რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? გამოდიან, მიშა გავათავისუფლოთო, მოვიდეს ის პიროვნება და თვალებში ჩამხედოს, იმას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელი?, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
თამაზ მოლაშვილის თქმით, ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგად განმარტება, ვინ რა და რატომ დააშავა.
„ახლა რაც ხდება, ხუთი, ათი წლის შემდეგ ამისი ისტორიაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. საქართველოს ისტორიას ხომ ასწავლიან, არა? მიმაჩნია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგი განმარტება, ვინ რა, რატომ დააშავა. ჯერ მარტო იმტომ არ უნდა გამოუშვან სააკაშვილი, რომ ხუთი, ათი, 20 წლის შემდეგ სხვა რომ მოვა პრეზიდენტად, გადაიხედავს უკან, ნახავს, თურმე სააკაშვილს რეები უქნია და გარეთ გამოუშვესო, ისიც იმას გააკეთებს. ხოლო თუ ნახა, რომ პასუხი აგებინეს, ვეღარ გაბედავს მაგას“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.