სამშაბათი, მარტი 18, 2025

თაკო ჩარკვიანი – სალომე ზურაბიშვილთან მიშასთან დაკავშირებითაც მისაუბრია, ერთხელ ჩავთვალე, რომ ძალიან გულწრფელი იყო და უფრო კმაყოფილი წამოვედი, მაგრამ მომატყუა

სულ ეჭვი მეპარებოდა, რადგან პოლიტიკაში ადამიანს რაღაც მოქმედება უნდა ახლდეს და სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას შემდეგ განვითარება, მოქმედება არასოდეს ახლავს, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„გახსოვთ, მე თქვენს ეთერში ვთქვი. თქვენს ეთერშიც მაქვს ნათქვამი, „ტვ პირველის“ ეთერშიც ცოტა ადრე, მაშინ, როდესაც ვიჯექი ხოლმე „ტვ პირველის“ ეთერში, ნათქვამი მაქვს. მოდით, ობიექტურები ვიყოთ, მსმენელს უყვარს უყვარს ობიექტურობა. თუ ვსაუბრობთ, რომ გაყალბდა და ყველა ვთანხმდებით ოპოზიცია, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც ბატონი გრიგოლი იღებდა მონაწილეობას, აი, მეორე ტურის წინ, გახსოვთ, ხაზარაძე რომ მიემხრო სალომე ზურაბიშვილს, ეს ის პერიოდია, მეორე ტური დადო „ძალა ერთობით“ ოპოზიციამ, ხომ ასე იყო? და მე, ყველამ, „ძალა ერთობამ“, ყველამ ერთად ვთქვით, რომ გაყალბდა ეს არჩევნები. სხვათა შორის, მაშინ ძალიან დიდი რაოდენობის დოკუმენტაცია წარვადგინეთ ჩვენ. საოლქო სასამართლოებმა არც კი მიიღეს, ისეთი ამბავი იყო. მე ვუთხარი, რომ ქალბატონო სალომე, თუ ესე იგი გაყალბდა, რაზეც არაერთგზის ვლაპარაკობდით, არც მაშინ აურჩევიხართ-მეთქი თქვენ ხალხს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ მაშინაც არ იყო ლეგიტიმური სალომე ზურაბიშვილი, თაკო ჩარკვიანმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.

„აბა რა. აბა, როგორ არის, აქ ივანიშვილი ატარებს არჩევნებს და არ ვეთანხმებით, მე პირადად რომ არ ვეთანხმები, კარგად იცით, ათასგზის ვამბობ, მაგრამ მაშინაც არ ვეთანხმებოდი, მაშინაც არ იყო არჩეული ქალბატონი სალომე. მგონი, ახალს არაფერს ვამბობ. უბრალოდ, რაღაცნაირად უჭირთ ხოლმე ადამიანებს ამის თქმა. უბრალოდ, რა მოხდა იცით? სხვათა შორის, მგონი, ერთ-ერთი გამონაკლისი ვიყავი, დიდად ნდობას არც არასდროს ვუცხადებდი, ხომ? ტყუილს ხომ არ მათქმევინებთ, ხომ ასეა? სულ რაღაც ეჭვი მეპარებოდა, იმიტომ, რომ პოლიტიკაში ადამიანს რაღაც მოქმედება უნდა ახლდეს და რაღაცნაირად, მის გამოჩენას შემდეგ განვითარება, მოქმედება არასოდეს ახლავს“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილზე ამბობდნენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სალომე ზურაბიშვილი, იყო თუ არა ეს შეცდომა და არასწორი გზავნილი, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციას ცნობილი გამოთქმის მსგავსად დაემართა და დღევანდელი ვითარება ოპოზიციის სისუსტეზე მიუთითებს.

