პაქტი” გახდება ევროკავშირში განხეთქილების გადამწყვეტი საკითხი. ირანი-ამერიკის ურთიერთმუქარის ფონზე, ევროპა ამ მიგრაციულ კრიზისს ვერ გაუძლებს.საქართველო ამჯერადაც გადარჩა. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მიგრანტების მიღება პირველად ჩვენ მოგვიწევდა და შემდეგ გადანაწილების პროცესში ბუნებრივია, ევროპული წამყვანი სახელმწიფოები უარს იტყოდნენ უდიდესი ნაწილის მიღებაზე. ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რის გამოც ევროპას სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ამისთვის გვიწყობდნენ რევოლუციას ქვეყანაში. რუსთაველზე მდგომი ადამიანების მცირე ჯგუფი კი ამას ვერ ათვიცნობიერებს, სამაგიეროდ, ხმამაღლა ღაღადებენ საქართველოს მიგრაციულ პოლიტიკაზე. იმედია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხვდება, თუ რას გადავრჩით არა მარტო ომის არდაწყებით საქართველოში, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების გადავადებითაც. ამ არეულ სიტუაციაში, სადაც ევროპას საკუთარი თავი აქვს გადასარჩენი, ჩვენ სიდინჯე უნდა გამოგვეჩინა და ასეც მოხდა. სხვა ქვეყნების პოლიტიკურ თამაშებში საქართველო იქნებოდა მსხვერპლი. დღეს კი ქვეყანა ვითარდება და ამ პოლიტიკურ ბაკქანალიასაც გვერდს ვუვლით. გლობალური პროცესების ტრანსფორმაციის ვადებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ დიდი დროა ახალ მსოფლიო წესრიგამდე. ჩვენი უპირველესი მოვალეობაც სწორედ ამ პროცესებიდან საქართველოს მშვიდობიანი გამოყვანაა. მჯერა, ასეც მოხდება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მეუფე შიო (მუჯირი) – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ...

წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება – სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 31-ე, ქრისტესშობის შემდგომ კვირას ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, ღვთის მცნებებით ცხოვრების შემთხვევაში, წმინდა ანგელოზები ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ქრისტესშობის შემდგომ კვირას; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა იოსებ მართალს, დამწინდველს, ასევე – წმინდა მოციქულ იაკობს, უფლის ძმად წოდებულს, როგორც უფალ იესო ქრისტეს ყველაზე ახლობელ ადამიანებს.მათთან ერთად იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ დავითს, რომელიც გარდა იმისა, რომ მაცხოვრის წინაპარი იყო, სხვა წინასწარმეტყველებთან შედარებით მეტს წინასწარმეტყველებდა მაცხოვრის შესახებ. ასევე, ძველი აღთქმის სხვა მოღვაწეებზე მეტად მიუახლოვდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალ აღთქმისეულ სულიერ განწყობას. ეს გამოვლინდა მის განსაკუთრებულ სიმდაბლეში, სინანულსა და სხვა თვისებებში.დღეს არის ასევე 14 000 ბეთლემელი ჩვილის ხსენება, შეგვეწიოს მათი მადლი.ამ ხსენებული წმინდანების ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ მათ განსაკუთრებული სახით ეძლეოდათ ღვთის შეწევნა. დღევანდელი სახარებაც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება ზოგჯერ განსაკუთრებული სახით მიეცეს, მოევლინოს ღვთის შეწევნა.მართალ იოსებს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ ახალშობილი, ჩვილი იესო და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი წაეყვანა ეგვიპტეში, რაც იოსებმა შეასრულა. შემდეგ, ჰეროდე მეფის გარდაცვალების მერე, ანგელოზი ისევ გამოეცხადა იოსებს და უთხრა, დაბრუნებულიყო სამშობლოში მათთან ერთად. იოსებიც ადგა და დაბრუნდა, მაგრამ წავიდა ნაზარეთში, რათა აღსრულებულიყო ყველაფერი, რაც წმინდა წერილში წერია უფალ იესო ქრისტეს შესახებ. იქ ნათქვამია ბეთლემზეც, ნათქვამია ეგვიპტეზეც (დღეს იყო სახარებაში ეს მონაკვეთი) და ნაზარეთზეც (მთ. 2, 13-23).მართალ იოსებს შეეძლო, არ დაეჯერებინა ანგელოზისთვის, მაგრამ მან დაუჯერა, ისევე როგორც დაუჯერეს მწყემსებმა, რომლებიც მივიდნენ იმ გამოქვაბულთან შობის ღამეს, სადაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; როგორც დაუჯერეს მოგვებმა იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელმაც ისინი მიიყვანა იმავე გამოქვაბულთან… მაგრამ წმინდა ანგელოზები მხოლოდ ასეთ გამორჩეულ წმინდანებს როდი ეხმარებიან, არამედ ასევე – ყველას, ვინც ღმერთისკენ, ზეცისკენ მიისწრაფვის. ისინი ყოველთვის მზად არიან, დაგვეხმარონ.შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: „ამიერიდან დაინახავთ გახსნილ ცას და ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ ძესა ზედა კაცისასა“ (ინ. 1, 51). ეს სიტყვები ყველას განეკუთვნება, ყველასთვის არის ნათქვამი, მაგრამ ამას რომ ვეღირსოთ, საჭიროა, ჩვენც გვჯეროდეს ანგელოზების, დავუჯეროთ მათ, ისევე, როგორც მოგვებმა, მწყემსებმა და მართალმა იოსებმა. ასევე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ. მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა. ისინი გვეხმარებიან, მივიღოთ საღვთო, მაცხონებელი მადლი, ის სულიწმინდის ნიჭები, რომლებიც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე და აქ დაგვიტოვა.ისინი გვეწევიან ჩვენ, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს ოქრო, რომელიც მოგვებმა მიართვეს ახალშობილ მაცხოვარს, განასახიერებს ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვას, რაც ვლინდება შემოქმედებით აქტივობაში, რითაც ასე ვემსგავსებით ღმერთს.ანგელოზები გვეხმარებიან ლოცვაში, რომელიც გუნდრუკივით აღიწევა მაღლა, ღმერთისკენ. გუნდრუკი ხომ არის გულითადი ლოცვის სიმბოლო, რომელიც ასევე მიართვეს მოგვებმა მაცხოვარს.დაბოლოს, წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება – სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი – ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მათ მიმართ, ვინც ხალხს ამბოხისკენ მოუწოდებს და ორაზროვანი განცხადებებით ცალკეულ პირებს პროვოცირებას უწევს

ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი მოჰსენ ეჯეი ნულოვანი ტოლერანტობით ემუქრება ყველას, ვინც საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებებს ავრცელებს.„ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მათ მიმართ, ვინც ხალხს ამბოხისკენ მოუწოდებს ან აქეზებს, ისევე როგორც მათ წინააღმდეგ, ვინც ორაზროვანი განცხადებებით ცალკეულ პირებს პროვოცირებას უწევს“, – წერს მოჰსენ ეჯეი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები, მე-15 დღეა, გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 600 აქტივისტია დაკავებული. მედიის ცნობით, უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

ბოლო სიახლეები