„ხომ იცით, გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო. ასე დაემართა ოპოზიციას, ცხადია. დღეს რაც ხდება, ეს არის ოპოზიციის სისუსტე. მე ამას რომ ვეუბნებოდი ხოლმე, ძალიან სწყინდათ. როდესაც ვსაუბრობ ოპოზიციაზე, მინდა, წინასწარ შევთანხმდეთ, რომ ყველას კი არ ვგულისხმობ. რამდენჯერ გითხარით, იქ რომ გადაავლებ თვალს, ძალიან კარგი სახეების ამორჩევა შეიძლება, მაგრამ ისე იქმნება ხოლმე ვითარება, რომ ვიღაც იტყვის, მე ვარ ლიდერი, იმიტომ, რომ შეიძლება, ფინანსურად უფრო მეტად გამართული იყოს და ამიტომ თვლის, რომ ნაადრევად უნდა ილაპარაკონ პრემიერობაზე, ინსტიტუციაზე. არა, როდესაც ბრძოლა არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, ეჭვი შეგვაქვს… ამაზე დიდი უბედურება, რომ ხელისუფლებას უთხრა, შენ ემსახურები რუსეთს… ხალხო, ეს რომ ვიღაცამ მითხრას, მე იმ დღეს უნდა მოვკვდე. ამიტომ როდესაც შენ ასე ეუბნები და მე ღრმად მჯერა, რომ იზოლაციაში ქვეყანას ტოვებს ეს ხელისუფლება, ესე იგი, შენ ასხამ რუსეთის წისქვილზე წყალს, მე შენ რომ ამას გეუბნები, მე ქუჩიდან არ უნდა გავიდე. მარტო ერთი ცალი თამარ ჩარკვიანი კიარა. აბა, ერთი ცალი, იმ კონის არ იყოს, განა რა შემიძლია, თორემ იქ არ ვარ, მუდამ იქ ვართ სულ ყველა, ხომ. ბავშვები იქ არიან, თავს იკლავენ ეს ახალგაზრდები, მაგრამ ხომ ხედავთ, კლებაზე წავიდა. რატომ? იმიტომ, რომ არასწორად წავიდა პროცესი. იმიტომ, რომ ნაადრევად საბნის გადაწევა მოუგებელ ბრძოლაში არ შეიძლება, არ არის სწორი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ვინ გამოაცხადა ეს მოგებულ ბრძოლად, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ იმ ფსევდოლიდერებმა, რომლებიც ბევრჯერ ჩამოუთვლია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ისევე არღვევს ევროპარლამენტის რეზოლუციას, როგორც ირაკლი კობახიძე.

„12 წელი მიუსაჯეს დღეს მიხეილ სააკაშვილს. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს დასავლურობაზე, ჩვენს თვალწინ სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ისევე არღვევს და ოპოზიციაში ზოგიერთი ლიდერი ზუსტად ისევე არღვევს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ იმ რეზოლუციას, როგორც კობახიძე. მე რომ კობახიძეს ვეუბნები, რომ რას შვები, რა უფლება გაქვს, რომ ანგარიშს არ უწევ, და თქვენ რატომ არ უწევთ, ქალბატონო სალომე ანგარიშს ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ადამიანი არის პოლიტპატიმარი. ასეთი მკვეთრი განსხვავება თუ არ დაანახე შენ ხალხს, რომელიც გულწრფელია და მოდის. რა ქნას იმ ხალხმა, 200 ათასი კაცი, ზანზარებდა რუსთაველი, რამდენჯერ. ესე იგი, რაღაცას შენ ვერ აკეთებ კარგად, ლიდერები რომ გქვიათ. მე ხომ ვასახელებ ხოლმე, აი, გახარია, ხაზარაძე. აბა, ახლა რა ლიდერია ხაზარაძე, სანამ ანაკლიაზე არ იჩხუბეს, მანამდე სალომე ზურაბიშვილი მაგან არ აგვარჩევინა 2018-ში? მე პარტნიორობა ვიცი ხალხთან. რაში მაინტერესებს ერთი ფეიკი მეორე ფეიკთან პარტნიორობს თუ არა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, რა მიზანი აქვს სალომე ზურაბიშვილს, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მიზანი შეიძლება, მრავალმხრივი იყოს.

„ჯერ ერთი, ჩემში სანდოობას არ იწვევს. მე ერთი პერიოდი ვფიქრობდი მაინც, რომ კარგად ათამაშებს-მეთქი მას ივანიშვილი და ვფიქრობდი, ხომ არ დაიტოვა პაიკად დასავლეთთან სასაუბროდ. ეს მერე გამოჩნდება, როდესაც შეცვლა მოხდება ხელისუფლების და უთუოდ მოხდება, ცას ხომ არ გამოეკერებიან. მაშინ შეიძლება, დასჭირდეს დასავლეთთან რაღაც გზა. ამაზეც მიფიქრია. მე გულწრფელად ვამბობ და მგონი, ბევრს უფიქრია ამაზე. სარგებელი ვერ მოუტანა, ეს ქალბატონი არის, რომელსაც არ შეუძლია მოქმედებაში მოსვლა. ან უნიჭოდ არ შეუძლია, ან მეორე ვარიანტია, არ აკეთებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, თავისთვის რა სარგებელი აქვს ზურაბიშვილს, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდა და ამის მიუხედავად, რაღაც მდგომარეობას იგრძელებს.

„თავისთვის რატომ არ აქვს სარგებელი. მორჩა მისი საპრეზიდენტო ვადა და მეორე ვადით კიდევ რაღაც მდგომარეობას იგრძელებს, რაღაც ფიგურად დაიტოვა გარკვეულწილად დასავლეთთან ურთიერთობის დროს“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან უსაუბრია მიხეილ სააკაშვილის შესახებაც და ერთ-ერთი საუბრის შემდეგ კმაყოფილი წამოვიდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა.

„ორჯერ მივედი სასაუბროდ, მთელი გულწრფელობით ვესაუბრე მას. მე მასთან მიშასთან დაკავშირებითაც მისაუბრია. იცით რა, მე ერთხელ ჩავთვალე, რომ ძალიან გულწრფელი იყო და რაღაც უფრო კმაყოფილი წამოვედი, მაგრამ მომატყუა, ასე ვთქვათ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, აძლევდა თუ არა პირობას სალომე ზურაბიშვილი, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა: „ყოველ შემთხვევაში, იმიტაციას ქმნიდა, რომ შეიძლება, არსებობდეს რაღაც ვარიანტი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

Liberties: ევროკავშირის ქვეყნებში 2024-2025 წლებში კანონის უზენაესობის პრობლემები და დემოკრატიის დაღმასვლა ფიქსირდება

ორგანიზაცია „ევროპისთვის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა“ (Liberties) გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ევროკავშირში 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში კანონის უზენაესობის პრობლემებსა და დემოკრატიის დაღმასვლაზეა საუბარი.კვლევაში დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია განხილული. კერძოდ, დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში პოლიტიკურმა მანიპულაციებმა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ძირი გამოუთხარა. მთელ ბლოკში მართლმსაჯულების სისტემა რესურსების უკმარისობის გამო არაეფექტურია.ცალკე თავი ეთმობა კორუფციასთან ბრძოლას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მიმართ ნდობა შემცირებულია იმის გამო, რომ სასამართლო გახმაურებულ კორუფციულ საქმეებს სათანადოდ არ იკვლევს. ისინი მოწმეებისა და მამხილებლების არასათანადო დაცვას უზრუნველყოფენ.ორგანიზაციას ცალკე აქვს განხილული მედია გარემო ევროკავშირში, სადაც აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი რეგრესი ამ სფერომ განიცადა. სახელმწიფო მედია მთავრობების მხრიდან მუდამ იყო ჩარევის ობიექტი. გარდა ამისა, დაბალ დონეზე არის მედია-მფლობელების გამჭვირვალობა და ბაზრის პლურალიზმი.ევროკავშირში ცუდად მუშაობს გადამოწმებისა და ბალანსის სისტემა. კვლევის თანახმად, თითქმის ყველა ქვეყანა ბოროტად იყენებდა დაჩქარებული წესით კანონების მიღების საშუალებას. არჩევნების სამართლიანობას ჩრდილი ადგება პოლიტიკური მასალებით მანიპულაციის გამო.ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ცილისმწამებლურ კამპანიას ეწეოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელის შესაშლელად და მათი დაფინანსების შეზღუდვის გამართლებისთვის, ხოლო პროტესტის უფლება პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო შეზღუდული იყო.კვლევაში ცალკე ადგილი ეთმობა ევროკავშირში ადამიანის უფლებებს. დოკუმენტის ავტორების თქმით, „მემარჯვენეების“ მხრიდან მიგრანტების მიმართ მტრული დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მთელ პოლიტიკურ სპექტრზე აისახა და საბოლოო ჯამში უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის შემოღების მიზეზი გახდა. ეს თავშესაფრის მაძიებლების უფლებებს საფრთხეში აგდებს. გარდა ამისა, ამ ფაქტორმა ევროპაში ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების მიმართ ზიზღის გაღვივებას შეუწყო ხელი.აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, კვლევის ავტორებმა ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთთან დააჯგუფეს და ხუთ კალათაში მოათავსეს. პირველ კალათაში შევიდნენ ესტონეთი, პოლონეთი და ჩეხეთი. ამ ქვეყნების მთავრობებმა კანონის უზენაესობის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, თუმცა ხელშესახები ცვლილებები არ ფიქსირდება.მათ მოჰყვებიან ირლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი, საბერძნეთი და მალტა, რომლებიც აგრეთვე კანონის უზენაესობის მაჩვენებლის დაცემის რისკის ზონაში არიან.მესამე კალათაში განთავსდნენ ბელგია, გერმანია, შვედეთი და საფრანგეთი. კვლევის ავტორების თქმით, ამ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაღმასვლა მკვეთრად გამოხატულია.მეოთხე კალათაში შევიდნენ იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ამ ქვეყნებმა მიზანმიმართულად და სისტემურად დაასუსტეს კანონის უზენაესობა ყველა სფეროში.ბოლო, მეხუთე კალათაში უნგრეთი არის მოთავსებული. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები იმ დონემდე დაეცა, რომ დღეს ის ევროკავშირის წევრი არ გახდებოდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკებსა და პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ამიერიდან კომპანია „აუტოტესტ გეორგიაში“ შეძლებენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა დავით მესხიშვილმა მოაწერეს ხელი.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ერთობლივი სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას, რაც შესაძლებელს გახდის ახალგაზრდების ეფექტიანად დახელოვნებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.თამარ წერეთლის განცხადებით, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია, შესაბამისად, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა კარიერული განვითარების, სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავების მიმართულებით. ვიცე-რექტორის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას.„ამ მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური საზოგადოებისა და ავტოინდუსტრიის სფეროს მჭიდრო პარტნიორობისთვის. „აუტოტესტ გეორგია“, რომელიც საქართველოში გერმანული ინვესტიციით განხორციელებული ერთ-ერთი პირველი პროექტია, ყველა კატეგორიის ავტომობილს გერმანული MAHA-ს დანადგარების საშუალებით უტარებს ტექნიკურ ინსპექტირებას. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი, დავით მესხიშვილი ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.კომპანიასთან თანამშრომლობით ჩვენს სტუდენტებს ექმნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოიყენონ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ განავითარებს ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს, არამედ ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ კარიერულ განვითარებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, კომპანიასთან პარტნიორობით განახორციელოს ერთობლივი სტაჟირების პროგრამები, სპეციალიზებული ტრენინგები და კვლევითი ინიციატივები, რომლებიც როგორც სტუდენტებისთვის, ისე მთლიანად საავტომობილო სექტორისთვის, სარგებლის მომტანი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება აქტუალურია საავტომობილო ინდუსტრიისთვის, ამ დარგის პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მსგავსი მემორანდუმებით ჩამოვაყალიბებთ მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს, არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას დარგში მომავალი ლიდერობისთვის, ასევე, ხელს შევუწყობთ საავტომობილო დარგის განვითარებას სტანდარტების ამაღლებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.„აუტოტესტ გეორგიას“ დირექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, რომელიც განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა, აქვს მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია და ინტელექტუალური რესურსი, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა ახალი კონცეფციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციებისა და ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ბიზნესი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს უნივერსიტეტთან, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობის მომზადების მიმართულებით.მემორანდუმის თანახმად, მხარეები, კომპეტენციისა და საერთო ინტერესების ფარგლებში, ასევე, იზრუნებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარების, საწარმოო ბაზის სრულყოფის და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარების კუთხით.სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ დამფუძნებლები დავით ჩიქოვანი და რევაზ კლდიაშვილი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ პუტინი – უცხო ქვეყნებს ყველაფერი უხეში და არაცივილური ფორმით მიაქვთ, აღარაფერს ვამბობ სამართლებრივ სისტემებზე, მათ ვერ ვენდობით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეწარმეები უცხო ქვეყნებს არ უნდა ენდონ.„რა არის ამაში კარგი?“, – იკითხა პუტინმა, შემდეგ კი თავადვე აღნიშნა: „მათ ყველაფერი მიაქვთ, უხეში და არაცივილური ფორმით. აღარაფერს ვამბობ სამართლებრივი სისტემებზე. ისინი უბრალოდ არ არსებობს, ისინი მხოლოდ მათთვის არსებობს, ვერ ენდობით. აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის შიგნით შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა, რომელიც იქნება სტაბილურობის და სანდოობის გარანტი“.როგორც მედია წერს, პუტინი სავარაუდოდ, საზღვარგარეთ რუსული კომპანიების აქტივების გაყიინვაზე მიუთითებდა.მეწარმეებთან შეხვედრის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც, პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვის დროით 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეკითხვას სიცილით უპასუხა: „არ მოუსმინოთ მას“.

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.გადაწყვეტილება მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მიიღო.გადაწყვეტილებას შეძახილები: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს” და ხმაური მოჰყვა.სხდომას მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ასევე, დღევანდელ სხდომას საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებიან.ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

“უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან” – რატი იონათამიშვილი ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში შეხვედრებს მართავს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჯერ ყოფილ პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები."ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რა სტატუსით იმყოფება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ხელისუფლების მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით."უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან. მათ რაც აერთიანებთ არის სწორედ ის, რომ არიან ვადაგასულები. რა თქმა უნდა, მათი შეხვედრები არ არის საინტერესო, უბრალოდ ჩვენ ვხედავთ რა სასოწარკვეთილებაში არის მიცემული საქართველოს მიმართ თუნდაც "დიფ სთეითი", ვის დავალებებსაც ასრულებენ კონკრეტულად ეს პირები. თუ ისინი ვერ ათვიცნობიერებენ, რომ მათ ვადა უკვე გაუვიდათ და არ გააჩნიათ მხარდაჭერა მით უარესი მათთვის,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ის გასულ წელს ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობაც დატოვა.

ბოლო სიახლეები